ქართული კივის მეორე ევროპული სეზონი
ქართული კივის მეორე ევროპული სეზონი
20 იანვარი / 2016
კომპანია "ნერგეტამ" გერმანიაში ქართული კივის გაყიდვების მეორე სეზონი დაიწყო.
ამის შესახებ ”ბიზნესპრესნიუსს” კომპანია ”ნერგეტადან” აცნობეს. კომპანიის ინფორმაციით, ქართული კივი ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ქსელის Lidl-ის სუპერმარკეტებში ისევ  გაიყიდება. ქართული კივის გაყიდვების არეალი გერმანიაში წელს უფრო გაფართოვდა და მოიცავს ბავარიის, ბადენ-ვიურტემბერგისა და ნორდ-რაინ ვესტფალიის მხარეებს. "ნერგეტას" კივი გაყიდვაშია მიუნხენის, შტუტგარტის, დიუსელდორფის, დორტმუნდის, ასევე ახლო მდებარე ქალაქებში მდებარე Lidl-ის ასობით სუპერმარკეტში.

„ყველაზე მთავარი ამ შემთხვევაში არის ის, რომ ვაგრძელებთ შარშან დაწყებულ ევროპულ მარკეტინგს. მთავარია შევინარჩუნოთ თანამიმდევრული მომარაგება და ყოველ მომდევნო წელს გავზარდოთ ჩვენი კივის რაოდენობა ევროპულ ბაზარზე“, - აღნიშნავს "ნერგეტას" თანადამფუძნებელი და განვითარების დირექტორი კოტე ვეკუა.

მისივე თქმით, ევროპელ მომხმარებელს დიდი არჩევანი აქვს, ამიტომ პროდუქცია უამრავ მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს.
„ევროპელ მომხმარებელს დიდი არჩევანი აქვს ნებისმიერ პროდუქტზე და აუცილებელია ერთდროულად გემრიელი, მწიფე და ვიზუალური დეფექტების არმქონე ხილის შეთავაზება, რომელიც ასევე უნდა იყოს მისაღებ ფასში. ამის გარდა, თვითონ სუპერმარკეტი მკაცრად აკონტროლებს პროდუქტის უვნებლობას, მოითხოვს საკუთარი ლოჯისტიკურ კალენდარზე ჰარმონიულად მორგებას. ჩვენ ყველა ამ პირობას ვაკმაყოფილებთ და გვაქვს ასევე კონკურენციისთვის საჭირო ერთი უპირატესობა: ისევე, როგორც შარშან, წელსაც ჩვენი კივის შაქრიანობა უფრო მაღალია, ვიდრე სხვა ნებისმიერი ევროპული კივის შაქრიანობის მაჩვენებელი”, - ამბობს კოტე ვეკუა.

კომპანიის ინფორმაციით, ისევე როგორც შარშან, Lidl-ის სუპერმარკეტებში "ნერგეტას" კივი გაყიდვაშია კომპანიის ლოგოიანი ეტიკეტით, პროდუქცია განთავსებულია ნერგეტას საკუთარი დიზაინის შეფუთვით და იყიდება ცალობით. "ნერგეტას" მიერ გერმანიაში გაგზავნილი კივი მოყვანილია "ნერგეტას" კომპანიის საკუთარ პლანტაციაზე, ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირში. შარშან თუ კივის დახარისხებას კომპანიის თანამშრომლები ხელით ახდენდნენ, წელს "ნერგეტამ" შეღავათიანი აგრარული სესხის დახმარებით თანამედროვე ევროპული ხილის ავტომატური სორტირების ხაზი შეიძინა და ახალი შესაფუთი საწყობი ააშენა. ამის გარდა, დანერგა დაფასოებისა და შესაფუთი ოპერაციებისთვის შექმნილი ევროპული სტანდარტი IFS 6.
”ნერგეტამ მაქსიმალურად გამოიყენა როგორც თავად კივი, ასევე შესაფუთი მასალა, როგორც საქართველოს რეკლამირების მედია. კივიზე ლოგოიან სტიკერზე აწერია
Georgia, ხოლო მუყაოს ყუთის გარე მხარეზე დატანილია საქართველოს, მისი ბუნებისა და კლიმატის გასაცნობი ნახატი. ეს გაკეთდა იმისათვის, რომ გერმანელ მომხმარებელს მეტი წარმოდგენა შეექმნას ხილის წარმოშობის ადგილზე. წელს "ნერგეტას" კივის ათიათასამდე გერმანელი მომხმარებელი წაიღებს თავის სახლში, რაც ნიშნავს იმას, რომ ათიათასობით ახალი მომენტი და შეხების წერტილი გაჩნდება მათსა და საქართველოს შორის”, - აღნიშნავენ კომპანიაში.

