16 საკვირველი ფაქტი ინდოეთის შესახებ, რომელიც გაგაოცებთ

ინდოეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქვეყანაა - ის მოსახლეობის რაოდენობის მხრივ მეორე ადგილს იკავებს.

Business Insider-მა ინდოეთის შესახებ საინტერესო და გასაოცარი ფაქტები შეაგროვა.

1. ინდოეთის გზების სიგრძე იმდენად დიდია, რომ ეს გზა დედამიწას 117-ჯერ შემოუვლიდა.

2. მსოფლიოში ყველაზე დაბინძურებული ჰაერი ნიუ-დელიშია.

3. 2012 წელს, ინდოეთის ქუჩებში ყოველ 3 წუთში 1 ადამიანი იღუპებოდა.

4. 25 ყველაზე მდიდარი ინდოელის საერთო ქონება 174. 8 მლრდ დოლარს შეადგენს, რაც უკრაინის მთლიან შიდა პროდუქტს (მშპ) უტოლდება.

5. ინდოეთი მსოფლიოში წარმოებული ვისკის თითქმის ნახევარს მოიხმარს.

6. 2020 წლისთვის ინდოეთი მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ქვეყანა იქნება. ამ დროისთვის ქვეყანაში საშუალო ასაკი 29 წელი იქნება.

7. მსოფლიოში ყველაზე ტენიანი ადგილი, ჩერაპუნჯი ინდოეთში მდებარეობს. აქ წელიწადში ნალექიანობის საშუალო მაჩვენებელი 40 ფუტია.

8. ინდოეთის მიწის 25% უდაბნოდ იქცევა - ეს სამი გაერთიანებული სამეფოს ტოლი ტერიტორიაა. გაუდაბნოებას განუწყვეტელი წვიმებისგან გამოწვეული მიწის დეგრადაცია იწვევს.

9. წელიწადში ინდოეთს 415 მლნ დოლარის ღირებულების თმა გააქვს ექსპორტზე

10. მოსალოდნელია, რომ სამომხმარებლო ხარჯები ინდოეთში 2020 წლისთვის გასამმაგდება და 3.6 ტრილიონ დოლარს მიაღწევს.

11. 2012 წელს ინდოეთში 371 თვითმკვლელობა ხდებოდა დღეში.

12. ინდოეთი მსოფლიოში პირველ ადგილზეა ძროხების პოპულაციით.

bpn13. მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სახლი ინდოეთში მდებარეობს - მისი ღირებულება 1 მლრდ დოლარია, რაც სომალის მშპ-ს უტოლდება.

14. გათვლებით, მომავალი წლისთვის სამედიცინო ტურიზმის მოცულობა ინდოეთში 2 მლრდ დოლარს მიაღწევს - რაც გრელანდიის მშპ-ს ტოლია.

15. ინდოეთის ქვანახშირის მარაგი 275 მლრდ ტონაა - რაც 1.37 მლრდ ლურჯი ვეშაპის ექვივალენტია. სამყაროში ყველაზე დიდი ცხოველი ლურჯი ვეშაპი 200 ტონაზე მეტს იწონის.

16. ინდოეთი ჟურნალისტებისთვის ყველაზე საშიშ ქვეყნებს შორის მეოთხე ადგილზეა - გასული წლის მონაცემებით, ინდოეთში 13 რეპორტიორი მოკლეს.

ასევე იხილეთ: 16 საკვირველი ფაქტი ჩინეთის შესახებ, რომელიც გაგაოცებთ