ხალხმა 2 მილიარდი დოლარის ქონება დაკარგა!
ხალხმა 2 მილიარდი დოლარის ქონება დაკარგა!
20 იანვარი / 2016
ასი ათასზე მეტმა ოჯახმა საქართველოში ქონება უკვე დაკარგა. საბანკო ვალების თუ უმუშევრობის გამო უამრავ ადამიანს ქონების დათმობა უწევს. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, მესაკუთრეები აღსრულებაზე გადაცემული ქონების მხოლოდ 20-25%-ის შენარჩუნებას ახერხებენ. მოვალეების 3/4 კი რეალურად კარგავს ქონებას.

"რეზონანსი" შეეცადა გარკვევას, რამდენად დიდი ქონება დათმო მოსახლეობამ და საკმაოდ საგანგაშო სტატისტიკა მიიღო:

აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებ-გვერდზე პრობლემურ სესხებთან დაკავშირებით ამჟამად სულ 144 442 ჩანაწერია. არსებული მონაცემებით, მესაკუთრეები აღსრულებაზე გადაცემული ქონების მხოლოდ 20-25%-ის შენარჩუნებას ახერხებენ. ამის შესახებ "რეზონანსს" სწორედ აღსრულების საკითხზე მომუშავე ერთ-ერთმა ორგანიზაციამ აცნობა. მათივე ინფორმაციით, 100-დან მხოლოდ 20-30 ადამიანი თუ ახერხებს დროებით მაინც დაიხსნას ქონება აღმასრულებლებისგან. შესაბამისად, 144 ათასი პრობლემური ფიზიკური თუ იურიდიული პირისგან აბსოლუტურ უმრავლესობას უკვე დაკარგული აქვს საკუთრება.

აქედან გამომდინარე, ბოლო წლებში საქართველოში უძრავი ქონება დაახლოებით 100 000 ადამიანს აქვს ჩამორთმეული და აუქციონზე გაყიდული. თუ ამ ქონების საშუალო ღირებულებად 20 000 დოლარს ავიღებთ (უძრავი ნივთის ფასი განსხვავებულია რეგიონების და მისი მოცულობის მიხედვით. შესაბამისად, უფრო კონკრეტული ღირებულების დასახელება ჭირს), ჯამში, დაკარგული ქონების საერთო ღირებულება 2 მილიარდ დოლარს მიაღწევს.

ადამიანებს, ძირითადად, ბანკებთან ან კერძო მევახშეებთან აქვთ პრობლემა. ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების მიერ შექმნილმა საბანკო-საფინანსო პოლიტიკამ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი გაღატაკების საფრთხის წინაშე დააყენა. გარდა იმისა, რომ ბევრმა ადამიანმა სხვადასხვა მიზეზის გამო საკუთარი ქონება დაკარგა, უამრავს საფრთხე ჯერაც ემუქრება.

აკადემიკოსი ავთო სილაგაძე ფიქრობს, რომ საქმე გვაქვს დიდი მოცულობის ქონების დაკარგვასთან, რის გამოც ათეულ ათასობით ოჯახი გაღატაკდა.

სამწუხაროდ, არ მომხდარა აღწერა და უცნობია, რამდენმა ადამიანმა დაკარგა უძრავი ქონება საქართველოში. მოვალეთა რეესტრში არსებული მონაცემებით თუ ვიხელმძღვანელებთ, სავარაუდოდ, ასეთი 100 000-ზე მეტი ადამიანი უნდა იყოს. პრობლემა არის ძალიან მასშტაბური. უმეტეს შემთხვევაში იგი საბანკო სექტორს უკავშირდება.

სხვადასხვა დროს უამრავმა ადამიანმა ჩადო უძრავი ქონება სესხის სანაცვლოდ და ვერ შეძლო ვალის გასტუმრება. ცხადია, დიდი მოცულობის ქონებასთან გვაქვს საქმე. ღირებულების თვალსაზრისით, დანაკარგი მასშტაბურია, მაგრამ გაცილებით დიდი დარტყმაა იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც ერთადერთი საცხოვრებელი დაკარგეს ან ახლა კარგავენ", - აცხადებს ავთო სილაგაძე.

პრობლემის მასშტაბურობას აკადემიკოსი ხსნის იმით, რომ ქვეყანაში საბანკო სამართალი არ არსებობს და მოქალაქეები, მევახშეების თუ ბანკების გამოისობით, ხშირად
You must have Flash Player installed in order to see this player.
ერთადერთ საცხოვრისსაც კარგავენ.

