ხელშეუხებელი სსიპ-ები 1,5 მლრდ-ს ატრიალებენ
ხელშეუხებელი სსიპ-ები 1,5 მლრდ-ს ატრიალებენ
12 იანვარი / 2016
საქართველოში დაახლოებით 2500-მდე სსიპ-ი და აიპ-ია, თუმცა ბიუჯეტის ანგარიშგებაში მხოლოდ რამდენიმე ასეულია შეყვანილი. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაც მხოლოდ მათზე ვრცელდება. ამ მონაცემებით, 2016 წელს სსიპ-ებისა და აიპ-ების ბიუჯეტი 1,5 მლრდ ლარს შეადგენს, საიდანაც 45% სახელმწიფო ბიუჯეტიდან ივსება, დანარჩენი 55% კი "კანონმდებლობით ნებადართული შემოსავლებიდან". სხვა დეტალები, მაგალითად, ფინანსების ხარჯვასთან დაკავშირებით, არსად ჩანს, რაც ეჭვს აღძრავს.

საჯარო სამართლის იურიდიული პირების ფინანსური შემოსავალი ყოველთვის კრიტიკის საგანი იყო. 2010 წელს აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით სპეციალური მოკვლევა ჩაატარა კონტროლის პალატამაც. იმ პერიოდში ქვეყანაში სულ 2400-მდე სსიპ-ი მოქმედებდა და ბიუჯეტს გარეთ დაახლოებით 800 მლნ ლარი ტრიალებდა. დღეს სსიპ-ების რაოდენობა გაიზარდა და შესაბამისად, იმ თანხის მოცულობამ, რომელიც ბიუჯეტს გარეთაა, 1,5 მლრდ ლარსაც გადააჭარბა. საჯარო სამართლის იურიდიული პირი ყველა უწყებაშია და მათ შორის, ზოგიერთ სამინისტროს 3-4 სსიპ ექვემდებარება. მათი დაფინანსება ზედამხედველი სამინისტროს ბიუჯეტიდან, გრანტებიდან და სხვადასხვა მომსხაურებაზე, სერვისებზე დაწესებული საფასურიდან ხდება.

მიუხედავად ამისა, წლების განმავლობაში აღნიშნული უწყებების ფინანსებს როგორც წინა, ასევე მოქმედი მთავრობა რატომღაც არ ასაჯაროებდა. იურისტი ლევან ალაფიშვილი ამბობს, რომ მედიისა და არასამთავრობო სექტორის აქტიურობის შემდეგ ფინანსთა სამინისტრომ სსიპ-ებსა და აიპ-ებთან დაკავშირებით ფინანსური მაჩვენებლის გამოქვეყნების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ეს საკმარისი არ არის.

"უკვე მეორე წელია მთავრობა სსიპ-ებისა და აიპ-ების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. ეს არის სწორი, მაგრამ არასაკმარისია, რადგან მას გამჭვირვალობა აკლია. კარგია, მაგრამ ესაა მხოლოდ ციფრები და მეტი არაფერი. აქვე გასათვალისწინებელია, რომ არ გვაქვს სრული სურათი, რადგან საბიუჯეტო ანგარიშგებაში მხოლოდ საჯარო სამართლის იურიდიული პირების ნაწილია მოხვედრილი, არადა, მათი რაოდენობა 2500-საც კი აჭარბებს", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ალაფიშვილმა.

რაც შეეხება ბიუჯეტს, ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2016 წელს სსიპ-ებისა და აიპ-ების ბიუჯეტი მთლიანად შეადგენს 1,521 მლრდ ლარს, საიდანაც 688 364 200 ლარს აღნიშნული უწყებები მთლიანად ბიუჯეტიდან იღებენ, დანარჩენი 833 277 000 ლარს კი კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებიდან და გადასახდელებიდან. რამდენი ადამიანია სსიპ-ებსა და აიპ-ებში დასაქმებული, ეს არსად მოცემული არ არის. ბიუჯეტის ანგარიშგებაში მხოლოდ შრომის ანაზღაურებისთვის გათვალისწინებული თანხაა გაწერილი - 686 108 000 ლარი, რაც სსიპ-ებისა და აიპ-ების მთლიანი ბიუჯეტის დაახლოებით 45%-ს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ
You must have Flash Player installed in order to see this player.
რამდენიმე სსიპ-ი მთლიანად ბიუჯეტიდან ფინანსდება, ზოგიერთს საკუთარ შემოსავალიც აქვს და თანხას სახელმწიფო ხაზინიდანაც იღებენ. მაგალითად, სურსათის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი შეადგენს 26 მლნ ლარს, საიდანაც 23 მლნ ბიუჯეტის ფულია, დანარჩენი სხვა შემოსავალია. შემოსავლების სამსახურის ბიუჯეტი 131 მლნ ლარს აღწევს, სიადანაც 37,1 მლნ-ს სახელმწიფო ხაზინიდან იღებს, დანარჩენ 93,9 მლნ-ს კი სხვა გადასახდელებიდან. ბიუჯეტიდან ერთი თეთრითაც არ ფინანსდება საჯარო რეესტრი და 37 მლნ ლარს ეს უწყება თავად "შოულობს". ბიუჯეტი ფულს არც აღსრულების ეროვნულ ბიუროს აძლევს. იგი 25,8 მლნ ლარს სხვა კანონიერი გადასახდელებიდან იღებს. იუსტიციის სახლის 28,5 მლნ-იან ბიუჯეტში კი ხაზინის წილი მხოლოდ 2 მლნ-ს შეადგენს და ა. შ.

