ლევან დავითაშვილი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან დავითაშვილი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

პრემიერ-მინისტრის შესაბამისი ბრძანება მთავრობის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. ამასთან, პირველ მოადგილედ იქნა გადაყვანილი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნოდარ კერესელიძე.

სოფლის მეურნეობის მინისტრს სულ 5 მოადგილე ჰყავს.