"საფრთხე არის ძალიან დიდი, რომელიც გარემო პირობებმაც განაპირობა, მაგრამ მეტწილად ადამიანთა გამოუცდელობამ. თავის დროზე ბანკების ძალიან მაღალმა, გაუმართლებელმა საპროცენტო განაკვეთებმა მოსახლეობის დიდ ნაწილს ქონება დააკარგვინა. პრობლემა კიდევ უფრო დამძიმდა კერძო მევახშეების გამოისობით. ადამიანს როცა უჭირს, სესხს ქონების სანაცვლოდ იღებს. ამ რისკზე ხშირად მიდის. ამიტომ ქვეყანაში უნდა არსებობდეს სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც მოქალაქეებს გაკოტრებისგან დაიცავს.

პროლემის 1/3 თუ ბანკებზე მოდის, 2/3 მევახშეების კისერზეა. ეს იმის ბრალია, რომ ქვეყანაში, კერძოდ, საბანკო სისტემაში, ვერ შეიქმნა კონკურენტული გარემო, რომ სესხის გამცემი ორგანიზაციები თანაბარ მდგომარეობაში იყვნენ", - აცხადებს სილაგაძე.

უფლებადამცველი თამაზ ბაკურაძე, რომელიც იპოთეკით დაზარალებულების პრობლემებზე მუშაობს და ხშირად მართავს აქციებს მათთან ერთად, ამბობს, რომ ადამიანებს, ძირითადად, ბანკებთან ან კერძო მევახშეებთან აქვთ პრობლემა. წინა ხელისუფლების მიერ ჩამოყალიბებულმა საბანკო-საფინანსო პოლიტიკამ საფინანსო ტერორში მოაქცია საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი და ბევრმა ადამიანმა, სხვადასხვა მიზეზის გამო, საკუთარი ქონება დაკარგა და ზოგი კი მომავალში დაკარგავს.

"ახალმა ხელისუფლებამ არჩევნებამდე გასცა პირობა, რომ ამ პრობლემას მოაგვარებდა. მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ამ პრობლემის გადაჭრას ქობულეთიდან დაიწყებდა, რადგან ეს პრობლემა ყველაზე აქტუალური იქ იყო.

პრობლემა გაჩნდა იმ პერიოდიდან, როდესაც ძალიან ბევრი ჩვენი თანამემამულე მოხვდა ციხეში. უამრავი ადამიანის მიმართ გამოიტანა ხელისუფლებამ გამამტყუნებელი განაჩენი, რის გამოც ხალხი იძულებული გახდა, ბანკში უძრავი ქონება ჩაედო, რათა თავისუფლების აღკვეთის პირობები შეემსუბუქებინათ თავიანთი ნათესავებისთვის. ვისაც ბანკმა არ მისცა კრედიტი, კერძო მევახშეებთან წავიდა და უფრო მაღალ პროცენტად გამოიტანა სესხი.

გარდა ამისა, იმ პერიოდში თუ ვინმეს ბიზნესი ჰქონდა, ის აუცილებლად სახელმწიფოს კლანჭებში ხვდებოდა, შემდეგ ისინი კარგავდნენ ბიზნესს. ხალხი ხდებოდა გადამხდელუუნარო.

ათასობით ადამიანი დღესაც იმ რეალობის წინაშე დგას, რომ კარგავს ერთადერთ ქონებას. ეს პრობლემა მარტო თბილისში, ქუთაისში ან სხვა დიდ ქალაქში არ არის. ძალიან სერიოზული საფრთხეა მთელი საქართველოს მასშტაბით", - ამბობს თამაზ ბაკურაძე.

საბანკო სფეროს ექსპერტი ლია ელიავა ადასტურებს, რომ საბანკო სექტორში მომხმარებლების ინტერესი აბსოლუტურად იგნორირებულია, რაც კანონმდებლობის ხარვეზია. გაცილებით მძიმე მდგომარეობაა ამ მხრივ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში, რომელთა მიმართ რეგულაცია არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში სუსტია.

"პრობლემა ისაა, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები არ უნდა გასცემდნენ იპოთეკურ სესხებს, ეს მათი კომპეტენცია არ არის. წესით, ისინი ბიზნესის "სტარტ აპ"-ებს უნდა ეხმარებოდნენ. მიკროსაფინანსოების საქმიანობა კანონმდებლობით არის დასარეგულირებელი. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად მიმაჩნია სესხის მაქსიმალური ზღვარი 50 000 ლარი დაიწიოს 15 000-20 000-მდე. რის შემდეგაც მათზე დაკისრებულ ფუნქციებს შეასრულებენ", - აცხადებს ელიავა.

