დახურვიდან ორი წლის თავზე "ლაგუნა ვერეს" რეაბილიტაცია ჯერ არც დაწყებულა
დახურვიდან ორი წლის თავზე "ლაგუნა ვერეს" რეაბილიტაცია ჯერ არც დაწყებულა
28 იანვარი / 2016
უკვე 2 წელიწადზე მეტია, რაც საცურაო სპორტული კომპლექსი "ლაგუნა ვერე" აღარ ფუნქციობს. უმუშევრადაა დარჩენილი ობიექტის 300-მდე თანამშრომელი, ადგილზე კი ვითარება კვლავ უცვლელია. თანამშრომლების ნაწილი "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ კომპლექსის დახურვის შემდეგ მათთან კონტაქტზე არავინ გასულა. თავად "ლაგუნა ვერეს" გენერალურმა დირექტორმა კი კომპლექსის ბედზე ჩვენთან საუბარი არ ისურვა და გვითხრა, რომ "ლაგუნა ვერეზე" რეაბილიტაციის დაწყება მისი გადასაწყვეტი არ არის.

აღსანიშნავია, რომ თავის დროზე კომპლექსის დახურვა ხელმძღვანელობამ მოშლილი ინვენტარითა და გაუმართავი სისტემით ახსნა. მათ შორის გენერალური დირექტორი დავით ჩხეტიანიც "რეზონანსთან" საუბრისას ამბობდა, რომ ობიექტს განადგურება არ ემუქრებოდა. უფრო მეტიც, მან ჩვენთან საუბრისას თანამშრომლებს პირობა მისცა, რომ კაპიტალური რემონტის შემდეგ მათ სამსახურში აღადგენდა, თუმცა ორი წლის თავზე ამ ადგილას არც რეაბილიტაციაა დაწყებული და არც თანამშრომლებმა იციან რამე თავიანთი ბედ-იღბლის შესახებ.

"რეზონანსი" ვითარებაში უკეთ გასარკვევად ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა დაცვამ შენობის დათვალიერების საშუალება არ მოგვცა და გვითხრა, რომ ობიექტზე უცხო პირებისა და მითუმეტეს, ჟურნალისტების შეშვება კატეგორიულად აკრძალული აქვთ. იქვე ახლოს მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე მომუშავე თანამშრომლებმა კი გვითხრეს, რომ ტერიტორიაზე არაფერი შეცვლილა, ადგილზე კი დიდი ხანია თვალითაც არავინ უნახავთ. პრინციპში ის, რომ სამუშაო დაწყებული არ არის, გარედანაც კარგად ჩანს.

"ჩვენ აქ მხოლოდ ტერიტორიას ვიცავთ, რადგან შენობის შიგნით შესვლა უცხო პირებს ეკრძალებათ. რა მდგომარეობაა ახლა და რა გეგმები აქვს "ლაგუნა ვერეს" ხელმძღვანელობას, ჩვენთვის უცნობია, ამიტომ თქვენს შეკითხვებს ვერ ვუპასუხებთ. ამ ეტაპზე შენობის შიგნით არანაირი სარემონტო სამუშაოები არაა დაწყებული, არც ის ვიცით, განახლდება თუ არა სპორტკომპლექსი.

"ჩვენთან ამ თემაზე არავის უსაუბრია. ისე, პერიოდულად მოდიან-ხოლმე და რაღაც საკითხებზე მსჯელობენ, თუმცა ამ დეტალებზე ჩვენ წვდომა არ გვაქვს. ერთი რამ შეგვიძლია გითხრათ, რომ ტერიტორიაზე უცხო პირების და მით უმეტეს ჟურნალისტების შეშვება კატეგორიულად გვაქვს აკრძალული, სხვას ჩვენ ვერაფერს გეტყვით", - გვითხრა დაცვის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა.

"ჩვენ აქ წლებია ვიმუშაობთ და სპორტკომპლექსის თითქმის ყველა თანამშრომელს ვიცნობთ. ბოლოს ეს ადამიანები რამდენიმე წლის წინ, როცა აქაურობა დახურეს, მაშინ ვნახეთ. მას შემდეგ აქ კაციშვილის ჭაჭანება არაა, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ აქ ვინმე მოსული არ გვინახავს. ამბობენ, რომ
You must have Flash Player installed in order to see this player.
ობიექტის რემონტი უნდა დაწყებულიყო, მაგრამ აქ აგურიც კი არავის გადაუადგილებია.

