როგორია, იყო მილიარდერი 25 წლის ასაკში?

ყველას არ შეუძლია, იყოს მარკ ცუკერბერგი და გახდეს მილიარდერი 23 წლის ასაკში.თუმცა, საკმაოდ ბევრია ისეთი იღბლიანი, რომლებმაც 25 წლამდე საკუთარი ძალებით შეძლეს მილიარდების დაგროვება.

მსოფლიოში ცნობილი მილიარდერები აღწერენ, თუ როგორია, იყო მდიდარი 25 წლის ასაკში. მდიდარი ადამიანების ანონიმურ კომენტარებს „ბიზნეს ინსაიდერი“ აქვეყნებს. გთავაზობთ რამდენიმეს:

1. მასწავლებლები მდიდარ მოსწავლეებს განსხვავებულად ექცევიან.

„რამდენიმე მასწავლებელი მაძლევს შესაძლებლობას, გადავაცილო პროექტის ჩაბარების ვადას მაშინ, როდესაც ამისთვის სხვა მოსწავლეებს ნიშანს აკლებენ. ეს არ არის სამართლიანი, თუმცა ჩემთვის, რა თქმა უნდა, კარგია. ამასთან, ხანდახან, იყო მდიდარი მომაბეზრებელია. მასწავლებლები ძალიან ბევრ შეკითხვას მისვამენ იმასთან დაკავშირებით, თუ რას ვაკეთებ, როგორ გავმდიდრდი და ა.შ“.

2. თავს არაკომფორტულად გრძნობ, როდესაც ფულს არასაჭირო ნივთებში ხარჯავ.

„მე ღარიბი ოჯახიდან ვარ. ბავშვობაში ვიცოდი, რომ არ უნდა დამეხარჯა იმაზე მეტი, ვიდრე აუცილებელი იყო. ახლა კი უცნაურად მეჩვენება, რომ იმაზე მეტის დახარჯვა შემიძლია, ვიდრე ადრე. მაგალითად, ერთხელ დავჯავშნე ძვირიანი სასტუმროს ნომერი. შემდეგ კი მინიბარის გამოყენების დროს შინაგანი ხმა მეუბნებოდა, რომ ეს იყო დამატებითი ხარჯი და თავს არაკომფორტულად ვგრძნობდი“.

3. ეკონომია ჯოჯოხეთია.

„პირველად, როდესაც ე.წ. ბიზნესკლასით მგზავრობ, თავს კარგად გრძნობ, შემდეგ ეჩვევი ამას და არაფერია ამაში განსაკუთრებული. თუმცა ერთხელაც, როდესაც ე.წ. ეკონომკლასით მოგიწევს მგზავრობა, ნამდვილად გაგიჭირდება“.

4. იძენ უამრავ ახალ მეგობარს.

„გამდიდრების შემდეგ უდიდეს ცვლილებას ვამჩნევ ჩემ გარშემო. როდესაც ადამიანების ნაწილმა აღმოაჩინა, რომ გავმდიდრდი, ისინი ცდილობენ ჩემთან დაახლოებას“.

5. არ მისცე უფლება მოდურ ავტომობილს, შეგიქმნას იმიჯი.

„როდესაც მამაჩემს ვკითხე, თუ რატომ არ უნდა მეყიდა ავტომობილი კოლეჯში სწავლის დროს მაშინ, როდესაც მისმა კოლეგამ თავის შვილს „მერსედესი“ უყიდა, მამაჩემის პასუხი მარტივი იყო. მან მითხრა: „არ მისცე უფლება ავტომობილს, განსაზღვროს შენი იმიჯი. შენი იმიჯი სხვებზე შენმა პოზიტიურმა გავლენამ უნდა შექმნას“.