"ხელისუფლებას მინდა შევახსენო ერთი ფაქტი: როდესაც 2013 წლის დასაწყისში საჯარო სამართლის იურიდიული პირების სისტემურ მოწესრიგებასთან დაკავშირებით წავიდა საუბარი, მათ საჯაროდ განაცხადეს, რომ დაიწყებდნენ მუშაობას, მათ შორის, ფინანსთა მინისტრმაც გააკეთა განცხადება. მაშინვე ითქვა, რომ მოწესრიგება დაიწყებოდა ფინანსთა სამინისტროდან. ამ დროს სწორედ ხადურის სამინისტროშია კურიოზული სიტუაცია, როდესაც არსებობს სსიპ-ი, რომელიც გადასახადებს კრეფს კიდეც და აქვე აქვს დეკლარირებული, მზარდი მოგება. მხედველობაში მაქვს შემოსავლების სამსახური. სამწუხაროდ, ხელისუფლება იმაზე შორს ვერ წავიდა და მხოლოდ ის გააკეთა, რომ ბიუჯეტში ერთიანი საბალანსო მონაცემები ასახა, მაგრამ ესეც არასაკმარისად, რას საქმიანობს ესა თუ ის უწყება, რას ხმარდება ხარჯი, ეს არ არის საჯარო. არადა, საჯარო ფინანსები გამჭვირვალედ უნდა იმართებოდეს და ანგარიშგების ხარისხიც უნდა იყოს მაღალი", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ლევან ალაფიშვილმა.

რაც შეეხება აღნიშნულ უწყებებში დასაქმებულთა რაოდენობას, ეს ბიუჯეტის ანგარიშგებაში ნახსენები არ არის, როგორც უკვე აღვნიშნეთ, იქ გაწერილი მხოლოდ შრომითი ანაზღაურებისთვის გამოყოფილი თანხაა. ალაფიშვილის თქმით, სსიპ-ებსა და აიპ-ებში თითქმის იმდენი ადამიანია დასაქმებული, რაც სხვა საჯარო სექტორში.

"სსიპ-ებში, აიპ-ებში და სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულთა ხელფასებს სჭირდება მილიარდობით ლარზე მეტი. ამას თუ დავუმატებთ არასამეწარმეო იურიდიულ პირებს, სახელმწიფო საწარმოებს, ვნახავთ, რომ ბიუჯეტს ბიუროკრატიის შენახვა საკმაოდ ძვირი უჯდება. კიდევ ერთი პრობლემაა ის, რომ აიპ-ებსა და სსიპ-ებში გაბერილია კადრების ოდენობაც და იქ მიდის ნაცნობ-მეგობრობით დასაქმება. ეს უწყებები დასაქმების ბიუროებად არიან გადაქცეულნი. ამიტომ ვამბობ, რომ აუცილებელია სისტემური მოწესრიგება და უფრო მეტი გამჭვირვალობა", - დასძინა ალაფიშვილმა.

კანონის მიხედვით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ან სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით შექმნილი, სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია. იგი სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას. სახელმწიფო კი ამ მომსახურებისთვის მოსახლეობას დამატებით გადასახადებს უსაზღვრავს, რომელიც ხშირ შემთხვევაში არც ისე მცირეა.

სპეციალისტების განცხადებით, უნდა შემუშავდეს ერთიანი კონცეპტუალური მიდგომა თუ რომელ სერვისს იტოვებს სახელმწიფო და რომლის განკერძოება არის შესაძლებელი. მთავრობის დადგენილება და ანგარიში არ იძლევა წარმოდგენას იმაზე, თუ რა პრინციპით შეირჩა საჯარო სამართლის იურიდიული პირები ან რა გათვლით განისაზღვრა მათი მომსახურების ტარიფები.

