თხილის ფასი მკვეთრად დაეცა
თხილის ფასი მკვეთრად დაეცა
14 იანვარი / 2016
აქვს თუ არა პოტენციალი ქართულ თხილს, დამოუკიდებლად გავიდეს საერთაშორისო ბაზარზე

ზუგდიდში, წალენჯიხასა და ხობში თხილის მწარმოებლები თხილის ფასის მკვეთრ დავარდნაზე საუბრობენ. ამ დროისთვის, 1 კგ კარგი ხარისხის თხილის ფასი 6,50 ლარია, მაშინ, როდესაც რამდენიმე დღის წინ 12 ლარამდე ღირდა, ხოლო დაბალი ხარისხის 5,50 ლარამდე მერყეობს. ადგილობრივი ფერმერების თქმით, თხილის მოყვანის, მოვლისა და მოსავლის აღების კულტურის უქონლობიდან გამომდინარე, ეს მოსალოდნელიც იყო.
თხილის მწარმოებელი მერაბ კვარაცხელია ამბობს, რომ ევროკავშირში გაუტეხავი თხილი და თხილის გული საქართველოს გარდა, კიდევ რამდენიმე ქვეყანას შეაქვს, მათ შორის: თურქეთს, ჩილეს, საფრანგეთს, ამერიკას, აზერბაიჯანს, იტალიასა და ჰოლანდიას, მაგრამ ისინი საქართველოსგან განსხვავებით, კარგი ხარისხის გარანტორი და სტაბილური მიმწოდებლები არიან.
"ამ დროისთვის, ევროპის ბაზარზე საქართველო თურქეთთან ერთად, თხილის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ მიმწოდებლად ითვლება, მაგრამ ჩვენი ქვეყნის მიმართ ნდობა ჯერ კიდევ არ არსებობს, რაც ბევრი რამით არის განპირობებული. საქმე ის არის, ჩვენი ძალისხმევის მიუხედევად, არცერთ ევროპულ ქვეყანაში ქართული თხილი დამოუკიდებლად ანუ შუამავლის გარეშე არ შედის, შუამავლის როლს კი თურქეთი ასრულებს, რადგან უცხოური კომპანიები მას, როგორც საიმედო პარტნიორს ენდობიან", - აცხადებს კვარაცხელია.
ფერმერი ალექსანდრე ანტონიუკის თქმით, მათ იციან, რომ თურქეთი არასდროს აგდებს ტემპს. თხილის პლანტაციებს იმ სტანდარტებით უვლის, რაც საერთაშორისო ბაზარზე მიღებულია მაშინ, როდესაც ქართველი გლეხი, მხოლოდ სხლავს, ბერტყავს თხილს, აგროვებს და წარმოუდგენელ ვითარებაში აშრობს. "სიმძიმის შესანარჩუნებლად ათასგვარ ხერხს მიმართავენ, ერთი ღამით წყალში ყრიან, მშრალში ურევენ და ისე მიაქვთ მიმღებ პუნქტებში. "მშრალი" ცხადია, პირობითი სიტყვაა, რადგან შრობის წესები ისევე არ არის დაცული, როგორც სხვა დანარჩენი - აშრობენ ნესტიან სარდაფში, პერიოდულად "ურევენ", რათა გული არ გაშავდეს, შემდეგ ტომრებში ყრიან და ასე ინახავენ, სანამ თხილს მათთვის სასურველი ფასი არ დაედება. ასეთ პირობებში შენახული თხილი, ცხადია, უმეტეს შემთხვევაში კარგავს თავის თვისებას, არადა, ქართული, "ანაკლიური თხილი" ზეთოვნებით, გემოთი და სურნელით, ბევრად სჯობს თურქულს. მას შემდეგ, რაც ამ მიმართულებით ცვლილებები განხორციელდა, საბედნიეროდ, რეალობა თანდათან იცვლება და იმ ფერმერებსაც გაუჩნდათ თანამედროვე სტანდარტების გაცნობის სურვილი, ვისაც ბიზნესი აქამდე უბრალოდ რამდენიმე ჰექტარ მიწაზე მოშენებული თხილის მოყვანა და მოგროვება ეგონა. დარჩელში პირველი საშრობი გაიხსნა, სადაც გარკვეული რაოდენობის თხილის შრობა უფასოდ შეეძლოთ, რათა განსხვავება დაენახათ", - აცხადებს ანტონიუკი.

