ეს კატასტროფაა! დოლარიზაციის მაჩვენებელი 70%-ია
ეს კატასტროფაა! დოლარიზაციის მაჩვენებელი 70%-ია
19 იანვარი / 2016
ლარმა დაგროვებითი ფუნქცია თითქმის დაკარგა, ქვეყანაში დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი უკვე 70%-ს მიუახლოვდა. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, მიუხედავად ლარში განთავსებულ ანაბრებზე გაზრდილი საპროცენტო განაკვეთისა, მოსახლეობა ფულს მაინც დოლარში ინახავს, ნდობადაკარგულ ეროვნულ ვალუტას კი მხოლოდ წვრილი ოპერაციებისთვის იყენებენ. დოლარიზაციის გაზრდილ მაჩვენებელს საგანგაშოს უწოდებენ სპეციალისტები და ეროვნულ ბანკს სასწრაფოდ რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

საქართველოში ყველა ძვირადღირებული ოპერაცია დოლარში ხორციელდება, ბინები და ავტომანქანები დოლარში იყიდება, დოლარშივე ქირავდება საცხოვრებელი და საოფისე ფართები. არადა, კანონმდებლობით, ქვეყანაში ერთადერთი საგადამხდელო ვალუტა ლარია. სპეციალისტების თქმით, იმის ნაცვლად, რომ ეროვნული ბანკი დოლარის მიმოქცევას ზღუდავდეს ქვეყნის შიგნით და კანონს იცავდეს, ხელს უწყობს უცხოური ვალუტის ყველა მხრივ გავრცელებას. ამას ემატება ლარის დევალვაციაც და საბოლოო ჯამში კი მისდამი ნდობა სულ უფრო ეცემა. ხალხიც დანაზოგს უკვე დოლარში აკეთებს.

2015 წლის ბოლოსთვის საქართველოში დოლარიზაციის კოეფიციენტი თითქმის 70%-მდე ავიდა. მიუხედავად იმისა, რომ შარშან ყველა წამყვანმა ბანკმა ლარში სარგებელი რამდენჯერმე გაზარდა, ეროვნულმა ვალუტამ ნდობა მაინც ვერ მოიპოვა. ლარში განთავსებული დეპოზიტების საშუალო განაკვეთი 11,9%-ია, უცხოურ ვალუტაში - 4,4%. მიუხედავად ამისა, დანაზოგი მაინც უცხოურ ვალუტაში კეთდება.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საბანკო სექტორში ანაბრების მოცულობა 2015 წლის 11 თვის მონაცემებით 14,076 მლრდ ლარს შეადგენს. აქედან ეროვნულ ვალუტაში ანაბრებზე განთავსებულია 4,394 მლრდ, ანუ მთლიანი დეპოზიტების დაახლოებით 31%, ხოლო უცხოურ ვალუტაში კი - 9,682 მლრდ, დაახლოებით, 69%.

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, საბანკო სფეროს სპეციალისტი ლია ელიავა ამბობს, რომ 2014 წელს, ვიდრე საქართველოში სავალუტო კრიზისი დაიწყებოდა, დოლარიზაციის მაჩვენებელი იყო 60%. კრიზისის პერიოდში კი ხალხმა საკუთარი დანაზოგი დოლარში შეინახა და დოლარიზაციის მაჩვენებელიც გაიზარდა.

"ყოველ წელს, როდესაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ჩამოდის და წერს დასკვნას, იქ მიუთითებს, რომ ეროვნულმა ბანკმა საქართველოს ეკონომიკაში დოლარიზაციის მაჩვენებელი უნდა შეამციროს. იქვე აღნიშნულია, რომ სებ-ი სსფ-ს ამის გაკეთების პირობას აძლევს. ასე გრძელდება უკვე 7 წელია, მაგრამ ეროვნული ბანკი ამას ან ვერ, ან არ აკეთებს.

დოლარიზაცია ცუდია, რადგან ამ დროს ქვეყნის ეკონომიკა და ლარიც ხდება ზედმეტად მგრძნობიარე გარე შოკის მიმართ. იგი დიდად არის დამოკიდებული სხვა ქვეყნების ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებზე. ფაქტორივად, ლარი როგორც სრულფასოვანი ვალუტა, არ არსებობს იმიტომ, რომ მას ფულის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია - დაგროვების ფუნქცია - არ გააჩნია. ხალხი დანაზოგს უცხოურ ვალუტაში ინახავს", - განაცხადა ელიავამ.

იმისათვის, რომ დოლარიზაციის კოეფიციენტი შემცირდეს, სებ-მა კომერციულ ბანკებს და სხვა ყველა კრედიტორს უნდა აუკრძალოს სესხის უცხოურ ვალუტაში გაცემა, თუკი იგი არ ემსახურება ექსპორტ-იმპორტის ოპერაციებს.

