ორდღიანი განხილვების შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა მთავრობის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ ნდობა გამოუცხადა.მთავრობისათვის ნდობის გამოცხადებას მხარი 99-მა დეპუტატმა დაუჭირა, ექვსი კი წინააღმდეგ წავიდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გახდა;
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – გიორგი ჩერქეზიშვილი;
საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი;
შინაგან საქმეთა მინისტრი – გიორგი გახარია;
ფინანსთა მინისტრი – ნიკოლოზ გაგუა;
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი – მიხეილ ჩხენკელი;
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – დავით სერგეენკო;
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი – სოზარ სუბარი;
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი;
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – მაია ცქიტიშვილი;
კულტურისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ გიორგაძე;
თავდაცვის მინისტრი – ლევან იზორია;
იუსტიციის მინისტრი – თეა წულუკიანი;
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი – კახა კახიშვილი;
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – ქეთევან ციხელაშვილი.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით დაახლოებით სამ კვირაში მომზადდება მცირე მთავრობის კონცეფცია. ბახტაძის განცხადებით, სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება. აღნიშნული ცვლილებების შემდეგ, პარლამენტს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება ხელახლა მოუწევს. უკვე ცნობილია, რომ მთავრობის შემადგენლობაში ფინანსთა, ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრები შეიცვლებიან.