ქუვეითი - ქვეყანა, სადაც მინიმალური პენსია 3 000 დოლარია, ექიმისა და მასწავლებლის ხელფასი - 15 000 დოლარი
ქუვეითი - ქვეყანა, სადაც მინიმალური პენსია 3 000 დოლარია, ექიმისა და მასწავლებლის ხელფასი - 15 000 დოლარი
27 იანვარი / 2016
ქუვეითი მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა. ეს პატარა ქვეყანა, ფაქტობრივად, ნავთობში ცურავს.
ქუვეითი უზარმაზარი სავაჭრო ცენტრია შუა უდაბნოში, სადაც მდიდარი ქუვეითელები სეირნობენ, თითოეულ მათგანს კი ორი ღარიბი ემიგრანტი ემსახურება.
ქუვეითელების 80% დასაქმებულია სახელმწიფო სამსახურში, დანარჩენები კი კომერციულ კომპანიებში, სადაც უზარმაზარი ხელფასები ენიშნებათ.
ყველა უცხოური კომპანია, რომელიც ქუვეითში მუშაობს, კანონის მიხედვით ვალდებულია, სამსახურში ადგილობრივი მიიღოს და მაღალი ხელფასი დაუნიშნოს.
მაგალითისთვის: ქუვეითელი ქარხანაში მუშად აიყვანეს, დაუნიშნეს ხელფასი 10 000 დოლარი, თუმცა, მის ნაცვლად ინდოელი ”მონა” დღე და ღამეს ასწორებს მინიმალური ანაზღაურების სანაცვლოდ. თავად ქუვეითელი სამსახურშიც არ ცხადდება, მისი დათხოვნა კი შეუძლებელია. მეტიც, როდესაც რაიმე დოკუმენტზეა ხელი მოსაწერი, ხელმძღვანელობა მოწიწებით ურეკავს, დაგვდეთ პატივი, იქნებ მობრძანდეთ და ხელი მოაწეროთო, რაზეც ქუვეითელი მშვიდად პასუხობს: ”ეს თქვენ გჭირდებათ და აქეთ მომაკითხეთ”.
კანონებიც ”გადასარევი” აქვთ. ქუვეითის სასამართლომ ადგილობრივს 5 წელი მიუსაჯა მიკრობლოგ Twitter-ში ქუვეითის ემირის გაკრიტიკებისთვის.
ქვეყანაში ალკოჰოლი აკრძალულია. თუ იგი საზღვარზე გიპოვეს, თავისუფლად გაგაბრუნებენ უკან.
ტურიზმი განვითარებული არ არის. ტურისტული ვიზის მიღება შეუძლებელია. ზამთარში ძლიერი ცივი ქარი ქრის, ზაფხულში კი ტეპმერატურა +50-ს აღწევს. ამას ემატება ალკოჰოლის აკრძალვა და დაბინძურებული ზღვა ცარიელი პლაჟებით.
თუმცა, მიუხედავად ამისა, ნავთობის უდიდესი მარაგი ქვეყნის მოქალაქეებს უდარდელად ცხოვრების საშუალებას აძლევს. ქუვეითის მოსახლეობა 3,5 მილიონ ადამიანს შეადგენს, თუმცა აქედან მხოლოდ 1 მილიონია ქუვეითის მოქალაქე. სწორედ ამ მილიონ ადამიანზე ნაწილდება ქვეყანაში ნავთობიდან მიღებული შემოსავალი. მაგალითად:
1. ახალდაქორწინებული წყვილი ქორწილში სახელმწიფოსგან საჩუქრად 250 000 დოლარს (სხვა მონაცემებით, 15 000 დოლარს) იღებს.
2. ექიმისა და მასწავლებლის ხელფასი - 15 000 დოლარია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრივები რიგით ექიმებად არ მუშაობენ, მხოლოდ ხელმძღვანელ თანამდებობებს იკავებენ.
3. ადგილობრივებისთვის მიწა კაპიკები ღირს, იპოთეკური კრედიტი 250 000 დოლარზე 0%-ია. 5-10 წლის შემდეგ კი დიდი შანსია, კრედიტის ნახევარი მოქალაქეს ჩამოაწერონ.
4. მედიცინა და განათლება უფასოა.
5. საზღვარგარეთ სწავლის მსურველის გამგზავრებისა და სწავლის საფასურს მთავრობა იხდის. სტუდენტს ასევე ენიშნება სტიპენდია 2000 დოლარის ოდენობით.
6. თუ ქუვეითელი ავად გახდა და მისი მკურნალობა სამშობლოში შეუძლებელია, მთავრობა ავადმყოფს უნაზღაურებს მკურნალობის საფასურს
You must have Flash Player installed in order to see this player.
საზღვარგარეთის ნებისმიერ ქვეყანაში, ასევე თანმხლები ნათესავების ხარჯებს.
7. ბავშვების დახმარება ყოველთვიურად 200 დოლარს შეადგენს, სანამ იგი 26 წლის არ გახდება.
8. უმუშევარ ქალებს სახელმწიფო ყოველთვიურად 1400 დოლარით ეხმარება, ვიდრე ქალი სამსახურს არ იშოვის.
9. მინიმალური პენსია 3 ათასი დოლარია.
10. 2007 წელს ხელისუფლებამ მოქალაქეებს 1 მილიარდი დოლარის კრედიტი ჩამოაწერა.
11. ზოგიერთი დღესასწაულის დროს მოსახლეობას ფულს ურიგებენ. მაგალითად, დამოუკიდებლობის 50 წლისთავის აღსანიშნავად ქუვეითის თითოეულ მოქალაქეს 3 500 დოლარი გადასცეს.