"ვიდრე კრედიტორებს არ აეკრძალება სესხის გაცემა უცხოურ ვალუტაში, ვიდრე ადმინისტრაციული წესით არ დაინერგება ლარი როგორც გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე და ეკონომიკის ყველა სექტორში, მანამ საქართველოს ეკონომიკას არაფერი ეშველება. თუ ეროვნულმა ბანკმა ამ მხრივ არ გამოავლინა ინტერესი, დოლარიზაციის კოეფიციენტი, შესაძლოა, კიდევ უფრო გაიზარდოს.

თუკი რამ ცუდი სჭირს ქვეყნის ეკონომიკას, მის ერთ-ერთი განმსაზღვრელი სწორედ მაღალი დოლარიზაციაა. ერთ წელში 10 პროცენტული პუნქტით ამ მაჩვენებლის ზრდა არის დიდი ნახტომი უკან. ლარმა დაკარგა ნდობა. იგი არის მხოლოდ სურსათის შესაძენი და კომუნალური გადასახადების გადახდის საშუალება. ბიზნესშიც კი აღარ გამოიყენება, დაგროვებაზე ხომ ზედმეტია საუბარი", - აღნიშნა "ბიზნეს რეზონანსთან" საუბრისას ლია ელიავამ.

დოლარიზაციის მაჩვენებლის შემცირებას ეროვნული ბანკის პრეროგატივად მიიჩნევს საბანკო სფეროს სპეციალისტი გოჩა თუთბერიძეც.

"ლარის დევალვაცია და ის გარემოება, რომ ადამიანებს აქვთ დოლარში სესხი, აიძულებს მათ შეცვალონ პრიორიტეტი და უფრო მეტი აქცენტი უცხოურ ვალუტაზე გადაიტანონ. ეს კი იწვევს დოლარიზაციის კოეფიციენტის ზრდას როგორც სესხებში, ასევე დეპოზიტებში. კარგი იქნება, თუკი კომერციული ბანკები კიდევ უფრო გაზრდიან ლარზე სარგებელს. ამ შემთხვევაში, გამორცხული არ არის, ლარში სესხის მოცულობა გაიზარდოს.

ჩემი პროგნოზით, ვიდრე სავალუტო რყევა იქნება, დოლარიზაციის კოეფიციენტი არ შემცირდება. ლარის გამყარების შემთხვევაში კი, დიდი ალბათობით, უკუპროცესები წავა და ეროვნულ ვალუტაში დეპოზიტების მაჩვენებელი გაიზრდება. იმისათვის, რომ დოლარიზაციის კოეფიციენტი შემცირდეს, კურსი უნდა დასტაბილურდეს. ამაზე კი ეროვნულმა ბანკმა უნდა იზრუნოს", - განაცხადა თუთბერიძემ.

ეკონომისტი ვაჟა კაპანაძე მიიჩნევს, რომ დეპოზიტებზე დოლარიზაციის მაჩვენებელი რეალურად უფრო მაღალია, ვიდრე 70%. თუმცა ამის ანალიზს არავინ აკეთებს და ამაზე არც ეროვნული ბანკი გვეუბნება რამეს.

"დოლარიზაციის კოეფიციენტის იდეალური მაჩვენებელი დაახლოებით 25%-ია, თითქმის ყველა ქვეყანაში ასეა. 70% - ეს არის კატასტროფა! როცა ქვეყანაში ასეთი მაღალი კოეფიციენტია, ეს ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი საერთოდ არაფერს აკეთებს. ვერ გავიგე, ვისი ეროვნული ბანკია ის - ამერიკის ფედერალური სისტემის გაგრძელებაა საქართველოში თუ საქართველოს დამოუკიდებელი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მიმდევარი ეროვნული ბანკი?

სებ-ის პირდაპირი მოვალეობაა, რომ დოლარიზაციის კოეფიციენტი შეამციროს. ის კი ამისთვის რას აკეთებს? არაფერს. უშვებს ლარს, რომ ეს ფული ისევ და ისევ დოლარის ყიდვას მოხმარდეს", - განაცხადა კაპანაძემ.

დოლარიზაციის კოეფიციენტის შემცირებაზე მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებმა განცხადება რამდენჯერმე გააკეთეს და მას "ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა" უწოდეს. ერთ-ერთი ბოლო განცხადება ეკონომიკის მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილს ეკუთვნოდა.

"დღეს მთავრობის ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ამოცანა დოლარიზაციის კოეფიციენტის შემცირებაა, რომელიც დაახლოებით 68%-ია. რა გაკეთდა ამ მიმართულებით აქამდე? ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა გამოუშვა ლარში დენომინირებული ბონდები, ბანკებს მისცა რესურსი, რომ მათ გრძელვადიანი სესხები გაეცათ ლარში. ამ მიმართულებით დისკუსია გასაგრძელებელია და მოსაძებნია ის გზა, რომ უფრო მეტად გადავიდეთ ლარში დენომინირებულ სესხების გაცემაზე.