კომპანია "ნერგეტა"  2009 წელს დაარსდა. მას სასოფლო სამეურნეო მიწები და ხილის სორტირებისა და შენახვის სამაცივრე მეურნეობა აქვს ზუგდიდის რაიონის სოფლებში, ინგირსა და კახათში. კომპანიის მიზანი გემრიელი და ხარისხიანი კივით მომხმარებელთა დიეტის გამრავალფეროვნება, საქართველოს, როგორც ჯანსაღი საკვების მწარმოებელი ქვეყნის იმიჯის განვითარება ევროპაში და ქართული ფერმერული მეურნეობების მოდერნიზაციაა.
კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
2016 წლის იანვარ-ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 45 628 091 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 40%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს.
იაპონია მსოფლიოში ყველაზე მძლავრი „სუპერკომპიუტერის“ შექმნას გეგმავს.
ეს არის უპრეცედენტო, პირველი გადაწყვეტილება, როდესაც DCFTA-ს ძალაში შესვლის შემდეგ, ცხოველური წარმოშობის პროდუქტი პირველად შევა ევროკავშირის ბაზარზე
ჩაქვში, აგროინვესტსერვისის შენობაში, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლაშა კომახიძემ აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძეს 29 ნოემბრის მდგომარეობით ციტრუსის სეზონის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა.
2016 წლის იანვარ-ოქტომბერში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 265 მილიონი დოლარი და მთელი ექსპორტის 16 პროცენტი შეადგინა.
2016 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9957 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 22 პროცენტით მეტია
ქართული ღვინის ექსპორტი ჩინეთში, 70-მილიონიან ჰუნანის პროვინციაში იწყება,- ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი სამანიშვილმა ჩინეთში სამუშაო ვიზიტის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში
2017 წლიდან ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვანში მდებარე საწარმო „ქართული დაფნა“ პროდუქციის ექსპორტზე გატანას გეგმავს.
რუბრიკის სხვა სიახლეები
07.12.2016
საპროცენტო განაკვეთის გაყალბების გამო ევროპის სამი ბანკი ევროკომისიამ 485 მილიონი ევროთი დააჯარიმა.
სრულად
07.12.2016
მლეთა-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
სრულად
07.12.2016
პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის ჯგუფის ვაჭრობისა და კონკურენტუნარიანობის საკითხებზე მომუშავე გლობალური პრაქტიკის ჯგუფის დირექტორ სესილ ფრუმანს შეხვდა.
სრულად
07.12.2016
დიდი ბრიტანეთი ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ი ეპილეფსიის საწინააღმდეგო წამლებზე ფასების აწევისთვის რეკორდული თანხით - 106,5 მილიონი აშშ დოლარით დააჯარიმა.
სრულად
07.12.2016
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავა განცხადებით, ოპტიმიზაცია უწყებაში ყოველწლიურად განხორციელდება.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
06.12.2016
07.12.2016
USD
1
USD
2.5598
2.5744
EUR
1
EUR
2.7234
2.7734
GBP
1
GBP
3.2558
3.2836
RUB
100
RUB
4.0149
4.0370