მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვის თარიღმა, სავარაუდოდ, გადაიწია
12 იანვარი / 2016
PLAYER_GET_VIDEOFLASH
მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვის თარიღმა, სავარაუდოდ, გადაიწია საგზაო უსაფრთხოების პროექტთან დაკავშირებულმა საკანონმდებლო პაკეტმა საავტომობილო ბიზნესს პრობლემები ამოქმედებამდე შეუქმნა. ავტოიმპორტიორებმა, დაანონსებული თარიღის მიხედვით, საკუთარი ბიზნესგეგმები შეცვალეს და მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შეკვეთების მიღება შეწყვიტეს. როგორც აღმოჩნდა, იაპონიიდან იმპორტირებულ მანქანებზე რეგულაციები, სავარაუდოდ, ზაფხულამდე არ ამოქმედდება, ბიზნესმა კი უკვე იზარალა.

მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვასთან ერთად ცვლილებები 9 წელზე მეტი ასაკის მანქანების განბაჟების მნიშვნელოვნად გაძვირებას ითვალისწინებს, თუმცა არაა გამორიცხული, მთავრობის მიერ ინიცირებული რეგულაციები არსებული სახით არ შევიდეს ძალაში. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით კონკრეტული შენიშვნები აქვთ.

არასამთავრობო სექტორის ნაწილი კი საგზაო უსაფრთხოების პროექტის არსებული სახით ამოქმედებას ითხოვს. "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე იმსჯელებს. მანამდე კი მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე მოთხოვნა სულ უფრო მცირდება, მათი ფასი კი იზრდება.

კომენტარები (13)
13.01.2016
კოკო
მარჯვენა საჭიანი დრჩეს და აიკრძალოს მარცხენა საჭიანი ჯართები..ის 2016 წლიანი ამერიკული ჯართიც ვერ გაივლის ტექ დათვალიერებას იმიტომ რომ შუაზეა გადაჭრილი და მიკერებულია სახვა მანქანა
13.01.2016
ქართლელი
თუ ვიგაცის ინტერესი არ დევს,მაინცდამაინც სამი წლის შემდეგ მოაგონდათ როცა ავტოპარკის ნახევარს მარჯვენა საჭიანები შეადგენენ.არადა ბევრად უკეთესი მანქანებია ვიდრე ევროპული და ამერიკულები,თან გაცილებით იაფი ჯდება.ეხლა კიდევ განბაჟების გაძვირებას აპირებენ. ესენიც ნაცების პოლიტიკას აგრძელებენ.მანქანით საარსებო ფულს ვშოულობთ და ამასაც გვისპობენ. სად არის დაპირებული ასი ქარხანა? ალბათ ესეც წამოსცდათ. დაგვასაქმონ და ტაქსებიც შემცირდება და მოძრაობაც განიტვირთება.უმაგლესი განათლება მაქვს და რამდენი ჩემნაირია კიდევ.თანაცყველა ავტოექსპერტი გახდა როგორც მახსოვს მესხიშვილი სანიტარული ექიმი იყო.ან კვაშილავა შექმნეს არასამთავრობო ორგანიზაციები და ჭკუას გვარიგებენ.
მსგავსი სიახლეები
მანქანების გაძვირებამ ავტობაზარი უკვე შესამჩნევად დააზარალა.
2016 წლის მონაცემებით, საქართველოში აქტიური სტატუსით რეგისტრირებული 1 136 961 ავტომანქანაა.
იაპონურმა პრემიუმ კლასის ავტომწარმოებელმა კომპანია Lexus-მა საკუთარი ლოგოთი დამშვენებული პირველი სპორტული იახტა წარადგინა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კასპი-კავთისხევის საავტომობილო გზის მე-5 კილომეტრზე, მდინარე მტკვარზე არსებული სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაციას ახორციელებს.
ჰიბრიდულ ავტომობილებზე აქციზის ფასის მკვეთრი შემცირების მიუხედავად, ავტოიმპორტიორთა ნაწილი მოთხოვნის მკვეთრ ზრდას არ ელოდება.
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ100 (ხაიში-ლახამულა) მონაკვეთზე, მისაბმელიან ავტოტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა.
2018 წლიდან ავტომობილების ტექდათვალიერება სავალდებულო იქნება.
ცენტრალური ავტომაგისტრალის ზესტაფონის მონაკვეთზე მსუბუქი ავტომანქანების მოძრაობა აღდგენილია.
მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან მარჯვენასაჭიანი ავტომობილების განბაჟება სამჯერ გაძვირდა.
ამერიკული ავტომწარმოებელი კომპანია Ford მექსიკაში ავტომობილების ქარხანას აღარ ააშენებს.
რუბრიკის სხვა სიახლეები
22.01.2017
„ფორბსის“ რუსული გამოცემის ინფორმაციით, გასულ წელს საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა „კრისტის“ აუქციონზე საკუთარი კოლექციიდან ცნობილი მხატვრების სამი ნამუშევარი გაყიდა.
სრულად
21.01.2017
ბორჯომის შესასვლელში შეიარაღებულმა ნიღბიანმა კომპანია "ვისოლის" კუთვნილი ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღა.
სრულად
21.01.2017
ჭიათურის მუნიციპალიტეტში რამდენიმე სოფლის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სრულად
21.01.2017
შევეცდებით, რომ მთელი რესურსის დიდი ნაწილი სოფლის სკოლებზე დაიხარჯოს
სრულად
21.01.2017
ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
21.01.2017
22.01.2017
USD
1
USD
2.6763
2.6763
EUR
1
EUR
2.8457
2.8457
GBP
1
GBP
3.2894
3.2894
RUB
100
RUB
4.4722
4.4722