მისი აზრით, ეროვნული ბანკისა და შესაბამისი ორგანიზაციების მხრიდან უნდა გამკაცრდეს კონტროლი, რასაც სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება.

"საქართველოში საბანკო სფეროს მომხმარებელი დაუცველია. ისინი აბსოლუტურად მინდობილნი არიან ბიზნესზე. სახელმწიფო სწორედ იმისთვის არსებობს, რომ დაიცვას მოსახლეობის ინტერესები, მათ შორის, საფინანსო მომსახურების სფეროში.

მართალია, მომხმარებელთა უფლებების შესახებ კანონი არსებობს, მაგრამ მას აუცილებლად გაფართოება სჭირდება. შინაარსობრივად იგი იმდენად მწირია, რომ მომსახურების ყველა სფეროს ვერ მოიცავს. თუ არ შეიცვალა მიდგომა და ბანკის კლიენტს არ დაიცავს კანონმდებლობა, შედეგად უსახლკაროთა არმიას მივიღებთ და საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა გაღატაკდება", - აცხადებს ლია ელიავა.

არასაპარლამენტო ოპოზიციამ ბევრჯერ სცადა ამ თემის წამოწევა, ხელისუფლებას კონკრეტული იდეებიც შესთავაზეს, თუმცა გამოხმაურება არცერთ შემთხვევაში არ მომხდარა. ოპოზიციამ კერძო მევახშეების თაღლითური სქემებიც კი წარმოადგინა, რომლებიც სწორედ იპოთეკის მეშვეობით იგდებდნენ ხელში კერძო ქონებას, თანაც მიზერულ ფასად, მაგრამ არც ამ მიმართულებით მოხდა საქმის გამოძიება.

დაზარალებულთა რიცხვი კი კატასტროფულად იზრდება და ისინი უკვე პირადად ბიძინა ივანიშვილისგან ელოდებიან პასუხს. მიუხედავად იმისა, რომ ყოფილმა პრემიერმა პოლიტიკა დატოვა, მოსახლეობას მოლოდინი მაინც აქვს. იპოთეკით დაზარალებულები იმასაც აცხადებენ, რომ ივანიშვილს საკუთარი ბანკი აქვს და სწორედ ამ ბანკმა უნდა გასცეს დაბალპროცენტიანი სესხი.

მარი ჩიტაია
გაზეთი "რეზონანსი"

