საიუბილეო Lamborghini Centenario გამოსვლამდე გაიყიდა
საიუბილეო Lamborghini Centenario გამოსვლამდე გაიყიდა
27 იანვარი / 2016
იტალიური ავტომწარმოებლის Lamborghini-ს საიუბილეო მოდელი Centenario, რომელიც კომპანიის დამაარსებლის ფერუჩიო ლამბორგინის დაბადების 100 წლის იუბილეს მიეძღვნება, ჟენევის ავტოშოუზე ოფიციალურ დებიუტამდე ორი თვით ადრე გაიყიდა.
ეს განსაკუთრებული ავტომობილი, რომელიც Lamborghini Aventador-ის პლატფორმაზე შეიქმნება, სულ 40 ერთეული გამოვა, საიდანაც 20 კუპე
You must have Flash Player installed in order to see this player.
იქნება, 20 კი კაბრიოლეტი. ავტომობილი 2,2 მილიონი ევრო ეღირება, თუმცა კომპანიის ერთგულმა კლიენტებმა უკვე შეიძინეს ნახვის გარეშე.
„ლამბორგინის“ ამჟამინდელმა მმართველმა სტეფან ვინკელმანმა პირობა დადო, რომ ჟენევის ავტოშოუზე „რაიმე განსაკუთრებულს“ წარმოადგენდა. მისი თქმით, სიახლე იქნებოდა ტექნოლოგიური ნოუ ჰაუსა და ე.წ. street-legal-ის მიქსი, რომელიც ასე მნიშვნელოვანია მყიდველისთვის. შემქმნელების განცხადებით, ავტომობილი იქნება ტექნოლოგიურად ყველაზე სრულყოფილი „ლამბო“, რომელიც ამავდროულად მძლავრ 759 ცხენისძალიან აგრეგატს მიიღებს.
სპეცმოდელები „ლამბორგინისთვის“ სიახლე არ არის. კომპანიამ გასულ წლებში ასევე ლიმიტირებული რაოდენობით გაყიდა ისეთი მოდელები, როგორებიცაა Sesto Elemento, Aventador J და Reventon. მიმდინარე წელს „ლამბორგინი“ კიდევ ერთ თარიღს აღნიშნავს. ეს არის მოდელ Lamborghini Miura-ს 50 წლის იუბილე, რომელიც პირველად 1966 წელს გამოვიდა. თუმცა ჯერ უცნობია, რას გეგმავენ კომპანიაში ამ თარიღის აღსანიშნავად.

კოკა კვირკველია
კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ფისკალური სურათის მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი გაჯანსაღების პროცესი გვაქვს
საქართველოში ინოვაციური პროდუქტი გამოჩნდა, რომელიც საფლავზე დატანებული უნიკალური QR-კოდის საშუალებით გარდაცვლილი ადამიანის შესახებ ინფორმაციის ნახვის შესაძლებლობას იძლევა.
მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის 2017 წლის ინდექსში საქართველომ 136 ქვეყანას შორის 3,70 ქულით 70-ე ადგილი დაიკავა.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო და ახლად დაფუძნებული ,,საქართველოს ბიზნეს ანგელოზების ასოციაცია’’ თანამშრომლობას იწყებენ.
“დარიალი ჰესის” მიმდებარედ, მეწყერის შემდეგ, თანამედროვე ტექნოლოგიების შეტყობინების სისტემა დამონტაჟდა
სინათლის სხივი და იშვიათ მეტალის, როდიუმის ნანონაწილაკები საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ დიუკის უნივერსიტეტის მკვლევარებს ნახშირორჟანგი საწვავის ბევრი ტიპის მისაღებად საჭირო ერთ-ერთი მთავარი ბლოკი მიეღოთ.
კომპანია "მაიკროსოფტმა" ახალი სტრატეგია "ქლაუდი" წარადგინა. "მაიკროსოფტის" განმარტებით, "ქლაუდის" ტექნოლოგიამ ბიზნესისთვის გარდამტეხი მნიშვნელობის შესაძლებლობები გააჩინა.
მსოფლიოში სულ 88 მილიარდერი ქალია, რომლებმაც ქონება თავად დააგროვეს. მათი საერთო ქონება ჯამში 194 მილიარდი დოლარია.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ”სილიკონ ველი თბილისის” ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს ეწვია. პრეზიდენტმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ახალი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ვირტუალური რეალობის სათვალეების მწარმოებელი კომპანია Oculus, რომელიც სოციალურ ქსელ Facebook-ს ეკუთვნის, სასამართლოს გადაწყვეტილებით ვალდებულია კომპანია Zenimax-ს გადაუხადოს ნახევარი მილიარდი დოლარი.
რუბრიკის სხვა სიახლეები
28.04.2017
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს ერთხმად დაუჭირა მხარი.
სრულად
28.04.2017
პირველად საჯარო სექტორში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საპილოტე რეჟიმში თანამშრომლებისთვის ახალი პროექტი „სახლიდან მუშაობის დღე“ დანერგა.
სრულად
28.04.2017
ჩვენ არ გვითქვამს, რომ უნდა დაიხუროს „ელიავას ბაზრობა“, თუმცა შევთავაზეთ იდეა, როგორ შეიძლება ეს ბაზრობა ფუნქციონირებდეს სხვა ადგილებში
სრულად
28.04.2017
ახალი რეგულაციით „თბილისის მიკროავტობუსს“ ტარიფის გაზრდის უფლება ჩამოერთვა და ტარიფის რეგულირება თბილისის მერიის კომპეტენციაში გადმოვიდა
სრულად
28.04.2017
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე რევაზ ასათიანი პროექტის PAFAI (Promoting Access to Finance and Agri Insurane) შედეგების შეჯამების ღონისძიებას დაესწრო.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
28.04.2017
29.04.2017
USD
1
USD
2.4751
2.4416
EUR
1
EUR
2.6996
2.6701
GBP
1
GBP
3.1939
3.1604
RUB
100
RUB
4.3579
4.2768