2015 წლის ყველაზე "ფრთიანი" გამონათქვამები
2015 წლის ყველაზე "ფრთიანი" გამონათქვამები
6 იანვარი / 2016
"შიდა შოკები, მადლობა ღმერთს არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს პატარა შოკუნიები"
2015 წელი პოლიტიკოსების რეზონანსული განცხადებებითაც გამოირჩეოდა, რომელთა ნაწილსაც "ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა "პალიტრა ტვ"-ის გადაცემა "ბიზნეს-PRESS"-ში ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე საუბრისას ეკონომიკურ "შოკუნიებზე" ისაუბრა.
ნოდარ ხადური: "გარე შოკებზე ბევრს არ მოვყვები, რაც შეეხება შიდა შოკებს, შიდა შოკები, მადლობა ღმერთს, არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს პატარა შოკუნიები და ეს პატარა შოკუნიები არის სურვილი ჩვენი ოპონენტების, რომ ნახონ ცეცხლში გახვეული საქართველო".
2015 წელს ნოდარ ხადურმა საკმაოდ საინტერესოდ განმარტა "ქამრების შემოჭერის" პოლიტიკაც: "ქამრების შემოჭერა არ გულისხმობს არც შტატების შემცირებას და არც საჯარო მოხელეებისათვის ხელფასის შემცირებას. არის სხვა უამრავი ადმინისტრაციული ხარჯი, რომელთა შემცირებაც შესაძლებელია".
საზოგადოება საკმაოდ დიდხანს განიხილავდა თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებას საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებისთვის განკუთვნილ საჩუქრებზეც:
"ზეიმებზე თოვლის ბაბუა დაპატიჟებული არავის ჰყავს. ვიღაც, როგორც ჩანს, თავისი ინიციატივით დადის", – აღნიშნა დავით ნარმანიამ და იქვე ხუმრობით დაამატა - "არაკომპეტენტური თოვლის ბაბუები არიან".
2015 წელს, ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემად "გაზპრომის" საკითხიც იქცა, რომელსაც არა მხოლოდ საზოგადოებაში, მმართველ გუნდშიც განსხვავებული გამოხმაურება მოჰყვა. რუსულ კომპანიასთან ქართული მხარის მოლაპარაკებები უარყოფითად შეაფასა სახელმწიფო მინისტრმა დიასპორის საკითხებში გელა დუმბაძემ, რასაც ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ ასე უპასუხა: "ჩვენდა სამწუხაროდ, არიან გარკვეული კატეგორია ადამიანებისა, მე მათ გაკოტრებულ პოლიტიკოსებს ვუწოდებ, რომლებიც რაღაცნაირად ცდილობენ, მოსახლეობას თავი შეახსენონ. თქვენ იცით, რომ მომავალ წელს საპარლამენტო არჩევნები მოდის და ამ თემის ირგვლივ გარკვეული მანიპულირება მოხდება. არაერთხელ აღვნიშნე და თქვენც ესწრებოდით იმ პრეზენტაციას, რომელიც წარმოვადგინე, თუ რა ურთიერთობები იყო წლების განმავლობაში, რა მოცულობის გაზს ვიღებდით, ვიღებთ და მომავალშიც მივიღებთ. მან ალბათ უფრო მეტად უნდა წაიკითხოს ის განცხადებები, რომლებიც ენერგეტიკის სამინისტროსა და კონკრეტულად მინისტრის მხრიდან იყო გაკეთებული და კითხვა არ დარჩება".
მაშინ, როდესაც მმართველი გუნდის წევრები ლარის გაუფასურებას რეგიონში არსებულ ვითარებას უკავშირებდნენ და ეკონომიკურ საფრთხეებს კატეგორიულად უარყოფდნენ, ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრმა, ნოდარ ჯავახიშვილმა გუნდის წევრებისგან რადიკალურად განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა:
"სამართლებრივად ქადაგიძე და ეროვნული ბანკი ლარის სტაბილურობაზე პასუხისმგებელი არ არიან და მეტიც, კონსტიტუციის თანახმად, დღეს ლარის სტაბილურობაზე პასუხისმგებელი არავინაა. ეს
You must have Flash Player installed in order to see this player.
გაუგებარი ანომალიაა, მაგრამ რეალობა ასეთია და, სამწუხაროდ, დღემდე არც კანონმდებლობა შეცვლილა. ერთი რამის თქმა დარწმუნებით შემიძლია: 2,54-ს ქართული ეკონომიკა და საზოგადოება ვერ გაუძლებენ... თუ ასე გაგრძელდა, მღელვარების საშიშროება იქნება. საზოგადოდ, ქვეყანაში რაც ხდება, ყველაფერზე მთავრობაა პასუხისმგებელი. ლარის თაობაზე კონკრეტულს ვერაფერს ვიტყვი, რადგან ამ მიმართულებით ეკონომიკური გუნდი ინტენსიურად მუშაობას. რეაგირებასაც დროულად ახდენენ, მაგრამ შედეგზე ეს არ აისახება. რატომ ხდება ასე, საკმარისი ინფორმაცია არ მაქვს. ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს, მე ჩემს სამინისტროშიც ბევრი პრობლემა მაქვს".

