Top-10 ექსპორტირებული სოფლის მეურნეობის პროდუქტი - რას ყიდის საქართველო ყველაზე მეტს

2018 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპორტირებული პროდუქციის მოცულობა 25.7 %-ით გაიზარდა.სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს 9 თვეში ქვეყნიდან 2,448 მლრდ აშშ დოლარის პროდუქცია გავიდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ სოფლის მეურნეობისა და კვების პროდუქტების ათეულს, რომელიც წელს საქართველოდან ყველაზე დიდი რაოდენობით გავიდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2018 წლის იანვარ-სექტემბერში ყურძნის ნატურალური ღვინოების ექსპორტმა 138,7 მილიონი დოლარი შეადგინა და სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და სურსათის სასაქონლო ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

მეორე ადგილზეა სპირტიანი სასმელები, რომლის ექსპორტმა 95,9 მილიონი დოლარი შეადგინა.

მესამე ადგილზე კი არის მინერალური და მტკნარი წყლები, რომელის ექსპორტმა 2018 წლის იანვარ-სექტემბერში 79,5 მილიონი დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება სხვა პროდუქტებს, 49,5 მილიონი დოლარის იყო თხილისა და სხვა კაკალის ექსპორტი. ცხვრის ან თხის ხორცი, ახალი, გაცივებული ან გაყინული - ამ ყველაფრის ექსპორტი 25,5 მილიონი დოლარი იყო.

რაც შეეხება წყლებს, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით, 22,9 მილინი დოლარის ექსპორტი განხორციელდა.

ათეულში ასევე შევიდა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, რომლის ექსპორტმაც 21,5 მილიონი დოლარი შეადგინა. ხოლო ცხიმების, ქონების და მათი ფრაქციები, თევზის ან ზღვის ძუძუმწოვრების ექსპორტი 11,1 მილიონი დოლარი იყო.

ჯგუფში გაერთიანებული გარგარი, ალუბალი და ბალი, ატამი, ქლიავი და ღოღნოშოს ექსპორტი სულ 8,4 მილიონი დოლარი შეადგინა.

ათეულს ამთავრებს ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის, ახალი, გაცივებული ან გაყინული, რომლის ექსპორტმა 2018 წლის იანვარ-სექტემბერში 7,4 მილიონი დოლარი შეადგინა. რაც შეეხება დანარჩენ სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპოტს, 1,987 მილიარდი დოლარი იყო.

bpn

ლიკა ამირაშვილი