12. სამეცნიერო ხარისხის ყოველთვიური დანამატი: მაგისტრი - 700 დოლარი, დოქტორი - 1400 დოლარი.
13. მასწავლებლის ერთჯერადი პრემია სამუშაო გამოცდილების მიხედვით - 18 თვის ხელფასის ტოლია. მამაკაცებისთვის - 30 წელი უწყვეტი სტაჟი, ქალებისთვის - 25 წელი.
14. საშუალო ქუვეითელი ხელფასის გარდა, ბონუსის სახით 50%-ს იღებს.
ყველა ეს ბონუსი მხოლოდ ქუვეითის მოქალაქეებს ეხებათ. ქვეყნის მოსახლეობის 70% ემიგრანტები არიან - უუფლებო მომსახურე პერსონალი, რომელიც "ოქროს 30%"-ს ემსახურება. მოქალაქეობის მიღება, ფაქტობრივად, გამორიცხულია.

დუდანა ზაქარაია

კომენტარები (64)
01.09.2016
***
ჩვენ მოგვიწია დაახლოებით ერთი წელი ქუვეითში ცხოვრება, მინდა გითხრათ, მთლად არც ასეა საქმე. ჩვენს კორპუსში მუშაობდა დამლაგებლად ერთი მამაკაცი, რომლის ხელფასი იყო 120 დოლარი. როცა გავიგე, Dზალიან შემეცოდა, მან კი მითხრა, ახლა ხელფასი მოგვიმატეს, თორე აქამდე 60 დოლარი მქონდაო. აქვე დავძენ რომ ეს იყო 15 სართულიანი კორპუსი, თავისი გასართობი, სპორტული დარბაზებით, ბასეინით და ჯაკუზით. ქვიშიანი ქარების შემდეგ კი შენობის ფასადიც კი უნდა გაერეცხა. .. ქვეყანა უდაოდ ლამაზი და მდიდარია, კარგად მახსოვს ქვეყნის 50 წლის იუბილეც და მოსახლეობისთვის დარიგებული 1000 ქუვეითური დინარი. 1 დინარი=3.5 დოლარის.
01.09.2016
ელვა მეხი
რას წერთ რომ წერთ/ ამ ხალხს კიდე ეს უნდა?? ეს სტატია მთავრობას უნდა უკითხო ჭამის წინ წამის შემდეგ და ძილის წინ. ხოლო ნაცებს ყოველ 5 წუთშიუ ერთხელ. იქნებ ამათ განსაცვიფრებელ და ერუდირებულ გონებაში ჩაიბეჭდოს .. :):):)
მსგავსი სიახლეები
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ქუვეითურ კომპანიებს საქართველოში ბიზნეს-პარტნიორების მოძიებაში დაეხმარება
როგორც ყველა სხვა საქმიანობა, პრეზიდენტობაც ანაზღაურებასთანაა დაკავშირებული. 2001 წელს აშშ-ის პრეზიდენტის წლიური ანაზღაურება 400 000$-მდე გაიზარდა.
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways თანამშრომლებმა ორდღიანი გაფიცვა დაიწყეს
2017 წლის იანვარიდან მასწავლებელთა გარკვეულ კატეგორიას ანაზღაურება გაეზრდება, საშუალო ხელფასი კი 800 ლარი გახდება.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების 8 ათასზე მეტი თანამშრომელი საახალწლოდ თანამდებობრივი სარგოს 80%-ს მიიღებს
შპს „თბილსერვისჯგუფის“ დაბალი რგოლის 4 580-ზე მეტ თანამშრომელს მე-13 ხელფასი 29 დეკემბერს ჩაერიცხება
თბილისის მერიის სტრუქტურებში დასაქმებული დაბალანაზაურებადი პირები მე-13 ხელფასს მიიღებენ
სადარაჯოზე ვართ, რომ ადამიანებს, რომელსაც თავდაცვის სამინისტროდან გაათავისუფლებენ, ჰქონდეთ ადეკვატური კომპენსაცია და ასევე პრიორიტეტული დასაქმების შესაძლებლობები
საქართველოში კანონში ”საექიმო საქმიანობის შესახებ“ ცვლილება შედის. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ცვლილების თანახმად, უმცროს ექიმს
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოს ”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებს 2012-2013 წლებში მიღებული ხელფასები და პრემიები შეახსენა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
18.01.2017
ნაძალადევის რაიონში, ავშნისა და ნუშის ქუჩების კაპიტალური რეაბილიტაცია გრძელდება.
სრულად
18.01.2017
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი საქართველოს პრეზიდენტის პოზიციას „გაზპრომთან“ დაკავშირებით „დაუფიქრებელს“ უწოდებს.
სრულად
18.01.2017
საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულ ჰონგ-კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
სრულად
18.01.2017
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 2017 წლის „ტურიზმის მდგრადი განვითარების საერთაშორისო წლად" გამოცხადებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.
სრულად
18.01.2017
შპს ”სოკარ ენერჯი ჯორჯია” გაცნობებთ, რომ შპს ”სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი”-სა და შპს ”სოკარ ჯორჯია გაზი”-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა დავით ზუბიტაშვილი.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
18.01.2017
19.01.2017
USD
1
USD
2.6543
2.6624
EUR
1
EUR
2.8335
2.8440
GBP
1
GBP
3.2271
3.2758
RUB
100
RUB
4.4828
4.4972