შვეიცარია მალაიზიას დაკარგული 4 მილიარდის პოვნაში დახმარებას სთხოვს
შვეიცარია მალაიზიას დაკარგული 4 მილიარდის პოვნაში დახმარებას სთხოვს
30 იანვარი / 2016
შვეიცარია მალაიზიას დაკარგული 4 მილიარდი დოლარის პოვნაში დახმარებას სთხოვს. როგორც შვეიცარიის გენერალური პროკურორი აცხადებს, მალაიზიურ სახელმწიფო ფონდ 1MDB-დან დაახლოებით 4 მილიარდი დოლარი გაქრა. მისი ვარაუდით, აღნიშნული თანხა მალაიზიის მაღალჩინოსნების შვეიცარიულ ანგარიშებზე გადაირიცხა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება შვეიცარიის პროკურატურამ გასულ წელს დაიწყო. საქმის ძიებისას გაჩნდა ეჭვი, რომ ფონდის თანხა არამიზნობრივად მაღალჩინოსნების მიერ დაიხარჯა.
მალაიზიის პრემიერ-მინისტრმა, ნაჯიბ რაზაკმა ამ დრომდე არაერთხელ უარყო მომხდართან დაკავშირებით ბრალდებები და განაცხადა, რომ მას თავის ანგარიშზე ფონდიდან თანხა არ გადაურიცხავს. ამასთან, გასულ კვირას მალაიზიის გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, რომ პრემიერი ეჭვმიტანილთა სიაში აღარ არის. მისივე თქმით, იგი მზადაა დაეხმაროს შვეიცარიელ კოლეგებს მომხდარის გამოძიებაში.
აღსანიშნავია, რომ მალაიზიური ფონდი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა 2009 წელს შექმნა და მის მიზანს ახალი ეკონომიკური და სოციალური პროექტების დაფინანსება წარმოადგენს.
კომენტარები (2)
01.02.2016
მაია
გარდა 1MDB-ის ფონდიდან დაკარგული 4 მილიარდი დოლარისა პრემიერ მინისტრის პირად ანგარიშზე აღმოჩნდა 600 მილიონ დოლარზე მეტი თანხა, რომელიც როგორც მალააზიის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა საუდის სამეფო ოჯახმა აჩუქა პრემიერ მინისტრს. მალააზია წინა პრემიერ მინისტრის დროს საკმაოდ პროგრესულ და განვითარების აქტიურ კურს ადგა, რაც სამწუხაროდ ნელნელა უკან-უკან მიდის.აშკარად შეინიშნება საუდის არაბეთის გავლენა განსაკუთრებით რელიგიურ საკითხებში. მალააზიის რეპუტაცია საერთაშორისო არენაზე საკმაოდ შეირყა ამ სკანდალის გამო, თუმცა თვითონ მალააზიაში ხალხს საკმაოდ ეფექტურად აჩუმებენ.
01.02.2016
ზვიადი
ჩვენთან რომ დაიკარგა 4,5 მილიარდი, მისი გამრკვევი ვინ არის ნეტავ
მსგავსი სიახლეები
„თანაინვესტირების ფონდი“ „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ" კანონპროექტთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს და მომავალში მის გამოყენებას არ აპირებს
საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2017 წლის პირველი აპრილისათვის 16.1 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 470.6 მილიონი ლარით ანუ 2.8 პროცენტით ნაკლებია პირველი მარტისათვის არსებულ მაჩვენებელზე
საერთაშორისო სავალუტო ფონდი რეფორმების განხორციელების პროცესში საქართველოს მხარდაჭერას გააძლიერებს
მსოფლიო ბანკი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სამთავრობო ვალისა და ფისკალური რისკების მართვის საკითხებში ტექნიკურ დახმარებას აღმოუჩენს.
საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეზღუდოს და მონიტორინგი გაუწიოს საპარტნიორო ფონდის ბალანსს. ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშშია ნათქვამი.
პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას
დაცულობისა და უსაფრთხოების რეიტინგში, საქართველომ 136 ქვეყანას შორის 29-ე ადგილი დაიკავა. 
მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის 2017 წლის ინდექსში საქართველომ 136 ქვეყანას შორის 3,70 ქულით 70-ე ადგილი დაიკავა.
სემეკ-მა 2016 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა. როგორც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიიდან იუწყებიან
გამოცემა Global Finance Magazine-ის მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყნების 2016 რეიტინგში საქართველო 189 ქვეყანას შორის 108-ე პოზიციაზეა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
28.04.2017
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს ერთხმად დაუჭირა მხარი.
სრულად
28.04.2017
პირველად საჯარო სექტორში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საპილოტე რეჟიმში თანამშრომლებისთვის ახალი პროექტი „სახლიდან მუშაობის დღე“ დანერგა.
სრულად
28.04.2017
ჩვენ არ გვითქვამს, რომ უნდა დაიხუროს „ელიავას ბაზრობა“, თუმცა შევთავაზეთ იდეა, როგორ შეიძლება ეს ბაზრობა ფუნქციონირებდეს სხვა ადგილებში
სრულად
28.04.2017
ახალი რეგულაციით „თბილისის მიკროავტობუსს“ ტარიფის გაზრდის უფლება ჩამოერთვა და ტარიფის რეგულირება თბილისის მერიის კომპეტენციაში გადმოვიდა
სრულად
28.04.2017
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე რევაზ ასათიანი პროექტის PAFAI (Promoting Access to Finance and Agri Insurane) შედეგების შეჯამების ღონისძიებას დაესწრო.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
28.04.2017
29.04.2017
USD
1
USD
2.4751
2.4416
EUR
1
EUR
2.6996
2.6701
GBP
1
GBP
3.1939
3.1604
RUB
100
RUB
4.3579
4.2768