აქ მნიშვნელოვანია დეპოზიტების ნაწილიც. ვერცერთი ბანკი ვერ გადაიყვანს ლარში სესხებს თუ მოზიდული სახსრებიც არ იქნა ლარში. რა თქმა უნდა, ამას დასჭირდება პერიოდი, მაგრამ ეს საჭიროა", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

დოლარიზაციის კოეფიციენტის შემცირება და შესაბამისად, ეროვნული ვალუტისთვის დაკარგული ნდობის აღდგენა ძალიან რთული იქნება, ყოველ შემთხვევაში, დღესდღეობით არანაირი პერსპექტივა ამ კუთხით არ ჩანს.

ელზა წიკლაური
გაზეთი "რეზონანსი"

კომენტარები (6)
20.01.2016
ხარა
როგორიც ერი ისეთი ბერი. ქვეყანა, ხალხი რომ იყოს განათლებულ მობილიზებული, მაშინ ვერც მთავრობა გაბედავდა ქადაგიძის "შენახვას" და ქადაგიძე დასავლეთის ღირებულებებით ბოდვის ნაცვლად ხელებდაკაპიწებული გააკეთებდა ქვეყნისთვის საქმეს.
20.01.2016
სანდრო
ლარს უშველეთ, ისედაც გაღარიბებული ხალხი, კიდევ ღარიბდება, ქადაგიძე თუ არაფერს აკეთებს დაიჭირეთ ან მოხსენით, ასე როდემდე უნდა გაგძელდეს???
მსგავსი სიახლეები
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელის გაზრდა 2017 წლის პირველი იანვრიდან იგეგმება.
მთავრობის მიერ გახმოვანებული, მაგრამ შეუთანხმებელი და დაუზუსტებელი ”დედოლარიზაციის გეგმა” უშუალო კავშირშია ლარის კურსის ვარდნასთან
ლარის გაუფასურება ბევრი ქართული ოჯახის ბიუჯეტზე უარყოფითად აისახა. გთავაზობთ აპრობირებულ მეთოდებს, თუ როგორ უმკლავდებიან ეკონომიკური კრიზისისას სხვადასხვა ქვეყნების ოჯახები ეროვნული ვალუტის გაუფასურებით გამოწვეულ ზედმეტ ხარჯებს.
პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელი და იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
მთავრობის მიერ დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, 2017 წლიდან ავტომობილებზე ქონების გადასახადის გადახდა სავალდებულო ხდება.
ლარის გაუფასურება წმინდა ემოციური თემით არის გამოწვეული, ამას არავითარი ეკონომიკური საფუძველი არ გააჩნია, - ამის შესახებ  პარლამენტის საფინანსო-საბიუჯტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ პაატა კვიჟინაძემ განაცხადა.
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე რეკომენდაციით გამოდის, როგორ უნდა დავზოგოთ/მოვიძიოთ 1 - 1,5 მილიარდი ლარი ბიუჯეტის დეფიციტის გასანულებლად და ეკონომიკის სწრაფი განვითარებისთვის ამის შესახებ გიორგი ქადაგიძე ”ფეიბუქის” საკუთარ გვერდზე წერს.
რცხვენოდეს „თი-ბი-სი“ ბანკს და რცხვენოდეს „საქართველოს ბანკს“ გუშინდელი საქციელის გამო, - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა მიხეილ დუნდუამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ვფიქრობ, კარგია ის, რომ კომპანიების მიერ ფასები ლარში იქნება მითითებული
გუშინდელი პანიკის შემდეგ „ბლუმბერგის“ ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში დღეს ლარი გამყარების ტენდენციით ხასიათდება.
რუბრიკის სხვა სიახლეები
04.12.2016
მადრიდის „რეალის“ პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ დაახლოებთ 150 მილიონი ევროს ოდენობის გადასახადების გადახდას აარიდა თავი აარიდა.
სრულად
03.12.2016
თოვისა და ლიპყინულის გამო, საავტომობილო გზების რამდენიმე მიმართულებით მოძრაობის სპეციალური რეჟიმები მოქმედებს.
სრულად
03.12.2016
უკრაინის ეროვნულ ოლიმპიურ კომპლექსში, კიევის საერთაშორისო ქალთა კლუბის ეგიდით 24-ე ყოველწლიური საქველმოქმედო ბაზრობა გაიმართა.
სრულად
03.12.2016
მთავრობის მიერ გახმოვანებული, მაგრამ შეუთანხმებელი და დაუზუსტებელი ”დედოლარიზაციის გეგმა” უშუალო კავშირშია ლარის კურსის ვარდნასთან
სრულად
03.12.2016
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ აშშ-ის 2017 წლის სამხედრო ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა, რომელშიც რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო თანამშრომლობაა აკრძალული.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
04.12.2016
05.12.2016
USD
1
USD
2.5599
2.5599
EUR
1
EUR
2.7250
2.7250
GBP
1
GBP
3.2283
3.2283
RUB
100
RUB
3.9854
3.9854