საახალწლო ბაზრობები საქართველოსა და ევროპაში

ვარდების მოედანზე საგანგებოდ მოწყობილი საახალწლო ქალაქი შობისთვის უკვე დაშლილი დაგვხვდა. აქ აღარც მორთული სახლები და აღარც სპეციალურად გაწყობილი სავაჭრო დახლებია, მოედანზე მხოლოდ რამდენიმე გარემოვაჭრე ცდილობს დარჩენილი პროდუქციის გაყიდვას. საშობაო ალილოზე გამოსული მოსახლეობის ნაწილი კი ამბობს, რომ საახალწლო ქალაქის დათვალიერება ვერ მოასწრო.

საახალწლო ქალაქში მოვაჭრეებს ერთი კვირის განმავლობაში ჰქონდათ შესაძლებლობა, სხვადასხვა სუვენირი, სათამაშოები და ხელნაკეთი ნივთები გაეყიდათ. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, თბილისში საახალწლო ბაზრობა ჯერ კიდევ არ ქცეულა მომგებიან ბიზნესად. მოვაჭრეები ხელისშემშლელ ფაქტორებად არახელსაყრელ პირობებს და მყიდველის ნაკლებობას ასახელებენ.

ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საშობაო ბაზრობა გერმანიის პატარა ქალაქ ნურემბერგშია და თითქმის ერთი თვე გრძელდება. აქ ადგილობრივებს თუ ტურისტებს შეუძლიათ ერთდროულად გემრიელი საკვები დააგემოვნონ, გაერთონ და სასურველი ნივთები შეიძინონ. ევროპის დიდ თუ პატარა ქალაქებში უკვე დიდი ხანია საშობაო და საახალწლო ბაზრობები ორგანიზებულ ბიზნესად და ტურისტების მოზიდვის ერთ-ერთ მთავარ საშუალებად იქცა.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე