საქართველოში საწვავი ჯერ არ გაიაფდება
საქართველოში საწვავი ჯერ არ გაიაფდება
8 იანვარი / 2016
2016 წელი ნავთობის მკვეთრი გაიაფებით დაიწყო. ერთი ბარელი შავი ოქროს ფასი უკვე 33 დოლარს ქვემოთ დაეცა და 11-წლიანი რეკორდიც მოხსნა. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, დასავლური მედიის ინფორმაციით, გაიაფებაზე გავლენა ამერიკული ნავთობის ექსპორტზე აკრძალვის გაუქმებამ და აშშ-ის მარაგის ზრდამ გამოიწვია. შავი ოქროს გაიაფების პარალელურად, გაუფასურდა რუსული რუბლი. გუშინ ერთმა დოლარმა - 74 რუბლს, ევრომ კი 80 რუბლს გადააჭარბა.

საქართველოში საწვავი ჯერ არ გაიაფებულა. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, მსოფლიო ტენდენცია ადგილობრივ ბაზარზე იოდნავ მოგვიანებით აისახება და ესეც იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ვალუტა არ გაუფასრუდება. ლარის კურსის დაცემის შემთხვევაში, ქვეყანაში საწვავის ფასი, სავარაუდოდ, აღარ დაიკლებს. ეროვნული ვალუტა კი ბოლო რამდენიმე დღეა დაბლა მიცოცავს. ბოლო მონაცემებით, მსოფლიო ბაზარზე "ბრენტის" მარკის ნავთობის ფასი 33 აშშ დოლარზე დაბლა ჩამოვიდა. ფიუჩერსების დაცემა განპირობებულია ბაზარზე გადაჭარბებული შეთავაზებით.

სტატისტიკის თანახმად, აშშ-ის ნავთობის რეზერვებმა 1930 წლის შემდეგ მაქსიმალურ დონეს მიაღწია. დასავლური მედიის ინფორმაციით, ამერიკის მარაგი, საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, 130 მილიონი ბარელით მეტია. გარდა ამისა, პარასკევს შეერთებული შტატების კონგრესმა პირველად 40 წლის განმავლობაში ნავთობის ექსპოტზე არსებული აკრძალვა გააუქმა.

არადა, 2015 წლის მიწურულს ოპეკის წევრ ქვეყნებში ვარაუდობდნენ, რომ ნავთობი გაძვირებას 2016 წლიდან დაიწყებდა და მოპოვების მაღალი ხარჯის გამო, მასზე ფასის ზრდა მომავალ წლებშიც გაგრძელდებოდა. მათი პროგნოზი არ გამართლდა. ახალი 2016 წელი სწორედ შავი ოქროს მკვეთრი გაიაფებით დაიწყო. გუშინ ნიუ-იორკის ბირჟაზე ერთი ბარელი ნავთობი 32,64 დოლარი ღირდა, ლონდონის ბირჟაზე კი - 32,77 დოლარი. ნავთობის მწარმოებელი ქვეყნები, განსაკუთრებით ისინი, რომელთა ბიუჯეტი "შავი ოქროს" ფასზეა მიბმული (რუსეთი, ვენესუელა, ნიგერია) სერიოზულად ზარალობენ. მომხმარებელ ქვეყნებს კი პროდუქტი უიაფდებათ, თუმცა მცირე ეკონომიკის ქვეყნებში ამ პროცესის თანმდევი დოლარის გამყარება ლამის ეკონომიკურ კოლაფსად იქცეს. ასეთი სიტუაციაა საქართველოშიც. ბაზარზე საცალო ქსელში 1 ლიტრი ბენზინისა და დიზელის ღირებულება საერთაშორისო ფასის ადეკვატური ჯერ კიდევ არ არის.

ნავთობკომპანია "სენტას" დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე ამბობს, რომ მსოფლიოს სანავთობო ბაზარზე მიმდინარე პროცესები საქართველოს ნავთობის საბითუმო ბაზარზე ასე სწრაფად ვერ აისახება. "ბოლო პერიოდში ნავთობის გაიაფებამ საქართველოს ბაზარზე ასახვა უკვე ჰპოვა. საბითუმო ბაზარზე ფასები შემცირებულია, განსაკუთრებით დიზელზე. რაც შეეხება ბოლო დღეების ვითარებას, როდესაც ნავთობი 33 დოლარამდე შემცირდა, ეს ადგილობრივ ბაზარზე უცებ ვერ იმოქმედებს. საერთაშორისო ბაზარზე კლების ტენდენცია თუ გაგრძელდება, შესაბამისად, ჩვენთანაც მოხდება გაიაფება, თუმცა საქართველოში საწვავის ფასი დამოკიდებულია ლარის კურსზე. ახლა მთავარია, ეროვნული ვალუტა არ გაუფასურდეს", - განუცხადა "რეზონანსს" ზაალ იაკობიძემ.

საქართველოში ნავთობის ფასი "პლატცის" მიხედვით დგინდება. ერთი ტონა დიზელის საერთაშორისო ფასი 303 დოლარია, ბენზინისა კი - 442 დოლარი. იაკობიძის თქმით, საბითუმო ბაზარზე 1 ლიტრი ბენზინი 1,24-1,25 ლარი ღირს, ხოლო 1 ლიტრი დიზელი 1,14-1,15 ლარის ფარგლებშია. საწვავის ფასი ადეკვატურია არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზეც, სადაც 1 ლიტრი დიზელი, საშუალოდ, 1,35-1,40 ლარად იყიდება, ხოლო ბენზინი - 1,5 ლარად.