მერე ისიც ითქვა, რომ ამ ადგილზე კორპუსების მშენებლობა იგეგმებოდა, რას აპირებენ და როდის, ჩვენ ნამდვილად არ ვიცით, მაგრამ მგონია, რომ იმ ადგილის განადგურება, სადაც თაობები გაიზარდნენ და ჯანსაღი ცხოვრება ისწავლეს, უღირსი საქციელი იქნება", - გვითხრეს "ლაგუნა ვერესთან" ახლოს მდებარე ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომლებმა.

"ლაგუნა ვერეს" ყოფილი თანამშრომელი კი გვიყვება, რომ ობიექტის დახურვის შემდეგ მათთან კონტაქტზე არავინ გასულა. მისი თქმით, თანამშრომლების უმრავლესობამ არ იცის, რა ბედი ელის სპორტულ კომპლექსს და არც იმაზე აქვთ ინფორმაცია, დააბრუნებენ თუ არა ობიექტის აღდგენის შემთხვევაში სამსახურში.

"3 წლის წინ, როცა სპორტკომპლექსი დაიხურა, თანამშრომლებმა საჯაროდ ვისაუბრეთ, რომ "ლაგუნა ვერეს" განადგურებას არ დავუშვებდით, თუმცა ხელმძღვანელობამ მაშინ პირობა დადო, რომ კომპლექსის დანგრევა გეგმაში არ იყო. პირიქით, როგორც გვითხრეს, რაც შეიძლება მოკლე ვადებში რეაბილიტაცია უნდა დაწყებულიყო, ხოლო თანამშრომლებს, უკლებლივ ყველას, სპორტკომპლექსში დაგვაბრუნებდნენ.

"მას შემდეგ ჩვენთან კავშირზე არავინ გამოსულა, არც ის ვიცით, შიგნით რა ხდება, ობიექტს დაცვის პოლიცია აკონტროლებს. საუბარი იყო და დღემდე გრძელდება, რომ ტერიტორია ფონდ "ქართუს" მიჰყიდეს, ისინი კი აქ კორპუსების მშენებლობას გეგმავენ. "ლაგუნა ვერეზე" 300-მდე პროფესიონალი ადამიანი იყო დასაქმებული, რომლებმაც მთელი ცხოვრება იქაურობის შენარჩუნებას შეალიეს. ეს ადამიანები დღეს უმუშევრები არიან, მათ შორის მეც. ჩემი ინფორმაციით, სხვა დეტალებზე წვდომა არც დანარჩენ თანამშრომლებს აქვთ, რადგან არავინ არაფერს გვეუბნება:

"ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ "ლაგუნა ვერეს" არ დავთმობთ, იქ თაობები გაიზარდნენ და ასე უნდა გაგრძელდეს მომავალშიც. არ შეიძლება ასეთი აგდებული დამოკიდებულება, ეს კომპლექსი ჩვენი, თანამშრომლების ერთიანობით მოვიდა აქამდე. არავინ ამბობს, რომ იქ ყველაფერი რიგზე იყო, არა, ბატონო, ყველაფერი ხელახლაა გასაკეთებელი და ამის პირობა უკვე გაიცა, კეთილი ინებონ და დანაპირები სისრულეში მოიყვანონ. ნურავის ეგონება, რომ ეს ამბავი დაგვავიწყდა, ველოდებით კიდევ ცოტა ხანს, ვნახავთ, რას იზამენ და მერე ჩვენც ამოვიღებთ ხმას", - უთხრა "რეზონანსს" სპორტკომპლექსის ყოფილმა თანამშრომელმა, რომელმაც ვინაობის გამხელა ასევე არ ისურვა.

საგულისხმოა, რომ "ლაგუნა ვერეს" დახურვის შემდეგ პრესაში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს კომპლექსი ფონდმა "ქართუმ" შეიძინა. დავით ჩხეტიანი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს, თუმცა არ ამბობს, მისი მფლობელი ვინ არის. მან არც სამომავლო გეგმებზე ისურვა რაიმეს თქმა. თუმცა ცნობილია ის, რომ დავით ჩხეტიანის შვილი, ნიკოლოზ ჩხეტიანი ფონდ "ქართუს" გამგეობის თავმჯდომარეა და ბიძინა ივანიშვილის ა/ო "მოქალაქის" ხელმძღვანელი.

დავით ჩხეტიანი: "როდის დაიწყება სპორტკომპლექსის რეაბილიტაცია, ობიექტის მფლობელის გადასაწყვეტია, მე მხოლოდ დაქირავებული ჩინოვნიკი ვარ, რომელიც თქვენს შეკითხვებს ვერ უპასუხებს. დაიცადეთ ცოტა ხანს და შესაბამისი კომპეტენციის ადამიანები თავად გააკეთებენ განცხადებას, თუ რა ბედი ელის ამ შენობას. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ "ლაგუნა ვერე" ამორტიზებულია, მისი დაარსებისა და ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ კომპლექსის კაპიტალური შეკეთება არ მომხდარა.