კომენტარები (12)
24.01.2016
ავთანდილ სილაგაძე
ბატონო ნოდარ, სავალო მექანიზმებზე საუბრისას ცხადია ვითვალისწინებთ, რომ ქონება დაიკარგა მიღებული სესხების გაუსტუმრებლობის გამო. პატ-ით, ავთანდილ სილაგაძე
21.01.2016
გიოდ
ვალს რო გადახდა უნდა ამაზე არავინ დავობს, საუბარია იმ მუხლებზე როდესაც გარეშე ფაქტორების გამო მოსახელობა დაზარალდა, მაგ: ომი, ბუნებრივი კატაკლიზმები, ასე რომ ვტქვატ ფორსმაჟორული მდგომარეობა, აი აქა არის საბარი დროებით შეღავათებზე, მთლიანად არავინ გაჩუქებს ფულს რადგან იმ კრედიტორის უკან ასევე დეპოზიტარი დგას, ე.ი. თუ მოვალე ვალს ვერ დააბრუნებს მაშინ დეპოზიტარი როცა მივა ბანკში თAვის შენახულ ფულს ვერ მიიღებს, გამოდის რომ ბანკმა ან მსგავსმა ორგანიაზაციამ თუ ფიზიკურმა პირმა სხვა მხრიდან უნდ ამოიძიოს, ე.ი. ისესხოს რომ დეპოზიტარს მასთან შენახული ფული დაუბრუნოს, ყველაფერი ერთი ჯაჭვია და ამ ჯაწვს ვერ გაწყივტავ რადგან მთელი სისტემა, ე.ი. ქვეყანის ეკონომიკა დაზარალდება, ეს საუბარია პატიოსან მსესხებელზე და მეანაბრეზე. რაც შეეხბა ადამიანს რომელმაც ვერ გათვალა რისკი ბიზნესში, ზედმეტი რისკი გაწია, ან კვალიფიკაცია არ ეყო, ან მოპარეს ე.ი. კარგად ვერ შეინახა, (ეს იგივე ბანკი დააყაჩაღო და ბანკმა დეპოზიტარს უთხრას, ვერ გიბრუნებ შენ ფულს დამაყაჩაღესო, აპატიებთ?!), ან იბრალოდ ვენებში გაუშვა, მიუხედავად კრედიტებისა ვერ გადაეჩვია ფულის ფლანგვას, ზოგს დიდი სესხი და ხელზე დიდი ფული თავისი ჰგონია და არა მიზნობრივად დახარჯა, ითამაშა კაზინოში, ხელზე გამაზა და კიდე ვინ მოსთვის რამდენი კომბინაცია შეიძლება იყოს, ამ ხალხს შეღავათი არ უნდა ჰქონდეთ, თუმცა ბანკების ასეთი პრობლემური მსესხებლების 95% რესტრუქტურიზაციას მაინც უკეთებენ და არსებულ თანხას ვდაზე უნდაწილებენ, საქართველოში კი ასე გვესმის, გაგვიჭირდა და უნდა მაჩუქოს, აბა წადით კანადაში სე რო მოგწონთ რა ხდება ან ამერიკაში, ვინ დაგაცდის, ვერ იხდი და კაპუტ :), სისტემა მუშაობს, ქონებას შენ რო კარგავ, ვიღაც ყიდულობს ამ ქონებას ვისაც არ ჰქონდა, ასე რომ საერთო ჯამში ბალანსი არ ირღვევა, გუშინ მას უჭრიდა და დღეს შენ გიჭის, მარა ქართველები რის ქართველები ვართ მხოლოდ საკუთარ თავზე რომ არ ვიფიქროთ, ომი რო მოხდა ხო ჩვენ არ გვეხებოდა, ეს მთავრობის პრობლემა იყო მხოლოდ და მას უნდა ეომა:), მოკლედ ეს ბიზნესი, ვალის გადახდა/დაბრუნებას თAვისი მკაცრი კანონები აქვს და საუკუნეების განმავლობაში არ იცვლება და ვერც შეიცველება, ვიღაცამ იშრომა, იწვალა, გასესხა და შენ არ აბრუნებ?!
მსგავსი სიახლეები
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის შეფასებით, გატარებული რეფორმების შედეგად, ავტოავარიებით გარდაცვლილთა და დაშავებულთა მაჩვენებელი სულ მცირე, 50%-ით უნდა შემცირდეს.
ყოფილა ბევრი შემთხვევა, როდესაც ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, შესაბამისი კომპანია ან დაჯარიმებულა, ან შესაბამისი უძრავი ქონება ჩამორთმევია
თბილისის უბნებს შორის უძრავი ქონების ბაზარზე ვაკე დომინირებს, რომელსაც საბურთალო და სამგორი მოსდევს
2017 წლის ივნისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა 40.6%-ით გაიზარდა და 80 173 ერთეული შეადგინა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოს საგარეო ვაჭრობის მიმდინარე 6 თვის მონაცემებს აქვეყნებს.
სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა ქალაქ თბილსში დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის ნაკვეთი N109-ის მიმდებარედ არსებული 115 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (01.72.14.013.812).
მიმდინარე წლის 18 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, პარლამენტის ახალი წევრი ბექა ოდიშარია ფლობს 168,47 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს თბილისში
სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2017 წლის იანვარ-ივნისის მდგომარეობით, საქართველოს საგარეო ვაჭრობის წინასწარ მონაცემებს აქვეყნებს.
ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შესვლაზე უარი 3 თვეში საქართველოს 146 მოქალაქეს ეთქვა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
23.07.2017
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებით, ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საგადასახადო დავალიანების შესახებ ინფორმაცია საჯარო 2017 წლიდან გახდა, არის ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.
სრულად
23.07.2017
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის საავტომობილო გზის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა-რეკონსტრუქცია დაასრულა
სრულად
23.07.2017
სნოში დღეს პილიგრიმებისთვის 34- ადგილიანი სასტუმრო გაიხსნება.
სრულად
23.07.2017
23 ივლისს, BLACK SEA ARENA - ზე ქეთი მელუას კონცერტი გაიმართება. Check in Georgia -ს ფარგლებში, BLACK SEA ARENA - ზე რამდენიმე კონცერტი გაიმართება.
სრულად
23.07.2017
მართვის მოწმებებზე ქულათა სისტემის ამოქმედების შემდეგ, ერთ კვირაში ყველაზე მეტი ჯარიმა 4 კატეგორიის სამართალდარღვევაზე დაიწერა.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
23.07.2017
24.07.2017
USD
1
USD
2.3983
2.3983
EUR
1
EUR
2.7923
2.7923
GBP
1
GBP
3.1183
3.1183
RUB
100
RUB
4.0713
4.0713