შუა აღმოსავლეთში შექმნილი დაძაბულობის ფონზე, ნავთობის ფასი იზრდება
შუა აღმოსავლეთში შექმნილი დაძაბულობის ფონზე, ნავთობის ფასი იზრდება
4 იანვარი / 2016
ნავთობის ორ მთავარ მწარმოებელ - საუდის არაბეთსა და ირანს შორის არსებული დაპირისპირების ფონზე, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი გაიზარდა.
„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ლონდონის ბირჟაზე „ბრენტის“ მარკის ნავთობის ფასი თითქმის 2,5%-ით გაიზარდა და ბარელზე 38,5 დოლარი შეადგინა. ნიუ იორკის ბირჟაზე კი აშშ-ის ნედლი ნავთობის ფასმა 2%-ით მოიმატა და ბარელზე 38 დოლარამდე გაიზარდა.
ნავთობზე ფასების ზრდას ექსპერტები საუდის არაბეთსა და ირანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას უკავშირებენ. ერ-რიადმა ირანთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა თეირანის მკვეთრი განცხადებებისა და ირანში საუდის არაბეთის საელჩოზე თავდასხმის შემდეგ გადაწყვიტა.

რამდენიმე დღის წინ, ერ-რიადის გადაწყვეტილებით, ტერორიზმის ბრალდებით საუდის არაბეთში 47 შიიტი სიკვდილით დასაჯეს. მათ შორის იყო ცნობილი შიიტი მქადაგებელი ნიმრ ალ-ნიმრი, რომელიც სამეფოში მცხოვრები რელიგიური უმცირესობის უფლებებს იცავდა. საპასუხოდ ირანმა მწვავე განცხადებები გააკეთა, შიიტი მქადაგებლის სიკვდილით დასჯას ირანში საპროტესტო აქციებიც მოჰყვა.
კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საუდის არაბეთის სამეფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საუდის არაბეთის სურსათისა და მედიკამენტების უწყების აღმასრულებელ დირექტორს ჰიშამ ბინ საად ალი-ჯადაეის შეხვდა.
ქალის ტანსაცმლის ბრენდი Bebe ყველა მაღაზიას ხურავს. 
იაპონური კორპორაცია „ტოშიბა“ ტელევიზორების ბიზნესის გაყიდვას გეგმავს.
მსოფლიოში უამრავი საინტერესო ადგილია, რომელთა ნახვის შესაძლებლობა ტურისტებს არ ეძლევათ. დიდი ინტერესის მიუხედავად, ასეთი ტერიტორიები საზოგადოებისთვის ან დახურულია ან მათი ნახვა საერთოდ აკრძალულია.
ბირმაში საქართველოს ორი მოქალაქე, ქვეყნიდან მოპარული 90 ათასი დოლარის გატანის მცდელობისთვის დააკავეს. როგორც ”რადიო თავისუფლება” წერს, ქართველები ბირმის პოლიციამ ქალაქის მთავარ აეროპორტში დააკავეს.
ევროპის საინვესტიციო ბანკთან 2017 წლის ივლისში, ახალ 250-მილიონიან ხელშეკრულებას მოეწერება ხელი, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3963 ლარი გახდა.
2017 წლის იანვარ-მარტში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მსუბუქი ავტომობილების იმპორტი საქართველოში გაიზარდა.
ნავთობპროდუქტებზე აქციზის ზრდის მიუხედავად, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია.
ასეთი შეზღუდვები რომ არა, საპარტნიორო ფონდს უფრო დიდი, მასშტაბური და ამბიციური პროექტების განხორციელების პოტენციალი აქვს.
რუბრიკის სხვა სიახლეები
27.04.2017
ჯანდაცვის კომიტეტმა ”ევროპული საქართველოს” ინიციატივას, დევნილთა შემწეობების გაზრდასთან დაკავშირებით, მხარი არ დაუჭირა. აღნიშნული საკითხის განხილვა კომიტეტზე მწვავე კამათის საგანი გახდა. უმრავლესობას უმცირესობის წევრები და დევნილები დაუპირისპირდნენ.
სრულად
27.04.2017
თბილისში ხვალ საქართველო-მოლდოვას ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართება.
სრულად
27.04.2017
იორდანიისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ხვალიდან დაიწყება. ამანი-თბილისი-ამანის პირველი რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 16:40 საათზე დაეშვება.
სრულად
27.04.2017
მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე “აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ მთავრობის კანონპროექტზე “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებას “სრულ სისულელეს“ უწოდებს.
სრულად
27.04.2017
კონსტიტუციაში ახალი ჩანაწერის თანახმად, მიწაზე, როგორც განსაკუთრებულად მნიშვნელოვან რესურსზე, საკუთრების უფლებას აწესრიგებს ორგანული კანონი
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
27.04.2017
28.04.2017
USD
1
USD
2.4773
2.4751
EUR
1
EUR
2.6968
2.6996
GBP
1
GBP
3.1774
3.1939
RUB
100
RUB
4.3797
4.3579