"რაც შეეხება თანამშრომლებს, წინასწარ ვერაფერს გეტყვით, ვის დავაბრუნებთ ობიექტის აღდგენის შემთხვევაში და ვის არა. ბუნებრივია, გამოცდილი და პროფესიონალი კადრები, რომლებიც ობიექტისთვის ღირებულნი იქნებიან, სამსახურს დაუბრუნდებიან, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამაზე წინასწარ ლაპარაკი არ მსურს, ეს ჩემი პირადი აზრია.

"არ ვიცი, ობიექტი ფონდმა "ქართუმ" შეიძინა თუ არა, ამას ვერ დაგიდასტურებთ, რადგან საქმის კურსში არ ვარ. კი, ბატონო, ამ ობიექტის დირექტორი გახლავართ, მაგრამ ვერ ვხვდები, რაში გჭირდებათ ასეთი კითხვების დასმა. მაშინ მეც დაგისვამთ კითხვას - პირადად თქვენ სადაც მუშაობთ, იმ ორგანიზაციის ყველა საკითხში ერკვევით? რატომ მისვამთ ამგვარ კითხვებს? ამ კითხვებზე პასუხს არ გაგცემთ", - განუცხადა "რეზონანსს" დავით ჩხეტიანმა.

სალომე სარიშვილი
გაზეთი "რეზონანსი"

კომენტარები (1)
28.01.2016
ოთარი
ამ ადგილზე აუზს რა უნდა? კაი კორპუსი მოუხდება ნამდვილად, აი გორკის ბაღში უკვე მიდის სასტუმროს მშენებლობა, ლაგუნას პატრონები ზარმაცობენ ეტყობა
მსგავსი სიახლეები
დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას ინფორმაციით, პეკინის გამზირზე სამუშაოები 10 სექტემბრამდე დასრულდება.
ქალაქ ოზურგეთში, ნიკოლაძის ქუჩაზე, N4 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის სამშენებლო სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ასრულებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ პეკინის გამზირზე წყალმომარაგების სისტემის სრული განახლების მიზნით მასშტაბური სამუშაოების დიდი ნაწილი დაასრულა.
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კონგრესს თეთრი სახლის 377 თანამშრომლის ანაზღაურების შესახებ ანგარიში გადაუგზავნა.
აგვისტოს დასაწყისისთვის გახდება ცნობილი, მოხდება თუ არა პეკინის ქუჩაზე ცალმხრივი მოძრაობის სქემაზე მუშაობა
„ლაგუნა ვერეს“ მდგომარეობის შესახებ კადრები დედაქალაქის საკრებულოს დამოუკიდებელმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გაავრცელა.
ზაფხულში შეკვეთილში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნება, რომელსაც 2 000 კვ.მ მოცულობის აკვარიუმი და 150 მეტრზე ზღვაში შეჭრილი აუზი ექნება.
საცობები და შეფერხება იქნება, მაგრამ ვნახოთ, საპატრულო პოლიცია ცდილობს, რომ მაქსიმალურად განტვირთოს ნაკადები
პეკინის გამზრიზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში იწარმოებს
რუბრიკის სხვა სიახლეები
23.07.2017
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებით, ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საგადასახადო დავალიანების შესახებ ინფორმაცია საჯარო 2017 წლიდან გახდა, არის ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.
სრულად
23.07.2017
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის საავტომობილო გზის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა-რეკონსტრუქცია დაასრულა
სრულად
23.07.2017
სნოში დღეს პილიგრიმებისთვის 34- ადგილიანი სასტუმრო გაიხსნება.
სრულად
23.07.2017
23 ივლისს, BLACK SEA ARENA - ზე ქეთი მელუას კონცერტი გაიმართება. Check in Georgia -ს ფარგლებში, BLACK SEA ARENA - ზე რამდენიმე კონცერტი გაიმართება.
სრულად
23.07.2017
მართვის მოწმებებზე ქულათა სისტემის ამოქმედების შემდეგ, ერთ კვირაში ყველაზე მეტი ჯარიმა 4 კატეგორიის სამართალდარღვევაზე დაიწერა.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
23.07.2017
24.07.2017
USD
1
USD
2.3983
2.3983
EUR
1
EUR
2.7923
2.7923
GBP
1
GBP
3.1183
3.1183
RUB
100
RUB
4.0713
4.0713