რა ქონებით დატოვა თანამდებობა ირაკლი ღარიბაშვილმა - ყოფილი პრემიერის ქონებრივი დეკლარაცია
რა ქონებით დატოვა თანამდებობა ირაკლი ღარიბაშვილმა - ყოფილი პრემიერის ქონებრივი დეკლარაცია
12 იანვარი / 2016
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქონებრივი დეკლარაცია 2015 წლის 31 დეკემბერს შეავსო.
საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დეკლარაციის მიხედვით, ღარიბაშვილის პირად საკუთრებაშია სამი ბინა, ორი არასაცხოვრებელი ფართი და ერთი ავტოფარეხი.

უძრავი ქონება, რომელსაც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ფლობს, გაგარინსა და მოსაშვილზე მდებარეობს. 121,80 კვ.მ-ის ფართის ბინა გაგარინის, ხოლო 170 და 159 კვ. მ ფართის ბინები მოსაშვილის ქუჩაზეა განთავსებული. ღარიბაშვილის საკუთრებას წარმოადგენს მოსაშვილის ქუჩაზე მდებარე 38 კვ.მ-ისა და 11 კვ.მ-ის არასაცხოვრებელი ფართები, ასევე გაგარინზე არსებული 16 კვ.მ ფართობის ავტოფარეხი.

რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობრივ სარგოს, დეკლარაციის მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე მუშაობისას მას 51 000 ლარი აქვს აღებული. უნდა ითქვას, რომ აღნიშნული თანხა გასული წლების შემოსავალზე გაცილებით ნაკლებია. კერძოდ კი 2012 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მისი შემოსავალი - 150 000, 2013 წელს - 154 605.19, ხოლო 2014 წელს 83 815.67 ლარს შეადგენდა.

დეკლარაციის შევსების მომენტში ყოფილ პრემიერ-მინისტრს ნაღდი ფულადი თანხის სახით აქვს 10 ათასი ლარი, ასევე მის სახელზე ფიქსირდება რამდენიმე საბანკო ანგარიში ბანკ "ქართუში". მათგან ერთ-ერთ ანგარიშზე 3534.55 დოლარი, მეორეზე კი 3599.50 ევროა განთავსებული.

დეკლარაციაში ასახულია ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის ნუნუ თამაზაშვილის პირადი ანგარიშის მონაცემებიც, რომლის მიხედვითაც "თი ბი სი" ბანკში მას მხოლოდ 45.26 ლარი ერიცხება.  დეკლარაციის შევსების მომენტში ღარიბაშვილის საკუთრებაში აღარ არის ავტომობილი.

დეკლარაციის მიხედვით, 2014 წლის 19 დეკემბერს მან პირად საკუთრებაში არსებული მსუბუქი ავტომანქანა, რომლის ღირებულებაც 9000.00 დოლარს შეადგენდა, საჩუქრად გადასცა მამას.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2015 წლის 23 დეკემბერს საკუთარი ნებით დატოვა.

ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2013 წლის 20 ნოემბრიდან იყო. მანამდე კი მას შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა ეკავა. (25/10/2012 - 17/11/2013წ);

2012 წლის 15 თებერვიდან კი იყო პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელი/წევრი და პარტიის სარევიზიო კომისიის ხელმძღვანელი; 2009-2012 წლებში შპს (ლეიბლი) "ქართული ოცნების" დირექტორი;
12/2007 - 14/02/2012 წწ. - ს.ს. "ბანკი ქართუს" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;
08/2006 წ. - საქართველოში სან-მარინოს რესპუბლიკის საპატიო კონსულის პირადი წარმომადგენელი;
12/2005 - 14/02/2012 წწ. - საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "ქართუს" გამგეობის თავმჯდომარე - გენერალური დირექტორი;
10/2005 - 01/11/2008 წწ. - სააქციო საზოგადოება "ქართუ ჯგუფის" პრეზიდენტის თანაშემწე.

ქრისტინე გამთენაძე
AMBEBI.GE
კომენტარები (1)
13.01.2016
***
მაგ ბინების ფასი 2 ჯერ აღემატება მის გამომუშავებულ თანხას,თუ კრედიტი არ აქვს გადასახდელი კიდევ,ბინის ფასებშიც ვერკვევით და ვიცით რომ ეგ არ ეყოფა მაგის ყიდვას,ოჯახს სხვა რამეც სჭირდება.
მსგავსი სიახლეები
კარგა ხანია, რაც საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის ლარიზაციას ასახელებენ.
მიუხედავად მცდელობისა, ვერავინ შეძლებს ხელი შეგვიშალოს ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის რეფორმების გატარებაში
სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა ქალაქ  თბილისში, ჟორესის ქუჩაზე N13-ში მდებარე 4 340 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების  მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა  (საკადასტრო კოდი N01.19.22.003.057).
სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა ქალაქ  თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში, მე-13 კილომეტრზე მდებარე 537 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე შენობა-ნაგებობები (საკადასტრო კოდი N01.72.14.013.619).
ონის რაიონში, სოფელ უწერაში მალე 12 ნომრიანი სასტუმრო განთავსდება.
მთავრობის მიერ დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, 2017 წლიდან ავტომობილებზე ქონების გადასახადის გადახდა სავალდებულო ხდება.
დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმში 50 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ბინები გადასცეს.
პრემიერის მიერ დაანონსებული ღონისძიებები და პრიორიტეტები პრაქტიკულად ესადაგება რეალურ გამოწვევებს
დეველოპერული კომპანია ვალდებული იქნება, უძრავი ქონების ფასი მიუთითოს ლარით
2015 წლის 1-ელ იანვრამდე ფიზიკურ პირებზე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი, უცხოური ვალუტით გაცემული სესხების ლარში გადატანა 33 ათას მსესხებელს მოიცავს
რუბრიკის სხვა სიახლეები
07.12.2016
მლეთა-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
სრულად
07.12.2016
პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის ჯგუფის ვაჭრობისა და კონკურენტუნარიანობის საკითხებზე მომუშავე გლობალური პრაქტიკის ჯგუფის დირექტორ სესილ ფრუმანს შეხვდა.
სრულად
07.12.2016
დიდი ბრიტანეთი ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ი ეპილეფსიის საწინააღმდეგო წამლებზე ფასების აწევისთვის რეკორდული თანხით - 106,5 მილიონი აშშ დოლარით დააჯარიმა.
სრულად
07.12.2016
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავა განცხადებით, ოპტიმიზაცია უწყებაში ყოველწლიურად განხორციელდება.
სრულად
07.12.2016
საარსებო შემწეობა, რომელიც 2016 წლის 1 დეკემბრამდე ზედმეტად გაიცა, ლეგალიზებულად ჩაითვლება და დაბრუნებას არ ექვემდებარება.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
06.12.2016
07.12.2016
USD
1
USD
2.5598
2.5744
EUR
1
EUR
2.7234
2.7734
GBP
1
GBP
3.2558
3.2836
RUB
100
RUB
4.0149
4.0370