3 წელიწადში სახლი 7500 ოჯახს გაუყიდეს
3 წელიწადში სახლი 7500 ოჯახს გაუყიდეს
2 თებერვალი / 2016
კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა თუ კერძო მევახშეების მიერ დასაკუთრებული უძრავი ქონების რაოდენობამ 4 წლის განმავლობაში რამდენიმე ათასს გადააჭარბა. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, 2011-14 წლებში საცხოვრებელი სახლი 7470-მა ოჯახმა დაკარგა და კიდევ ბევრს საფრთხე ჯერაც ემუქრება. უფრო მეტია იმ ადამიანების რიცხვი, რომელთაც ვალის გამო სხვადასხვა ტიპის ქონების იძულებით გასხვისება მოუწია. დღესდღეობით მოვალეთა რაოდენობა 146 ათასს აჭარბებს.

საქართველოში ქონებადაკარგულთა რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. მართალია, ზუსტი სტატისტიკა იმის შესახებ, თუ რამდენმა ადამიანმა დაკარგა უძრავი თუ მოძრავი ქონება, არ არსებობს, თუმცა მოვალეთა რეესტრში არსებული ჩანაწერების რაოდენობა, რომელიც მუდმივად მზარდია, იმაზე მიუთითებს, რომ ქონების დაკარგვის საფრთხე დღესაც ბევრ ადამიანს ემუქრება.

აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებგვერდზე პრობლემურ სესხებთან დაკავშირებით ამჟამად სულ 146 266 ჩანაწერია. არსებული მონაცემებით, მესაკუთრეები აღსრულებაზე გადაცემული ქონების მხოლოდ 20-25%-ის შენარჩუნებას ახერხებენ. ამის შესახებ "ბიზნეს-რეზონანსს" სწორედ აღსრულების საკითხზე მომუშავე ერთ-ერთმა ორგანიზაციამ აცნობა. მათივე ინფორმაციით, 100-დან მხოლოდ 20-30 ადამიანი თუ ახერხებს დროებით მაინც დაიხსნას ქონება აღმასრულებლებისგან. შესაბამისად, 146 ათასი პრობლემური ფიზიკური თუ იურიდიული პირისგან აბსოლუტურ უმრავლესობას უკვე დაკარგული აქვს საკუთრება, ეს იქნება უძრავი თუ სხვადასხვა სახის ქონება.

რაც შეეხება იძულებით აუქციონის წესით რეალიზებულ ბინებს და მიწებს. 2014 წელს იძულებით გაყიდული უძრავი ქონების რაოდენობამ 1721 ერთეული შეადგინა. 2013-ში კი ქონება 1946 ადამიანმა დაკარგა, 2012-ში - 1953-მა, 2011 წელს კი - 1850 ოჯახს ჩამოერთვა უძრავი ქონება იძულებით აუქციონის წესით. სულ 2011-14 წლებში უძრავი ქონება 7470-მა ოჯახმა დაკარგა.

დასაკუთრებული უძრავი ქონების კვლევა "საზოგადოება და ბანკებმა" ჩაატარა. აუქციონის წესით იძულებით გაყიდული უძრავი ქონების ოდენობა 2011-12 წლებში იზრდებოდა, ხოლო 2013 წლიდან კი თანდათან კლება დაიწყო.

ამავე კვლევის მიხედვით, 2013 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის დეკემბრის ჩათვლით, აუქციონის წესით სულ რეალიზებულია 1763 უძრავი ქონება, სადაც 376 შემთხვევაში კრედიტორებს კომერციული ბანკები წარმოადგენს, რაც საერთო რაოდენობის 21,3%-ია. 298 შემთხვევაში კრედიტორები მიკროსაფინანსო ორგანიზაციებია, რაც 17%-ის ტოლია, ხოლო დანარჩენ 1089 შემთხვევაში კი კრედიტორებს მევახშეები წარმოადგენენ, რაც მთლიანი ოდენობის 61,8%-ია. რეალიზებულ უძრავ ქონებაში კომერციული ბანკების წილი 3.2%-ით და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების 0.5%-ით გაიზარდა, ხოლო მევახშეების წილი კი 3.7%-ით შემცირდა.

