„როკფელერის ფონდი“ მსოფლიოში გადაყრილი საკვების შემცირებაზე მუშაობს
„როკფელერის ფონდი“ მსოფლიოში გადაყრილი საკვების შემცირებაზე მუშაობს
24 იანვარი / 2016
„როკფელერის ფონდი“ მსოფლიოში გადაყრილი საკვების რაოდენობის შემცირების მიზნით, ახალი ინიციატივით გამოდის. დედამიწაზე ნაწარმოები და მოყვანილი საკვები პროდუქტების მესამედზე მეტი იყრება. აფრიკაში დათესილი მარცვლეულის უდიდესი ნაწილი კი წუნდებულია. კენიაში, ნიგერიასა და ტანზანიაში ნახევარზე მეტი მოსავალი იკარგება. ამის მიზეზი კი მოსავლის აღების, შენახვისა და გადამუშავების არასწორი პროცესია.
„როკფელერის ფონდის“ პროექტის მიზანს, რომელიც შვიდ წელზეა გათვლილი, აღებული მოსავლის აქტიურად გამოყენება წარმოადგენს. 130 მილიონ დოლარიანი პროექტის ფარგლებში რესურსები სუბსაჰარული აფრიკის რეგიონს მოხმარდება.
ფონდის ინიციატიავს უკვე შეუერთდა „კოკა-კოლა“ და ინდუსტრიული კონგლომერატი Dangote Group, რომლებიც მცირე ფერმერებს
You must have Flash Player installed in order to see this player.
აფრიკის რეგიონში მოყვანილი მოსავლის ბაზარზე გატანაში დაეხმარება. კენიაში მანგოს პლანტაციებში, ტანზანიაში სიმინდის, ხოლო ნიგერიაში პომიდვრის მეურნეობებში უკვე დაიწყო ტრენინგები, რომლის მიზანსაც ფერმერებისთვის მოსავლის შენახვისა და გაყიდვის ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენს.
„საკვების ის რაოდენობა, რომელიც იკარგება ან ნაგავში მიდის და ვერასდროს აღწევს სასადილო მაგიდას, დაუშვებელია. ეს დამანგრეველ გავლენას ახდენს მოსახლეობაზე, სარგებელსა და მთლიანად პლანეტაზე“, - განაცხადა „როკფელერის ფონდის“ პრეზიდენტმა, ჯუდით როდინმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
მსოფლიოში საკმარისი საკვები იწარმოება იმისათვის, რომ 1,2 მილიარდი მშიერი ადამიანი გამოიკვებოს. თუმცა, გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მონაცემებით, დედამიწაზე ნაწარმოები საკვების მესამედი ფუჭდება, რაც იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით 1 ტრილიონი დოლარის ღირებულების საკვები იყრება. „როკფელერის ფონდის“ ინიციატივის ფარგლებში კი 2030 წლისთვის გადაყრილი საკვების რაოდენობის განახევრება უნდა მოხდა.
მსგავსი ინიციატივით გასულ წელს აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამაც გამოვიდა. საფრანგეთში კი კანონმდებლებმა დიდ სუპერმარკეტებს აუკრძალეს იმ საკვების გადაყრა, რომელიც არ გაიყიდა, თუმცა საჭმელად ვარგისია.
კომენტარები (1)
25.01.2016
ნეტავ
ნეტავ ამატმა ქლორიტ გაჯღენტილ ქატმის ხორცსს და გორის ხორცსს მოუარონ წამლავენ ამერიკელებსს ერტწლიანი ხორციტ რესტორნებშიც აყროლებუი ხორციტ ამზადებენ საჯმელს. მაგაზიებში კი პასს არ დააკლებენ და ტონობიტ ბოსტნეულს და ხილსს ყრიანნაგავში. ქამატ მკვახედ დაკრეპილ ხილსს ხომ გემოს ვერ გაუგებ რა ხილია ვერ გაიგებ გემოტი. სოცალიზმი სჯობია ამატ მატხოვრულ კაპიტალიზმს
მსგავსი სიახლეები
2016 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა 2.6%-ით, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით კი 8.7%-ით გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 60 223 ერთეული შეადგინა.
შვეიცარიის ქალაქ დავოსში მსოფლიოს 47-ე ეკონომიკური ფორუმი გაიხსნა.
რუსთავში, ქალაქის ისტორიული ნაწილის - კოსტავას გამზირის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი დასრულდა.
საპარტნიორო ფონდმა „სტარტაპ საქართველოს“ პროგრამაში რეგიონების ჩართულობის გაზრდის მიზნით, სპეციალური პროგრამა „სტარტაპის ელჩი“ დაიწყო.
ხორბლის მოვლა-მოყვანის და სერტიფიცირების საკითხებზე დედოფლისწყაროში ფერმერებისთვის ტრეინინგი ჩატარდა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტომ სახელმწიფო პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ ჩართული 10 ბენეფიციარი კომპანია შეაფასა, რომლებმაც 2016 წლის დეკემბერში
27 დეკემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. ბიუჯეტის პროექტის განხილვას 20 დეპუტატი ესწრებოდა. ბიუჯეტი სესიაზე 18 ხმით მიიღეს.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის 144 ნაგავმზიდი მანქანა და 7209 ნაგავშემკრები კონტეინერი შეიძინა.
საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილე გაიოზ ვასაძე, გამგეობის მიერ დაფინანსებულ ერთ-ერთი პროექტს გაეცნო. სოფელ დიღომში, აღმაშენებლის N60-ში გამგეობის დაფინანსებით, სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია დასრულდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, პირველ ვიცე-პრემიერს, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს მიტარბის პროექტის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
18.01.2017
ნაძალადევის რაიონში, ავშნისა და ნუშის ქუჩების კაპიტალური რეაბილიტაცია გრძელდება.
სრულად
18.01.2017
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი საქართველოს პრეზიდენტის პოზიციას „გაზპრომთან“ დაკავშირებით „დაუფიქრებელს“ უწოდებს.
სრულად
18.01.2017
საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულ ჰონგ-კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
სრულად
18.01.2017
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 2017 წლის „ტურიზმის მდგრადი განვითარების საერთაშორისო წლად" გამოცხადებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.
სრულად
18.01.2017
შპს ”სოკარ ენერჯი ჯორჯია” გაცნობებთ, რომ შპს ”სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი”-სა და შპს ”სოკარ ჯორჯია გაზი”-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა დავით ზუბიტაშვილი.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
18.01.2017
19.01.2017
USD
1
USD
2.6543
2.6624
EUR
1
EUR
2.8335
2.8440
GBP
1
GBP
3.2271
3.2758
RUB
100
RUB
4.4828
4.4972