დევიდ ბოუიმ ოჯახს 100 მილიონი დოლარის ქონება დაუტოვა

ლეგენდარულმა როკმომღერალმა, დევიდ ბოუიმ თავის ოჯახს 100 მილიონი დოლარის ღირებულების ქონება დაუტოვა. ამის შესახებ „ბიბისის“ ცნობით, ბოუის ანდერძშია აღნიშნული. მომღერლის ქონების ნახევარი მის ცოლს, იმანს გადაეცემა, მათ შორის ნიუ-იორკში მდებარე სახლიცაა, სადაც წყვილი ცხოვრობდა. დანარჩენი ქონება კი მომღერლის ვაჟსა და გოგონას შორის გადანაწილდება.

ამასთან, ანდერძის მიხედვით, როკვარსკვლავმა პირად თანაშემწეს, კორინ შვაბს 2 მილიონი დოლარი, მისი შვილების ყოფილ ძიძას, მარიონ სკენს კი 1 მილიონი დოლარი უანდერძა.

დევიდ ბოუი 69 წლის ასაკში 10 იანვარს სიმსივნის შედეგად გარდაიცვალა.