საპენსიო ასაკს მიღწევა აღარ იქნება დასაქმებულის გათავისუფლების საფუძველი
საპენსიო ასაკს მიღწევა აღარ იქნება დასაქმებულის გათავისუფლების საფუძველი
28 იანვარი / 2016
საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შესული ცვლილების შესაბამისად, 2017 წლის პირველი იანვრიდან ასაკი აღარ იქნება იმის საფუძველი, რომ დასაქმებული სამსახურიდან გათავისუფლდეს.
აღნიშნული ინიციატივა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს დიმიტრი ხუნდაძეს ეკუთვნის.
როგორც დიმიტრი ხუნდაძემ "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლება საპენსიო ასაკის გამო, ასაკობრივი დისკრიმინაციაა, რის გამოც კანონში ცვლილება აუცილებლობას წარმოადგენდა.
"პარლამენტმა უკვე მიიღო საჯარო სამსახურის შესახებ კანონი, რომელიც 2017 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება. ჟურნალისტების და საზოგადოების მხრიდან ინიციატივის ინტერპრეტაცია იყო ორაზროვანი, თითქოს ასაკობრივი ზედა ზღვარი წესდებოდა. ეს არ შეესაბამება სიმართლეს. საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ საპენსიო ასაკს მიღწევა არ იქნება დასაქმებულის გათავისუფლების საფუძველი", - აღნიშნავს დიმიტრი ხუნდაძე.
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ 2016 წლის 20 აგვისტომდე საჯარო სამსახურის შესახებ კანონი ითვალისწინებდა ასაკის გამო პირის სამსახურიდან გაშვებას. მთავრობამ აღნიშნული ნორმა შეაჩერა, მაგრამ ახალ კანონში, რომელიც 2017 წლიდან უნდა ამოქმედებულიყო, ეს ჩანაწერი ისევ გაჩნდა.
,,ჩემი პოზიცია იყო, რომ ეს ნორმა ასაკობრივი დისკრიმინაციაა, მთავრობამ შენიშვნა გაითვალისწინა და შესაბამისი ცვლილებაც მივიღეთ", - აღნიშნავს დიმიტრი ხუნდაძე.
გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ალექსანდრია ინიციატივას მიესალმება. მისი თქმით, ასაკის მიხედვით ადამიანის დისკიმინაცია გამორიცხული უნდა იყოს შრომით ურთიერთობებში. ალექსანდრია აცხადებს, რომ ამ ტიპის დისკრიმინაციის შემთხვევები დღესაც გრძელდება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში, თუმცა ამის შესახებ გაცხადებულად არავინ საუბრობს და არც გათავისუფლების ბრძანებაში არავინ წერს.
გოჩა ალექსანდრია ერთ-ერთ მაგალითად ასახელებს გორის წისქვილკომბინატ ,,კარმენს," საიდანაც მისი თქმით, 7 ადამიანი სწორედ იმ მოტივით გაათავისუფლეს, რომ საპენსიო ასაკს მიახლოებულები არიან.
"ზეპირსიტყვიერად პირდაპირ უთხრეს - ასაკში ხართ და რამდენ ხანს უნდა იმუშაოთო. ბრძანებაში კი ჩაწერეს, რომ უშვებენ რეორგანიზაციისა და შრომის კონტრაქტის ვადის ამოწურვის გამო. თუმცა ყველამ ვიცით, რომ რეალურ მიზეზს საპენსიო ასაკს მიღწევა წარმოადგენდა", - აცხადებს გოჩა ალექსანდრია.
მისი თქმით, ამ ინიციატივას ჰყავდა გარკვეული მოწინააღმდეგეები, რომელთა ძირითადი არგუმენტი იყო ის, რომ მაგალითად 70 წლის ადამიანი ვერ შეძლებს დაკისრებული ფუნქციების შესრულებას.
"ადამიანის გათავისუფლება არც ერთ ქვეყანაში არ არის დაშვებული ასაკის გამო", - აცხადებს ალექსანდრია.
პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე აღნიშნავს, რომ გათავისუფლების მიზეზი
You must have Flash Player installed in order to see this player.
შეიძლება იყოს მხოლოდ არასაკმარისი კვალიფიკაცია.
,,თუ ვერ მუშაობს ნაყოფიერად, ავიწყდება რაღაცეები, ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს, ეს ყველაფერი აუცილებლად აისახება მის დისციპლინაზე, ან მისი შრომის კვალიფიკაციაზე, რაც შესაძლოა გახდეს მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი. ეს შრომის კოდექსშიც წერია და საჯარო სამსახურის შესახებ კანონშიც. ხომ ვერავინ დაამტკიცებს იმას, რომ მაინცდამაინც 70 წელს გადაცილებული ადამიანი ხდება გულმავიწყი, ან დაგვიანებებს იწყებს?! აგვიანებს ახალგაზრდაც და ხანდაზმულიც. ასაკი არაფერ შუაშია", -აცხადებს პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე.
გოჩა ალექსანდრიას თქმით, დასაქმებულს 2017 წლიდან უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მიმართოს შრომის ინსპექციას.
,,ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ შრომით ინსპექტორებს მიეცეთ სანქციის გაცემის საშუალება, დაჯარიმების უფლება შრომითი უფლებების დარღვევის შემთხვევებში. ამისთვის სერიოზული ბრძოლა გვაქვს ხელისუფლებასთან. ბიზნესი ლობირებს, რომ შრომის ინსპექტორები ან არ არსებობდნენ, ან არ ჰქონდეთ სანქციების დაწესების შესაძლებლობა", - აღნიშნავს გოჩა ალექსანდრია.

დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ კორძახია კი აცხადებს, რომ ქართული კანონმდებლობით პრობლემა ასაკის გამო გათავისუფლებასთან დაკავშირებით მხოლოდ და მხოლოდ საჯარო სექტორშია.
,,ჩვენს შემთხვევაში, კერძო კომპანიებთან დაკავშირებით არავითარი პრობლემა არ გვქონია და არც გვექნება, რადგან სამართლებრივად საპენსიო ასაკის გამო გათავისუფლების მითითებას კანონი არ ითვალისწინებს. ეს შეზღუდვა იყო საჯარო სამსახურში", - აცხადებს კორძახია. მისი თქმით, შესაძლოა ერთეული შემთხვევები დაფიქსირებულა, მაგრამ ბიზნესი განვითარებაზეა ორიენტირებული და მისთვის მნიშვნელოვანი კვალიფიკაციაა და არა - ასაკი.

ქრისტინე გამთენაძე

კომენტარები (8)
01.02.2016
კაალი
ამ პაქტსს მივესალმები . საჯირო კადრები ტუ არ გყავსს მაშინ გამოცდილმა პერსონალმა რომ განაგრდზოსს მუშაობა ეს კარგია ,მეორე მხრივ საქარტველოში ისედაც ცოტა სამსახურებიაა და ახალგაზრდობისტვის სამუშაოო ადგილები მოძებნა პრობლემად რჩება . გამოცდილი პერსონალი მაშინ უნდა გაანტავისუპლონ როცა მისი შემცვლელი მასზეუკეტესია ან მასავიტ კარგიაა. ბებერი ხარისა რქებიცა ხნავენ და ვისწავლოტ და დავეუპლოტ უპროსებისგან
29.01.2016
თინა
იგივე ხდება დღეს ''ჯორჯიან უოთერენდ პაუერში''გაერთიანებულ წყალმომარაგებაში,რუსთავში უცერემონიოდ უშვებენ პენსიონერებს სამუშაოდან.ამ ხალხს 1 თებერვლიდან ანთავისუფლებენ.სირცხვილია ბოლოსდაბოლოს სირცხვილი.წლობიტ ნამუშევარ პროფესიონალებს გარეთ უშვებენ და უვიცებით გაავსეს რუსთავის წყალმომარაგების სამმართველო ნათესავ ახლობლებით.
მსგავსი სიახლეები
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურმა საქართველოს პარლამენტს წარუდგინა და საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას შესაძლოა 10-მდე კლინიკა გამოეთიშოს.
საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს მოუწოდებს, გააძლიეროს საზედამხედველო ფუნქცია ”გაზპრომთან” მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით და წარმოადგინოს გეგმა, თუ როგორ მოხდება მოსალოდნელი რისკებისა და საფრთხეების დაზღვევა-მინიმალიზაცია.
მთავრობამ პარლამენტს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში ცვლილებების განხორციელების ინიციატივით მიმართა.
მთავრობის წევრი უფლებამოსილი, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია, დაესწროს ფრაქციის სხდომას და პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს.
საპარლამენტო უმცირესობა ”გაზპრომის” საკითხზე ენერგეტიკის მინისტრს კახა კალაძეს პარლამენტში იბარებს.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი ელენე ხოშტარია ”გაზპრომთან” დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაში საქართველოს უსაფრთხოების რღვევის საფრთხეს ხედავს.
საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი მაია მელიქიძე მიიჩნევს, რომ სესხების გალარების ინიციატივა პოზიტიურია, მაგრამ გარკვეული რისკები ახლავს.
ქუთაისში არსებული კერძო ტაქსების მფლობელები და მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ავტომანქანებით პარლამენტის შენობის წინ მივიდნენ.
მხოლოდ 2016 წელს 1 მილიონ 200 ათასზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით
რუბრიკის სხვა სიახლეები
20.01.2017
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა ძალიან კარგად ვითარდება”
სრულად
20.01.2017
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურმა საქართველოს პარლამენტს წარუდგინა და საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები.
სრულად
20.01.2017
20 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.6763 ლარი შეადგინა.
სრულად
20.01.2017
კომპანია “საქნახშირმა“ 2016 წელს განხორციელებული აქტივობები შეაჯამა, - ამის შესახებ  ”საქნახშირიდან” იუწყებიან.
სრულად
20.01.2017
საქართველოში ოქროს ფასმა ბოლო 1 თვის განმავლობაში 1.5-5 ლარის ფარგლებში მოიმატა.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
20.01.2017
21.01.2017
USD
1
USD
2.6624
2.6763
EUR
1
EUR
2.8440
2.8457
GBP
1
GBP
3.2758
3.2894
RUB
100
RUB
4.4972
4.4722