ნოდარ ჯავახიშვილი: "პრეტენზიები ჩემს სამსახურთან მაქვს"
ნოდარ ჯავახიშვილი: "პრეტენზიები ჩემს სამსახურთან მაქვს"
12 იანვარი / 2016
"რისი გაკეთებაც ჩემი ჩარევის გარეშე იყო შესაძლებელი, ბოლომდე არ კეთდებოდა. ეს ინსტიტუციონალური პრობლემაა, რომელიც ჩემი მოსაგვარებელია"

შესაძლებელი იყო თუ არა გზებზე დიდთოვლობის გამო შექმნილი შეფერხების თავიდან აცილება და რა ტიპის სანქციები გატარდება გზების მოვლაზე პასუხისმგებელი კონტრაქტორების მიმართ, "კვირის პალიტრასთან" საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი საუბრობს:

- რატომ შეფერხდა გზების გაწმენდის პროცესი - კრიზისი ხელოვნურად შეიქმნა თუ საამისოდ ობიექტური მიზეზებიც არსებობდა?

- ვითარების კონკრეტული შეფასება­ მიჭირს, თუმცა ობიექტური მიზეზებიც მრავლადაა. ინტ­ენსიური და ძლიერი თოვა ახალი წლის დღეებში, 31 დეკემბერსა და 1-2 იანვარს დაფიქსირდა. მოგეხსენებათ, დღესასწაულზე­ არავის უნდა გარეთ იდგეს და რამე აკეთოს. ბუნებრივია, ეს არც ჩვენ სამსახურებს და არც კონტრაქტორებს არ ამართლებთ, თუმცა ობიექტურად რთული ვითარება შეიქმნა. თანაც თოვლის გაწმენდა ადვილია, თუმცა მისი გზაზე მიყინვის შემდეგ, გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება რთულდება. გარკვეულ მონაკვეთზე, ტერიტორი­ის მოვლა-შენახვის უფლებები ისეთ ორგანიზაციებს აქვთ მოპოვებული, რომლებსაც საკმარისი ტექნიკა არ გააჩნიათ. იყო შემთხვევებიც, როცა კომპანიის ბალანსზე მწყობ­რ­იდან გამოსული ტექნიკა იყო ან სამუშაოების დაწყებიდან მალევე გაფუჭდა.

- პასუხისმგებლობას ვის აკისრებთ, კონ­ტ­რა­ქტორს თუ გზების დეპარტამენტს, რომელსაც მსგავს ვითარებაზე ზედამხედველობა ევალება?

- პრეტენზიები ჩემს სამსახურთან მაქვს. თუ კონტრაქტორი დაკისრებულ ფუნქციას ვერ ასრულებს და საზოგადოებას პრობლემები ექმნება, მდგომარეობის გამოსასწორებლად ერთად უნდა ვიმუშაოთ. მაგალითად, როდესაც 30-კილომეტრიან გზაზე ერთი გრეიდერი მუშაობს, მინიმუმ, საქმის კურსში უნდა ჩამაყენო, რომ გამოსავალი მოვძებნო.
ქუთაისის შემოვლით გზაზე შეფერხებების შექმნის შემდეგ ტექნიკა ვითხოვე და მდგომარეობის დასტაბილურება შევძელით. დამამშვიდებელი ინფორმაცია მომდიოდა - პრობლემები გვაქვს, მაგრამ ვუმკლავდებითო. გვქონდა მონაკვეთები, სადაც გზების გაწმენდა მოხერხდა. ფოთის მხარეს ნაკლები ყინვა იყო, ზუგდიდიც გაიწმინდა, მაგრამ ზესტაფონიდან დაწყებული ქუთაისის შემოვლითი გზის შუა ნაწილში გზა მოყინული იყო და არავინ წმენდდა. პრობლემა შეგვექმნა სამტრედიიდან საჯავახოსკენ არსებულ გზაგამყოფზეც. მოყინვის გამო, ტრაილერიც გადაბრუნდა, რომლის გზიდან­ მოცილებაც დროულად ვერ მოხერხდა. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ წინა დღეებში ქუთაისის შემოვლით გზაზე ძლიერი­ ქარბუქი იყო, რაც გაწმენდითი სამუშაოების ჩატარებას ართულებდა. 5 იანვარს ქარბუქი აღარ იყო, მაგრამ ერთ მონაკვეთზე­ საცობი მაინც შეიქმნა და სერიოზული სამ­უშაოების ჩატარებამ მოგვიწია, რომ გზა გაწმენდილიყო და მანქანები ადგილიდან გაგვეყვანა. გაუწმენდავი იყო
You must have Flash Player installed in order to see this player.
ხობის გზის მნიშვნელოვანი ნაწილიც, სადაც ტექნიკა ფოთიდან მივახმარეთ. ის, რისი გაკეთებაც ჩემი ჩარევის გარეშე იყო შესაძლებელი, ბოლომდე არ კეთდებოდა. ეს ინსტიტუციონალური პრობლემაა, რომელიც პირადად ჩემი მოსაგვარებელია.

- კონკრეტული პირების თანამდებობრივი­ პასუხისმგებლობის საკითხი დადგება­? ალბათ,­ კონტრაქტორებსაც საჯარიმო სანქც­იები დაუწესდებათ.
- ყველა ხარვეზს ვსწავლობთ. საჯარიმო იქნება თუ ადმინისტრაციული სანქ­ცია, გამართლებული უნდა იყოს. გადაწ­ყვეტილებას რამდენიმე დღეში მივიღებთ, ყველაფერი უნდა ავწონ-დავწონოთ. რაც შეეხება გზების დეპარტამენტის თანამშრომლებს, ამ მიმართულებითაც დეტალებს ვსწავლობთ,­ რა სახის სადამსჯელო ღონისძიებები გატარდება­ მათ მიმართ, ჯერჯერობით ვერ გეტყვით. მეტი ორგანიზებულობა და დისციპლინაა საჭირო, თუ­მცა პრობლემას­ 100%-ით არც ეს მოაგვარებს.
თოვლი, ქარბუქი და ზოგადად, სტიქია წამყვანი ქვეყნებისთვისაც დაუძლეველია და სრულყოფილ მუშაობას ნურავინ მოითხოვს. უბრალოდ, პრეტენზიები მაქვს იქ, სადაც შესაძლებლობა იყო, მაგრამ საქმე არ გაკეთდა.