ფერმერების თქმით, შეუძლებელია ვინმეს რამე აუკრძალო, მაგრამ თხილის ხარისხის უვარგისობას უმეტეს წილად ყოველ ფეხის ნაბიჯზე გახსნილი თხილის მიღებისა და ჩაბარების პუნქტები უწყობენ ხელს. ისინი ყველანაირი ხარისხის თხილს იბარებენ და თავად წყვეტენ, რა ხარისხს რა ფასი დაადონ.

"ევროპაში თურქებს იმდენად ენდობიან, რომ არც ამოწმებენ და არც "მცირედი" წუნის გამო უქმნიან პრობლემას. ჩვენ კი, როდესაც საკუთარი პროდუქტით თავის დამკვიდრებაზე ვსაუბრობთ, ხარისხიც შესაბმისად მაღალი უნდა იყოს და რაოდენობაც, რათა სტაბილური და საიმედო პარტნიორის იმიჯი გვქონდეს", - აცხადებს ფერმერი დათო ფიფია.

როგორი იქნება ქართული თხილის ექსპორტის მომავალი? - ამის პროგნოზირება რთულია, თუმცა ფაქტია, რომ აღნიშნული დარგი ყოველწლიურად მოწინავე პოზიციებს იკავებს მსოფლიო ბაზარზე და ვითარდება სახელმწიფო სუბსიდირების გარეშე.
ფერმერთა თქმით, გლეხებმა და თხილის მწარმოებლებმა უკვე გამოხატეს ინტერესი თხილის მოყვანის კულტურის საერთაშორისო სტანდარტების მიმართ. დაგეგმილია რაიონულ ცენტრებში მეცნიერ-აგრარიკოსების მომზადება და რამდენიმე თხილის საშრობი ცენტრის გაკეთება, თუმცა ეს პროცესი საკმაოდ ნელა მიდის, რაც ამ მიმართულებით საქართველოს საერთაშორისო ბაზარზე გამოჩენას აგვიანებს.

