რა უჯდება სახელმწიფოს ყოფილი თანამდებობის პირების შენახვა
რა უჯდება სახელმწიფოს ყოფილი თანამდებობის პირების შენახვა
29 იანვარი / 2016
საზოგადოების მხრიდან ხშირად ისმის კრიტიკა მაღალი თანამდებობის პირთა ანაზღაურების შესახებ. მედიასაშუალებებშიც ხშირად გავრცელებულა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ მინისტრს ან პარლამენტარს რამდენი აქვთ ანაზღაურება, დანამატი და ა.შ.

AMBEBI.GE იმის გარკვევას შეეცადა, თუ რა უჯდება სახელმწიფოს უკვე ყოფილი თანამდებობის პირთა შენახვა. ამ შემთხვევაში ყოფილი პარლამენტარების, პრემიერ-მინისტრებისა და პრეზიდენტების ანაზღაურებით დავინტერესდით.

როგორც იურისტმა ლევან ალაფიშვილმა გვითხრა, ყოფილი პრეზიდენტები არ იღებენ ფულად დახმარებას, მათ მხოლოდ პირადი დაცვა უნარჩუნდებათ, ხოლო პრეზიდენტის ოჯახი იმ შემთხვევაში იღებს დახმარებას, თუ ეს უკანასკნელი გარდაცვლილია ან ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და ოჯახის რჩენა არ შეუძლია.

"ყოფილი პრეზიდენტი, თუ ის არის ცოცხალი, ჯანმრთელი და შეუძლია მუშაობა, არანაირ დახმარებას არ იღებს სახელმწიფოსგან, მაგრამ თუ არის გარდაცვლილი ან ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს ცუდი, მისი ოჯახი სახელმწიფოსგან იღებს დახმარებას", - ამბობს ლევან ალაფიშვილი.

"სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ" მთავრობის დადგენილების თანახმად, პრემიერ-მინისტრსაც და პრეზიდენტსაც თანამდებობის დატოვების შემდეგ პირადი დაცვა უნარჩუნდებათ სიცოცხლის ბოლომდე. დაცვით უზრუნველყოფილნი არიან მათი ოჯახის წევრებიც.

რაც შეეხება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის
You must have Flash Player installed in order to see this player.
თანამშრომელთა ანაზღაურებას, ზემოთაღნიშნული დადგენილების მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის დაცვის მთავარი სამმართველოს უფროსისისა და უფროსის მოადგილის ანაზღაურება 2500 ლარია, ცვლის უფროსი იღებს 2000 ლარს, დაცვის უფროსი ოფიცერის ანაზღაურება 1800 ლარია, ხოლო დაცვის ოფიცერის 1600 ლარი. პრეზიდენტის პირადი დაცვის დეპარტამენტის უფროსის ანაზღაურება 2400 ლარს შეადგენს, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა კი 2100 ლარს. პრემიერ-მინისტრის დაცვის უფროსი ოფიცრის ანაზღაურება 1500 ლარია, ხოლო დაცვის ოფიცრის 1300 ლარი.

რაც შეეხება ყოფილ პარლამენტარებს, როგორც პარლამენტში გვითხრეს, ყოფილ დეპუტატებს ენიშნებათ სახელმწიფო კომპენსაცია, ანუ ყველასათვის ცნობილი პენსია და აკადემიური სტიპენდია.

"პარლამენტის წევრს ენიშნება კომპენსაცია, ანუ ის, რასაც ჩვენ პენსიას ვეძახით. ეს ენიშნებათ ჩვეულებრივ 65 წლის, ანუ საპენსიო ასაკში. საპენსიო თანხა შეადგენს არაუმეტეს 560 ლარს. გარდა ამისა, არის მეორე შემთხვევა, როცა ყოფილი დეპუტატი იყო პარლამენტის წევრი და აქვს 25-წლიანი სტაჟი, როცა ასეთი შემთხვევებია, აუცილებელი არ არის ის ადამიანი იყოს 65 წლის, შეიძლება იყოს უფრო ახალგაზრდაც. ამ შემთხვევაშიც იგივე თანხა ინიშნება, ანუ 560 ლარი, ამ ოდენობაზე მაღალი არ ენიშნებათ არცერთ შემთხვევაში", - განაცხადეს პარლამენტის პრესსამსახურში.

თეა ბეჟიტაშვილი
AMBEBI.GE
კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
"გულახდილი რჩევა პირადი გამოცდილებიდან - ნუ დაავალებთ სარემონტო სამუშაოების შესრულებას "შინაურს", გაცილებით ძვირი დაგიჯდებათ
სახელმწიფო აუდიტის სამსახური პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერის მიერ გადაცემული მასალების შესწავლას იწყებს, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტში შემავალი გამგეობების ფინანსურ საქმიანობას შეეხება.
ფოთის ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენლების შეხვედრა დაზარალებულ მოვაჭრეებთან დასრულდა.
ფოთის დამწვარ სავაჭრო ცენტრში სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია მივიდა. მისი შეფასებით, ვითარება ძალიან მძიმეა.
არჩევის შემთხვვევაში ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩვენი დედაქალაქი, ჩვენი თბილისი იყოს წარმატებული
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეულმა ჯამურმა ხარჯმა 6 თვეში შეადგინა 5 315,0 მლნ ლარი, რაც 6 თვის გეგმის 95%, ხოლო წლიური გეგმის 46,6%-ია.
ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური აქტივობიდან გამომდინარე, გაზრდილია ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებიც, რომლის მაჩვენებელმა 6 თვეში 4 748,2 მლნ ლარი შეადგინა, რაც გეგმის 105,4%-ია, ხოლო გასული წლის მაჩვენებელს 14,2%-ით აღემატება
ასი ათასობით ლარი იხარჯება იმ ზომის ნერგების შესაძენად, რომელთა გახარება პრაქტიკულად შეუძლებელია
სადაზღვევო კომპანია GPI-ს განცხადებით, ელიავას ბაზრობაზე მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებულებისთვის ზარალის ანაზღაურება ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენის შემდეგ მოხდება.
2017 წლის პირველ კვარტალში, 2016 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება 11%-ით -  101.6 ლარით გაიზარდა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
23.07.2017
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებით, ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საგადასახადო დავალიანების შესახებ ინფორმაცია საჯარო 2017 წლიდან გახდა, არის ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.
სრულად
23.07.2017
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის საავტომობილო გზის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა-რეკონსტრუქცია დაასრულა
სრულად
23.07.2017
სნოში დღეს პილიგრიმებისთვის 34- ადგილიანი სასტუმრო გაიხსნება.
სრულად
23.07.2017
23 ივლისს, BLACK SEA ARENA - ზე ქეთი მელუას კონცერტი გაიმართება. Check in Georgia -ს ფარგლებში, BLACK SEA ARENA - ზე რამდენიმე კონცერტი გაიმართება.
სრულად
23.07.2017
მართვის მოწმებებზე ქულათა სისტემის ამოქმედების შემდეგ, ერთ კვირაში ყველაზე მეტი ჯარიმა 4 კატეგორიის სამართალდარღვევაზე დაიწერა.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
23.07.2017
24.07.2017
USD
1
USD
2.3983
2.3983
EUR
1
EUR
2.7923
2.7923
GBP
1
GBP
3.1183
3.1183
RUB
100
RUB
4.0713
4.0713