- დღეს კონტრაქტორები რამდენად ორგანიზებულად მუშაობენ?
- ამ ეტაპზე, ვფიქრობ, რაც გასაკე­თებელი­ იყო, გაკეთდა, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, ვინმე მოინდომებს თუ არა, ყველა ადამიანი სრული პასუხისმგებლობით მუშაობას ვერ დაიწყებს. ეს უნდა იყოს მიზანი, არ არის მიღწევადი, მაგრამ უნდა გქონდეს მიზნად. მართალი და ობიექტური ვიქნები, რომ გითხრათ, არც ერთი კონტრაქტორი ან ჩემი თანამშრომელი არაფერს დააშავებს-მეთქი?!

რუსუდან შელია
წყარო: გაზეთი "კვირის პალიტრა"

კომენტარები (1)
13.01.2016
ქუთაისელი მძღოლი
რას ამბობს ეს კაცი??? მე უდანაშაულო ვარო??? 10 იანვარს, არაფერი არ იყო და ქუთაისი ზესტაფონის გზაზე 8 კილომეტრიანი საცობი შეიქმნა იმის რომ რომ ერთსა და იმავე ადგილზე 4-ჯერ წაიღო მდონარემ ამათი აშენებული გზა და არავინ გააფრთხილა მძროლები რომ ესარგებლათ შემოვლითი გზით, ხოლო გზას ერთი "კატოკი" აკეთებდა და 3-4 მუშა. ამის გარეშეც ქუთაისი ზესტაფონის გზაზე ისე უსისტემოდ და გაუაზრებლად აკეთებენ გზას, რომ ეს 30 კილომეტრი მძღოლებისათვის ტანჯვაა, 1 საათს უნდები. და ეს ხიხო სხისკენ იშვერს ხელს?? მოკლედ ეს უკვე ფსიქიური პრობლემაა - კაცი აშკარად სოციოპატია, რადგანაც არაფერში თავის დანაშაულს და შეცდომას არ ხედავს, მხოლოდ სხვისკენ იშვერს ხელს და ეს არ არის ერთადერთი შემთXვევა, სულ ასე იქნცევა . .; .
მსგავსი სიახლეები
იაპონურმა პრემიუმ კლასის ავტომწარმოებელმა კომპანია Lexus-მა საკუთარი ლოგოთი დამშვენებული პირველი სპორტული იახტა წარადგინა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კასპი-კავთისხევის საავტომობილო გზის მე-5 კილომეტრზე, მდინარე მტკვარზე არსებული სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაციას ახორციელებს.
ჰიბრიდულ ავტომობილებზე აქციზის ფასის მკვეთრი შემცირების მიუხედავად, ავტოიმპორტიორთა ნაწილი მოთხოვნის მკვეთრ ზრდას არ ელოდება.
დღეს, ფინანსთა სამინისტროში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას საქართველოსა და არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდს შორის, რომელიც 8 მილიონი ქუვეითური დინარის ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას ითვალისწინებს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტში, ბაკურციხე-წნორის გზისა და გურჯაანი-თელავის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის დოკუმენტაციის მოსამზადებლად, ფინანსური წინადადებები გაიხსნა.
სამტრედიაში, იანეთი-ქუთაისის საავტომობილო გზაზე, ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ.
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ100 (ხაიში-ლახამულა) მონაკვეთზე, მისაბმელიან ავტოტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა.
ხაშურის შემოვლითი გზის იგივე ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მშენებლობაზე ზედამხედველობის ტენდერში იტალიურმა კომპანია IRD ENGINEERING -მა გაიმარჯვა.
ვითარება, რაც რუსეთიდან გაზის ტრანზიტთან დაკავშირებით შეიქმნა, რუსეთს უფრო აწყობს, ვიდრე საქართველოს, მაგრამ ამოცანა იყო ის, საქართველო რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგებით გამოსულიყო
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მარნეული-თეთრიწყარო-წალკის საავტომობილო გზის 8 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ახორციელებს.
რუბრიკის სხვა სიახლეები
18.01.2017
ნაძალადევის რაიონში, ავშნისა და ნუშის ქუჩების კაპიტალური რეაბილიტაცია გრძელდება.
სრულად
18.01.2017
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი საქართველოს პრეზიდენტის პოზიციას „გაზპრომთან“ დაკავშირებით „დაუფიქრებელს“ უწოდებს.
სრულად
18.01.2017
საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულ ჰონგ-კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
სრულად
18.01.2017
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 2017 წლის „ტურიზმის მდგრადი განვითარების საერთაშორისო წლად" გამოცხადებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.
სრულად
18.01.2017
შპს ”სოკარ ენერჯი ჯორჯია” გაცნობებთ, რომ შპს ”სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი”-სა და შპს ”სოკარ ჯორჯია გაზი”-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა დავით ზუბიტაშვილი.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
18.01.2017
19.01.2017
USD
1
USD
2.6543
2.6624
EUR
1
EUR
2.8335
2.8440
GBP
1
GBP
3.2271
3.2758
RUB
100
RUB
4.4828
4.4972