მიუხედავად ფასის კლებისა, მსოფლიოში ნავთობის ღირებულებასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია ჯერ კიდევ არ არსებობს. ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი წელს საწვავის კიდევ უფრო გაიაფებას ვარაუდობს, ნაწილის აზრით კი, "შავი ოქრო" ცოტათი გაძვირდება, საბოლოოდ ყველა თანხმდება, რომ კიდევ 5 წლის განმავლობაში ნავთობზე დაბალი ფასი შენარჩუნდება და 80 დოლარიან ნიშნულს მხოლოდ 2020 წლისთვის მიაღწევს. ამ პროგნოზს არ ეთანხმებიან საუდის არაბეთში. ქვეყნის ნავთობის მინისტრის ალი ნაიმის პროგნოზით, უახლოეს წლებში მსოფლიოში ნავთობი არათუ გაძვირდება, პირიქით, გამორიცხული არ არის, 1 ბარელის ღირებულება 10 დოლარამდეც კი ჩამოვიდეს.

ნავთობის მარაგი, ძირითადად, თავმოყრილია სპარსეთის ყურის ორივე ნაპირზე და მის კონტინენტურ შელფზე. ამ რეგიონში "შავი ოქროს" უდიდესი მარაგი აქვს: საუდის არაბეთს, ირანს, ერაყს, ქუვეითს, არაბთა გაერთიანებულ საემიროებს. მოცულობით ნაკლები, მაგრამ საექსპორტოდ სავსებით საკმარისი ნავთობი აქვს ყატარს. მიუხედავად იმისა, რომ ნავთობის ყველაზე მეტი დადასტურებული მარაგი ვენესუელას აქვს, მსოფლიოში "შავი ოქროს" ნომერ პირველი მომპოვებელი ქვეყანა საუდის არაბეთია. ამ ქვეყანაზე მსოფლიოში მოპოვებული ნავთობის 13,3% მოდის. მეორე ადგილს რუსეთი იკავებს - 12,8%, შემდეგია ამერიკა - 9,6%, ჩინეთი - 5%, კანადა - 3,3%, ირანი - 4,2%, მექსიკა - 3,5% და სხვა ქვეყნები.

ელზა წიკლაური
გაზეთი "რეზონანსი"

კომენტარები (4)
09.01.2016
სტატუს ქუო
ეტყობა, ნავთობპროდუქტების ქართული მაფია ბიძინაზე გავიდა და დიიიდ ფულს აძლევს რეგულარულად.....
09.01.2016
ნუგზარ
ნავთბის გაძვირება კი მყისიერად აისახბოდა საქართველოში საწვავის ფასზე და მას მეორე დღესვე აძვირებდნენ. სად არის ლოგიკა?
მსგავსი სიახლეები
ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტში ვაჭრობის საკითხებზე გამართულ მორიგ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
რცხვენოდეს „თი-ბი-სი“ ბანკს და რცხვენოდეს „საქართველოს ბანკს“ გუშინდელი საქციელის გამო, - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა მიხეილ დუნდუამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ვფიქრობ, კარგია ის, რომ კომპანიების მიერ ფასები ლარში იქნება მითითებული
შეიძლება ერთი პროდუქტის ფასი ნადვილად გაიზარდოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზოგადად, ყველაფრის ფასები იზრდება
ევროკავშირმა დაასრულა ყველა ფორმალური პროცედურა და საქართველო შეიყვანა მესამე ქვეყნების ჩამონათვალში, საიდანაც ევროკავშირის ტერიტორიაზე თაფლის იმპორტი დაშვებულია.
რაც გუშინ სავალუტო ბაზარზე ხდებოდა, იყო გარკვეულწილად აჟიოტაჟი, შექმნილი გარკვეულწილად მოლოდინებიდან
საქართველოში ინფლაციის დონემ 2016 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, 0,6% შეადგინა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით (წლიური ინფლაციის დონე) 0,2% .
სანკტ-პეტერბურგში მოქმედი კაფე-სანაყინეების ქსელი Galateria Plombir ქართულ ბაზარზე შემოდის. პირველი კაფე თბილისში დეკემბრის ბოლოს გაიხსნება.
უნდა ველოდოთ თუ არა ფასების ზრდას პროდუქტებზე? - ამ შეკითხვას "გირჩის" წარმომადგენელმა ვახტანგ მეგრელიშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუში" უპასუხა.
დღეს სწორედ იმის ფასს ვიხდით, რაზეც ”ქართული ოცნება” თავის დროზე გვპირდებოდა, რომ იყო უფასო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” განაცხადა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
02.12.2016
ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) სასწავლო კურსის „მაკროეკონომიკური დიაგნოსტიკა“ დახურვის ცერემონია გაიმართა.
სრულად
02.12.2016
მთავრობის მიერ დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, 2017 წლიდან ავტომობილებზე ქონების გადასახადის გადახდა სავალდებულო ხდება.
სრულად
02.12.2016
პარლამენტს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვის გაგრძელება “საბიუჯეტო კოდექსით“ და რეგლამენტით დადგენილი წესებისთვის გვერდის ავლით მოუწევს.
სრულად
02.12.2016
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში ”ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მდებარე კლუბის სტატუსით რიცხულ შენობასთან დაკავშირებით არსებული გარემოებების შემსწავლელი კომისიის“ (მოხეს კომისია) მორიგი სხდომა გაიმართა.
სრულად
02.12.2016
ეს არის უპრეცედენტო, პირველი გადაწყვეტილება, როდესაც DCFTA-ს ძალაში შესვლის შემდეგ, ცხოველური წარმოშობის პროდუქტი პირველად შევა ევროკავშირის ბაზარზე
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
02.12.2016
03.12.2016
USD
1
USD
2.5871
2.5599
EUR
1
EUR
2.7491
2.7250
GBP
1
GBP
3.2561
3.2283
RUB
100
RUB
4.0403
3.9854