რა უნდა გაკეთდეს საქართველოში ინტერნეტ-კაზინოების შესაზღუდად
რა უნდა გაკეთდეს საქართველოში ინტერნეტ-კაზინოების შესაზღუდად
30 იანვარი / 2016
ინტერნეტ-კაზინოების მიმართ მკაცრი რეგულაციების დაწესების ინიციატივით ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი 2015 წლის ბოლოს გამოვიდა. მას შემდეგ საკითხი საზოგადოებაში განხილვის საგანი გახდა და ახლა იმაზე მიდის მსჯელობა, თუ როგორ შეიძლება ინტერნეტ-კაზინოების შეზღუდვა. ჯერჯერობით ინიციატივა მხოლოდ ინიციატივის დონეზეა და უცნობია, რა ტიპის რეგულაციები ამოქმედდება ინტერნეტ-კაზინოების მიმართ. AMBEBI.GE იმის გარკვევას შეეცადა, თუ როგორ შეიძლება სფეროს შეზღუდვა და რა ვითარებაა ამ მხრივ სხვა ქვეყნებში. საკითხზე ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსს, ზურა კუკულაძეს ვესაუბრეთ. აფბა ონლაინ-კაზინოების შეზღუდვის ინიციატივაზე მუშაობს და აპირებს რეკომენდაციებით მიმართოს მთავრობას:

- ონლაინ-კაზინოების აკრძალვა პრობლემას ნამდვილად ვერ მოაგვარებს, იმიტომ რომ ამ სისტემაში ჩართულია საქართველოს დაახლოებით 400 000 მოქალაქე, შესაბამისად, ასე ერთი ხელის მოსმით ამ საკითხის გადაჭრა ვერ მოხდება. ჩვენი აზრით, ამ პრობლემის გადასაწყვეტად აუცილებელია მკაცრი რეგულაციების შემოტანა.

- კონკრეტულად, რა შეიძლება გაკეთდეს, რომ ინტერნეტ-კაზინოები შეიზღუდოს?

- პირველ რიგში, უნდა მოხდეს მოთამაშის სრულყოფილი იდენტიფიცირება, ანუ უნდა შეიქმნას ერთიანი ბაზა, სადაც მოხდება მოთამაშის დარეგისტრირება და არა ისე, როგორც დღეს ხდება, რომ სრულწლოვანი იქნება თუ არასრულწლოვანი, ყველას შეუძლია ნებისმიერი თერთმეტნიშნა ციფრის კომბინაციით დარეგისტრირება. მეორეც, აუცილებელია წაგებების ლიმიტების დაწესება. ეს უნდა იყოს მიბმული მოთამაშის შემოსავლებზე, თუ მოთამაშეს არ აქვს შემოსავალი, მაშინ მას უნდა აეკრძალოს თამაში.

მესამე რეკომენდაცია არის ის, რომ სახელმწიფოს, კერძოდ ფინანსთა სამინისტროს და შესაბამის სტრუქტურებს უნდა ჰქონდეს მაქსიმალური წვდომა ამ სისტემაში ფულის მოძრაობის არხებზე, რათა გაუმჯობესდეს თვითონ დარგის ადმინისტრირება და მაჩვენებლების დაცვა. ყველაზე მთავარი კი არის ის, რომ შეიზღუდოს და მაქსიმალურად გაკონტროლდეს ფულის გათეთრების საკითხები. არსებობს ევროკავშირის შესაბამისი ინსტრუქცია, რომ ჩვენთან არსებული ონლაინ-კაზინოების სისტემა ფულის გათეთრების ძალიან დიდ რისკს შეიცავს. იმ პირობებში, როდესაც მოთამაშე არ არის იდენტიფიცირებული, იმ პირობებში, როდესაც ფულის წაგებების ლიმიტი არ
არსებობს, ფულის
You must have Flash Player installed in order to see this player.
შეტანის ან გამოტანის ლიმიტები არ არსებობს და საერთოდ არ არის ცნობილი ამ ფულის წარმომავლობა, ეს ყველაფერი აჩენს ფულის გათეთრების რისკებს.

- თქვენი აზრით, ამ რეგულაციების გატარებას დაახლოებით რა პერიოდი დასჭირდება?

- პირველ რიგში, მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ჩვენი ასოციაციის ინიციატივა და რეგულაციები გულისხმობს ონლაინ-კაზინოების მხოლოდ შეზღუდვას. მონდომების შემთხვევაში, სრულიად შესაძლებელია, რომ 6 თვეში რეალურად მოქმედი რეგულაცია ამუშავდეს.

- ონლაინ-კაზინოებთან დაკავშირებით რა ვითარებაა სხვა ქვეყნებში?

