BMW-მ ამერიკის გვირგვინი არავის დაუთმო
BMW-მ ამერიკის გვირგვინი არავის დაუთმო
6 იანვარი / 2016
ამერიკის ავტობაზარზე, რომელიც პრემიუმსეგმენტში უმსხვილესია, ამ კატეგორიის ავტომწარმოებლებისთვის ერთგვარი პრესტიჟია, იყო ყველაზე გაყიდვადი პრემიალური ბრენდი.
2015 წელი საკმაოდ საინტერესოდ ვითარდებოდა კომპანიებისთვის - ერთმანეთს პირველობაში ეცილებოდნენ გერმანული BMW და Mercedes-Benz, იაპონურმა Lexus-მა კი მხოლოდ შემოდგომიდან დაიწყო პოზიციების გამყარება. თუმცა ის, რაც ამ კომპანიამ დეკემბერში ”ჩაიდინა”, ნამდვილად მოულოდნელი, იყო.
დეკემბრამდე ყველას ეგონა, რომ Lexus სტაბილურად მესამე ადგილზე დაასრულებდა წელს, მაგრამ დეკემბერში კომპანიამ მოახერხა და კონკურენტებზე ბევრად მეტი ავტომობილი გაყიდა, შესაბამისად ჩამორჩენა აღმოფხვრა და მეორე ადგილზეც კი გადაინაცვლა. ”ლექსუსმა” დეკემბერში 41 380 ავტომობილი გაყიდა, მისმა გერმანელმა კოლეგებმა ბავარიიდან კი 34 625, ხოლო ”სამქიმიანებმა” მხოლოდ 34,203.
ამერიკულ ბაზარზე Lexus-მა 10 წლიანი ლიდერობა 2011 წელს იაპონიის დამანგრეველი მიწისძვირს შემდეგ დაკარგა და მას შემდეგ ვერ დაიბრუნა, BMW-მ კი ეს ტიტული უკვე მეოთხედ შეინარჩუნა. Mercedes-Benz-მა მხოლოდ ერთხელ, 2013 წელს მოახერხა პირველ ადგილამდე აღზევება, თუმცა კომპანიაში ყოველი წლის დეკემბერში აცხადებდნენ, რომ ისინი კონკურენტებისგან განსხვავებით არ აპირებდნენ ”არანორმალურ” ფასდაკლებებს მხოლოდ იმისთვის, რომ გამხდარიყვნენ ნომერ პირველი პრემიუმ მწარმოებელი ამერიკაში.
ამერიკის პრემიუმსეგმენტი 2015 წელს 7,7%-ით გაიზარდა - ისტორიაში პირველად გადაცდა ორმილიონიან ნიშნულს და 2.03 მილიონი შეადგინა.

ამერიკის 2015 წლის პრემიუმსეგმენტის გაყიდვები ასე გამოიყურება

BMW 346,023
Lexus 344,601
Mercedes-Benz 343,088
Audi 202,202
Acura 177,165
Cadillac 175,267
Infiniti 133,498
Lincoln 101,227
Land Rover 70,582
Volvo 70,047
Porsche 51,756
Tesla 22,800
Jaguar 14,466
Maserati 11,697
Alfa Romeo 663
Bentley 2,686
Ferrari 2,124
Rolls-Royce 1,140
Lamborghini 756
დანარჩენი 1,100 (მათ შორის Aston Martin, Lotus და სხვა)
P.S. პრემიუმსეგმენტის ახალი ავტომობილების გაყიდვების მსოფლიო მასშტაბით მონაცემები 15 იანვრიდან გახდება ცნობილი.


კოკა კვირკველია

კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
„ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს“ (EUGBC) ორგანიზებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს დანიშნული ელჩი, დავით ბაქრაძე EUGBC–ის წევრი ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
აშშ-ში ბოლო პერიოდში მაღაზიებს სულ უფრო ხშირად ძარცვავენ ე.წ. „ფლეშ-მობ მძარცველები“, რომლებსაც რამდენიმე წამი სჭირდებათ ძარცვისთვის.
საქართველოს, მომავალ წელს, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, მცირე და საშუალო მეწარმეების ჯგუფი ეწვევა
ამერიკული ტანსაცმლის მწარმოებელი ბრენდი  GAP სხვადასხვა ქალაქში 65-მდე მაღაზიას დახურავს.
გერმანულმა ავტომწარმოებელმა "მერსედესმა" ავტომობილის ახალი მოდელი წარმოადგინა.
აშშ-ის ტეხასის შტატში აუთვისებელი ნავთობისა და გაზის ყველაზე დიდი საბადო აღმოაჩინეს, რაც აქამდე ყოფილა აღმოჩენილი ამერიკის მასშტაბით.
რა მიმართულებით შეიძლება შეიცვალოს ეკონომიკური პოლიტიკა ამერიკაში ახალი პრეზიდენტის პირობებში და როგორ შეიძლება ეს აისახოს საქართველოზე?
დონალდ ტრამპის გამარჯვებამ ამერიკის შეერთებულ შტატებში ბევრი ადამიანი დაამწუხრა. მათი უმრავლესობა დღეს ახლადარჩეული პრეზიდენტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების გამართვასაც არ ერიდება.
აშშ-ის ახალ პრეზიდენტს, 70 წლის დონალდ ტრამპს უამრავი მემკვიდრე და ნათესავი ჰყავს. ისინი უკვე მოექცნენ მედიის ყურადღების ცენტრში. ვინ არიან ტრამპის ეს უახლოესი ადამიანები?
თუ ჩვენი დიპლომატია იქნება ეფექტური და თანმიმდევრული, შეიძლება საქართველომ აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობა მიიღოს.
რუბრიკის სხვა სიახლეები
02.12.2016
ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) სასწავლო კურსის „მაკროეკონომიკური დიაგნოსტიკა“ დახურვის ცერემონია გაიმართა.
სრულად
02.12.2016
მთავრობის მიერ დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, 2017 წლიდან ავტომობილებზე ქონების გადასახადის გადახდა სავალდებულო ხდება.
სრულად
02.12.2016
პარლამენტს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვის გაგრძელება “საბიუჯეტო კოდექსით“ და რეგლამენტით დადგენილი წესებისთვის გვერდის ავლით მოუწევს.
სრულად
02.12.2016
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში ”ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მდებარე კლუბის სტატუსით რიცხულ შენობასთან დაკავშირებით არსებული გარემოებების შემსწავლელი კომისიის“ (მოხეს კომისია) მორიგი სხდომა გაიმართა.
სრულად
02.12.2016
ეს არის უპრეცედენტო, პირველი გადაწყვეტილება, როდესაც DCFTA-ს ძალაში შესვლის შემდეგ, ცხოველური წარმოშობის პროდუქტი პირველად შევა ევროკავშირის ბაზარზე
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
02.12.2016
03.12.2016
USD
1
USD
2.5871
2.5599
EUR
1
EUR
2.7491
2.7250
GBP
1
GBP
3.2561
3.2283
RUB
100
RUB
4.0403
3.9854