ელზა წიკლაური
გაზეთი "რეზონანსი"

კომენტარები (1)
12.01.2016
გიო
შტატები ხშირ შემთხვევაში ემატება არა სტრუქტურული ერთეულების ფუნქციის ან სამუშაოს გაზრდის საფუძველზე, არამედ ნაცნობ/მეგობრების დასაქმების მიზნით.. ყოველი ახალი ხელმძღვანელი ზრდის შტატებს უპრობლემოდ განსაკუთრებით სსიპ-ებში.. საბოლოო ჯამში ბიუჯეტი იხდის უამრავი არაკვალიფიციური და გამოუცდელი მოსამსახურის ხელფასის ფულს.. საჭიროა დამკვიდრდეს გაწეული სამუშაოს შეფასებები რომლის საფუძველზედაც დაბალი შეფასებების მოსამსახურეების ხარჯზე მოხდება ადამიანური რესურსების ოპტიმიზაცია და ხელფასების ზრდა, ამასთან ქართულმა ოცნებამ საჯარო სამსახურის შესახებ კანონში დატოვა საატესტაციო-საკონკურსო კომისიის დაკომპლექტების წესი და ამ კომისიების დაკომპლექტება ისევ მიანდეს ორგანიზაციის ხელმძღვანელებს, კომისიის წევრები ისევ ამ ორგანიზაციის თანამშრომლები არიან და ხომ ხვდებით, რომ ისევ ინიშნებიან ხელმძღვანელების და სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელების გამოუცდელი ნაცნობ/მეგობრები თანამდებობებზე.. რაც საბოლოო ჯამში ძალიან ცუდად აისახება ხალხის ყოფაზე... საჯარო სექტორში მუშაობენ 10-20 წლის გამოცდილებს მქონე კვალიფიციური სპეციალისტები, რომელთაც არ აკავშირებთ ნაცნობ/მეგობრობა მმართველ ძალასთან, იქნება მოხდეს სასწაული და სახელმწიფოებრივი ინტერესით წარიმართოს საკადრო პოლიტიკა და ვეღირსოთ ხელმძღვანელი თანამდებობზე კვალიფიკაციის და გამოცდილების ნიშნით კადრების დანიშვნას.
მსგავსი სიახლეები
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურმა საქართველოს პარლამენტს წარუდგინა და საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები.
იმ შემთხვევაში, თუ ტრანზიტის საფასურად, პროცენტის აღების შემთხვევაში, ჩვენ იმ დაახლოებით 200 მლნ მ3 გაზს ვიღებდით, დღეს ასეთი ვალდებულება არ გვაქვს
ადგილობრივი პროდუქციის შეძენა არის დამატებითი შემოსავალი ქართული ოჯახის ბიუჯეტში
ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიმდინარე წლის ბიუჯეტი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტი 15 600 000 ლარით განისაზღვრა.
თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 99,5 %-ით შესრულდა, - ამის შესახებ  თბილისის მერიიდან იუწყებიან.
სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 100 პროცენტით შესრულდა.
ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი დღევანდელ სხდომაზე უნდა დაემტკიცებინა, თუმცა იმის გამო
ბათუმის საკრებულოს დეპუტატებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე ბულვარის განვითარებასთან დაკავშირებით, კონკრეტულ გეგმებს დღეს გააცნობს.
მიმდინარე წელს კინოინდუსტრიისთვის ამერიკელი მსახიობი სკარლეტ იოჰანოსნი  წლის ყველაზე შემოსავლიანი მსახიობი აღმოჩნდა.
40 000 ლარს ზემოთ შემოსავლის მქონე ფიზიკური პირები მსუბუქი ავტომობილის ფლობისათვის გადასახადს გადაიხდიან
რუბრიკის სხვა სიახლეები
20.01.2017
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა ძალიან კარგად ვითარდება”
სრულად
20.01.2017
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურმა საქართველოს პარლამენტს წარუდგინა და საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები.
სრულად
20.01.2017
20 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.6763 ლარი შეადგინა.
სრულად
20.01.2017
კომპანია “საქნახშირმა“ 2016 წელს განხორციელებული აქტივობები შეაჯამა, - ამის შესახებ  ”საქნახშირიდან” იუწყებიან.
სრულად
20.01.2017
საქართველოში ოქროს ფასმა ბოლო 1 თვის განმავლობაში 1.5-5 ლარის ფარგლებში მოიმატა.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
20.01.2017
21.01.2017
USD
1
USD
2.6624
2.6763
EUR
1
EUR
2.8440
2.8457
GBP
1
GBP
3.2758
3.2894
RUB
100
RUB
4.4972
4.4722