ლალი პაპასკირი

კომენტარები (16)
29.01.2016
გლახუნა
ამ ქვეყანას პატრონი არ ყავს არც ყოლია და არც ეყოლება. იმიტომ ვამბობ, რომ ვიღაც თურქი ზის სადაც თხილის პლანტაციებია,სადაც ხალხს უჭირს და იძულებულია ჩააბაროს დაბალ ფასად და ამ ყველაფერში თვითონ ადგილობრივი უწყობს ხელს ამ თურქს ან მთავრობიდან კრიშავს ვიღაც, რო ასე არ იყოს თვითონ თხილის მიმღები პუნწტები დაახვევინებდა მაგ თურქს. მაგრამ არა ფული ხო უნდა უშინოს რაში აინტერესებს ვინმე მთავარია თვითონ იყოს კარგად, ესა ვართ ქართველები, ასე რო გვეამაყება ქართველობა, სუფრასთან რო ვიძახით ქართველობას და საქართველოს გაუმარჯოსო. ,,ქართველობას გვართმევენო" რო ვიძახით, სასაცილოა სატირალი რო არ იყოს. მოსინჯეთ ერთი და აბა ვინმემ გაბედოს თურქეთში ან ქართველმა რაიმე პროდუქციაზე ფასი განსაზღვროს და თქვას მე დაგეხმარებით ექსპორტშიო თუ წარმოგიდგენიათ რა მოხდება..... ,,ქართველობას კიარა ლუკმას გვართმევენ ხალხო"...
16.01.2016
ირმა
ვეთანხმები გარის კომენტარს, აქ ჩამობრძანდა ალი რიზა ყოდულობს აქ თხილს იაფად და სხვებთან ყიდის და ასაგებს თიტქოსდა თურქული თხილია გაწყვიტო უნდა ეგენი საქართველოდან და მიაყოლო მატზე შეყვარებული ქალებიც. მოვლენ რუსები და ბოლოს მოგირებენ მალე ურჯულოებო.
მსგავსი სიახლეები
ცენტრალური ქუჩების გასწვრივ განლაგებული მაღაზიები წარსულს ჩაბარდება. 2050 წლისთვის ვირტუალური რეალობა სულ უფრო მეტად დაიმკვიდრებს ადგილს ჩვენს საზოგადოებაში და სხვა სიახლეებთან ერთად, შოპინგის ტრადიციულ გზასაც შეცვლის.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსხურმა ხე-ტყის ყალბი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებების სისტემატიურად დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე ერთი მოქალაქე დააკავა.
ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტში ვაჭრობის საკითხებზე გამართულ მორიგ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
ევროკავშირმა დაასრულა ყველა ფორმალური პროცედურა და საქართველო შეიყვანა მესამე ქვეყნების ჩამონათვალში, საიდანაც ევროკავშირის ტერიტორიაზე თაფლის იმპორტი დაშვებულია.
რაც გუშინ სავალუტო ბაზარზე ხდებოდა, იყო გარკვეულწილად აჟიოტაჟი, შექმნილი გარკვეულწილად მოლოდინებიდან
სანკტ-პეტერბურგში მოქმედი კაფე-სანაყინეების ქსელი Galateria Plombir ქართულ ბაზარზე შემოდის. პირველი კაფე თბილისში დეკემბრის ბოლოს გაიხსნება.
ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ლარის გაუფასურებას გამოეხმაურა.
კომპანია 6 წელია, რაც ქართულ ბაზარზეა და მთელი ამ ხნის განმავლობაში მომხმარებლის ინტერესებზეა ორიენტირებული.
მთავრობის ის არგუმენტი, რომ აქციზის გაზრდა ავტოპარკის განახლებასა და გარემოს გაჯანსაღებას ისახავს მიზნად, სრული აბსურდია, რადგან მსგავსი რეგულაციებით ავტოპარკის განახლება არ ხდება.
პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტებს შორის, რომელსაც მე-9 მოწვევის პარლამენტი გაიწვევს და მუშაობას არ გააგრძელებს, ”ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებებია.
რუბრიკის სხვა სიახლეები
04.12.2016
მადრიდის „რეალის“ პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ დაახლოებთ 150 მილიონი ევროს ოდენობის გადასახადების გადახდას აარიდა თავი აარიდა.
სრულად
03.12.2016
თოვისა და ლიპყინულის გამო, საავტომობილო გზების რამდენიმე მიმართულებით მოძრაობის სპეციალური რეჟიმები მოქმედებს.
სრულად
03.12.2016
უკრაინის ეროვნულ ოლიმპიურ კომპლექსში, კიევის საერთაშორისო ქალთა კლუბის ეგიდით 24-ე ყოველწლიური საქველმოქმედო ბაზრობა გაიმართა.
სრულად
03.12.2016
მთავრობის მიერ გახმოვანებული, მაგრამ შეუთანხმებელი და დაუზუსტებელი ”დედოლარიზაციის გეგმა” უშუალო კავშირშია ლარის კურსის ვარდნასთან
სრულად
03.12.2016
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ აშშ-ის 2017 წლის სამხედრო ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა, რომელშიც რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო თანამშრომლობაა აკრძალული.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
04.12.2016
05.12.2016
USD
1
USD
2.5599
2.5599
EUR
1
EUR
2.7250
2.7250
GBP
1
GBP
3.2283
3.2283
RUB
100
RUB
3.9854
3.9854