- შესწავლილი გვაქვს ევროკავშირის ძალიან ბევრი ქვეყანა, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების გამოცდილება და მინდა გითხრათ, რომ ონლაინ-თამაშები პრაქტიკულად თითქმის ყველა ქვეყანაშია აკრძალული, ან როგორც მინიმუმ, არსებობს წაგების ლიმიტები. რატომ არის აუცილებელი წაგების ლიმიტები? იმიტომ, რომ ონლაინ-თამაშების და ზოგადად აზარტული თამაშების სისტემას აქვს ძალიან ბევრი უარყოფითი მხარე. ჩვენ შეიძლება ბევრი ვისაუბროთ მორალურ, ემოციურ და მსგავს სოციალურ ფაქტორებზე, რომელიც არის შედეგი, ხოლო მიზეზი არის ის, რომ აზარტული თამაშების მასობრიობა ეკონომიკაში ბევრ ნეგატიურ მომენტს იწვევს.

თეა ბეჟიტაშვილი
AMBEBI.GE
კომენტარები (1)
01.02.2016
ზვიადი
მთავრობა არაა დაინტერესებული აკრძალვით, ან უარესი, პირადი ინტერესები იკვეთება თორემ ქურდული სამყარო ამოძირკვეს და ონლაინ კაზინოს შეზღუდვას რა უდგას წინ, მითუმეტეს რომ ცივილური სამყაროს უმეტესობას ან აკრძალული აქვს თამაშები, ან როგორც მინიმუმ ასაკობრივი და სხვა სახის შეზღუდვები აქვს. ასე ქაოტურად კი, როგორც დღესაა, საქართველოს მომავალი იღუპება ნელ-ნელა.
მსგავსი სიახლეები
ონალაინ სესხებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები ამოქმედდა. როგორც ”ნეტკრედიტის” დირექტორის მოადგილე ზვიად აიწურაძე აცხადებს, ახალი რეგულაციები ონლაინ კომპანიების საქმიანობას ხელს შეუშლის და მათი ნაწილი ბაზრიდან გავა.
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ100 (ხაიში-ლახამულა) მონაკვეთზე, მისაბმელიან ავტოტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი საავტომობილო გზებზე არსებულ მდგომარეობაზე ინფორმაციას ავრცელებს.
პირველი იანვრიდან სათამაშო ბიზნესის მფლობელები ყოველკვარტალურ მოსაკრებელს ახალი რეგულაციით გადაიხდიან
ყველა ინსტრუმენტი, რასაც ახლა მთავრობა გვთავაზობს, ბიზნესის და ეკონომიკური თავისუფლების საწინააღმდეგოა და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება დღეს ბიზნესი გაჩუმდეს, ეს ბიზნესაქტივობას შეამცირებს და ჩვენ გველოდება კიდევ უფრო რთული 2017 წელი
კიბერუსაფრთხოების კვლევითი კომპანია White Ops-ის ინფორმაციით, გახსნილია მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც რუსი ჰაკერები აშშ-ის ინტერნეტ სარეკლამო ბაზარზე შეტევას ახორციელებდნენ.
”პატრიოტთა ალიანსის” წევრი ადა მარშანია ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს მიმართავს, გრძნობს თუ არა უხერხულად თავს იმის გამო, რაც ქვეყანაში ბანკებსა და მოქალაქეებს შორის ხდება.
ხულოში სოფელ კურცხალთან მისასვლელ საავტომობილო გზაზე ავტომობილების გადაადგილება შეზღუდულია.
მომავალ წელს ინტერნეტ რეკლამა მსოფლიო სარეკლამო ბაზრის წამყვან სეგმენტად დარჩება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განმარტებით, ”ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლების შეზღუდვასთან არ გვაქვს საქმე.
რუბრიკის სხვა სიახლეები
20.01.2017
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა ძალიან კარგად ვითარდება”
სრულად
20.01.2017
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურმა საქართველოს პარლამენტს წარუდგინა და საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები.
სრულად
20.01.2017
20 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.6763 ლარი შეადგინა.
სრულად
20.01.2017
კომპანია “საქნახშირმა“ 2016 წელს განხორციელებული აქტივობები შეაჯამა, - ამის შესახებ  ”საქნახშირიდან” იუწყებიან.
სრულად
20.01.2017
საქართველოში ოქროს ფასმა ბოლო 1 თვის განმავლობაში 1.5-5 ლარის ფარგლებში მოიმატა.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
20.01.2017
21.01.2017
USD
1
USD
2.6624
2.6763
EUR
1
EUR
2.8440
2.8457
GBP
1
GBP
3.2758
3.2894
RUB
100
RUB
4.4972
4.4722