გასული წელი იმითაც საინტერესო იყო, რომ პარლამენტარმა გუგული მაღრაძემ "ჭკვიან დიასახლისებს" ხორცის იაფად შეძენის საიდუმლო გაუმხილა:
"თუ კარგი დიასახლისია, გეტყვი, რამდენია საჭირო: ადამიანი გავა, იმ დღეს იყიდის ხორცს, როცა იაფია, იმ ხორცს ორად გაყოფს, სუპს გააკეთებს, მერე კიდევ შეურევს სხვა რაღაცებს, მაგალითად, კარტოფილს. ამისთვის სადღაც 20 ლარია საჭირო და შეიძლება კალორიებიც დაიცვა, სჯობს სტაფილო, კარტოფილი, კომბოსტო და ა.შ. ამას უნდა კარგი, ჭკვიანი დიასახლისი, რომელმაც იცის, როდის გავიდეს ბაზარში. ესაა მთელი ხელოვნება".
განსაკუთრებით სახალისო აღმოჩნდა სოსო ჯაჭვლიანის გამოსვლა პარლამენტში, რომელმაც თბილისში გამართულ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფორუმზე
ყოფნა, ფაქტობრივად, პირად შეურაცხყოფად აღიქვა.
"ქალბატონი ეკა ხერხეულიძეს ჩემი ოჯახის დანგრევის მცდელობა ჰქონდა. მან ამ რამდენიმე თვის წინ ბრძანა, რომ პარლამენტის სესია იმიტომ ჩაიშალა, კვორუმი არ შედგა, სოსო ჯაჭვლიანი "იბიარდზე" იყოო. რატომ მაყენებთ შეურაცხყოფას, ქალბატონო ეკა? მე "იბიარდზე" ვერასოდეს ვერ ვიქნები - მე ერთგული მეუღლე ვარ. ეს თქვენი გუნდი დადიოდა ამ "იბიარდზე" 10 წლის განმავლობაში. ეს "იბიარდობა" ეტყობა ქვეყანას. ამიტომ ნაიბიარდები ქვეყნის გამოყვანა სტაგნაციიდან ძალიან ძნელია. ჩვენ ვეცდებით საღი აზრების იმპლემენტირება გავაკეთოთ".
აღნიშნული განცხადების გამო გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი "ბიბისიზეც" მოხვდა.

რუსა შელია
კომენტარები (3)
07.01.2016
მიტრო
ვახ ღმერთო გვიშველე რამე !!!
07.01.2016
ჩჩჩჩჩჩჩჩჩჩჩ
გქონდეც ამათი იმედი,მათხოვრები
მსგავსი სიახლეები
„ყვავს კაკალი გააგდებინოო“, - ამ პრინციპიდან გამომდინარე, ნარმანიას 3 000 ლარიც გავაგდებინეთ.
კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ნოდარ ხადური, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკში შეხვედრებს განაგრძობს.
თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, ე.წ. სამთავრობო ქალაქის პროექტი ადმინისტრაციული დაწესებულებების ტერიტორიულ ოპტიმიზაციას ითვალისწინებს.
თბილისის მერის დავით ნარმანიას შეფასებით, მთავრობამ „ბავშვთა სამყაროს“ დაწვის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთა და მიყენებული ზიანის ანაზღაურება მის ფუნქციას არ განეკუთვნება.
საჯარო მოხელეების ქონებრივი მდგომარეობა ხშირად ხდება განსჯის საგანი.
თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, „ბავშვთა სამყაროსა“ და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრისგან დაზარალებული მოვაჭრეების წინაშე პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ბაზრის ადმინისტრაციამ უნდა აიღოს.
თბილისის მერი დავით ნარმანია ვარკეთილში, სუხიშვილის ქუჩაზე მშენებარე კორპუსთან დაკავშირებით „კანონიერ გამოსავლად საკითხის სასამართლოში გასაჩივრებას“ მიიჩნევს.
2017 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტს თბილისის საკრებულოში დღეს თბილისის მერი დავით ნარმანია პირადად წარადგენს.
დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას შეფასებით, თბილისის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი დახვეწილი და სრულყოფილია.
ჩვენ შევისწავლით ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად და რა ინსტრუმენტებიც გააჩნია კონკურენციის საგენტოს, იმოქმედებს იმის ფარგლებში, თუმცა უნდა ითქვას ის, რომ დაცული უნდა იყოს ყველა მხარის უფლება
რუბრიკის სხვა სიახლეები
28.04.2017
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს ერთხმად დაუჭირა მხარი.
სრულად
28.04.2017
პირველად საჯარო სექტორში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საპილოტე რეჟიმში თანამშრომლებისთვის ახალი პროექტი „სახლიდან მუშაობის დღე“ დანერგა.
სრულად
28.04.2017
ჩვენ არ გვითქვამს, რომ უნდა დაიხუროს „ელიავას ბაზრობა“, თუმცა შევთავაზეთ იდეა, როგორ შეიძლება ეს ბაზრობა ფუნქციონირებდეს სხვა ადგილებში
სრულად
28.04.2017
ახალი რეგულაციით „თბილისის მიკროავტობუსს“ ტარიფის გაზრდის უფლება ჩამოერთვა და ტარიფის რეგულირება თბილისის მერიის კომპეტენციაში გადმოვიდა
სრულად
28.04.2017
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე რევაზ ასათიანი პროექტის PAFAI (Promoting Access to Finance and Agri Insurane) შედეგების შეჯამების ღონისძიებას დაესწრო.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
28.04.2017
29.04.2017
USD
1
USD
2.4751
2.4416
EUR
1
EUR
2.6996
2.6701
GBP
1
GBP
3.1939
3.1604
RUB
100
RUB
4.3579
4.2768