როგორც "საზოგადოება და ბანკებში" აცხადებენ, კერძო მევახშეების სასარგებლოდ გაყიდულ უძრავ ქონებას კვლავ ყველაზე დიდი წილი - 62% - უკავია. კერძო მევახშეების სფერო საქართველოში ლეგიტიმურია, მაგრამ რეალურად დაურეგულირებელი.

"კერძო მევახშეების სასარგებლოდ გაყიდულ უძრავ ქონებას კვლავ ყველაზე დიდი წილი უკავია. ეს შემაშფოთებლად მაღალი მაჩვენებელია, რაც ისედაც რთულ ეკონომიკურ ვითარებაში მყოფი მოსახლეობის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. შარშანწინ შემოვიდა გარკვეული რეგულაცია, რომელიც კერძო იპოთეკარებს ეხება. ისინი 2014 წლის 1-ლი მარტიდან ვალდებულნი გახდნენ, იპოთეკის ხელშეკრულება ნოტარიულად დაამოწმებინონ. ასევე დაუწესდათ სესხის საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი, რომელიც თვეში 3.68%-ს შეადგენს (რაც განახლებადია). თუმცა ეს რეგულაციები, როგორც მონაცემებიდან ჩანს, ჯერჯერობით საკმარისი არ არის", - აცხადებენ "საზოგადოება და ბანკებში".

რაც შეეხება 2015 წელს, როგორც "ბიზნეს-რეზონანსს" ორგანიზაციაში განუმარტეს, დასაკუთრებულ ქონებასთან დაკავშირებით კვლევას უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებენ. თუ წინა წლების ტენდენციას გავითვალისწინებთ, არ არის გამორიცხული, რომ შარშან იძულებით აუქციონის წესით გასხვისებული ქონების საერთო რაოდენობა შემცირებული იყოს.

"საერთოდ, უძრავი ქონების იძულებითი წესით გასხვისების პიკი იყო 2008 წლის ომის შემდგომ პერიოდში, როდესაც ძალიან ბევრი პრობლემური ვალდებულება წარმოიშვა. შემდეგ უკვე წამოვიდა კლებისკენ. ვიმედოვნებ, წინა წლებთან შედარებით, ეს მაჩვენებელი შემცირებული იქნება", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" "საზოგადოება და ბანკების" ხელმძღვანელმა გიორგი კეპულაძემ.

საბანკო სფეროს ექსპერტი ლია ელიავა ამბობს, რომ საბანკო სექტორში მომხმარებლების ინტერესი აბსოლუტურად იგნორირებულია, რაც კანონმდებლობის ხარვეზია. გაცილებით მძიმე მდგომარეობაა ამ მხრივ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში, რომელთა მიმართ რეგულაცია არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში სუსტია.

"პრობლემა ისაა, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები არ უნდა გასცემდნენ იპოთეკურ სესხებს, ეს მათი კომპეტენცია არ არის. წესით, ისინი დამწყებ ბიზნესს უნდა ეხმარებოდნენ. მიკროსაფინანსოების საქმიანობა კანონმდებლობით არის დასარეგულირებელი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია სესხის მაქსიმალური ზღვარი 50 000 ლარი ჩამოვიდეს 15000-20000-მდე. ამის შემდეგ მიკროსაფინანსოები მათზე დაკისრებულ ფუნქციებს შეასრულებენ", - აცხადებს ელიავა.

მისი აზრით, ეროვნული ბანკისა და შესაბამისი ორგანიზაციების მხრიდან უნდა გამკაცრდეს კონტროლი, რასაც სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება.

"საქართველოში საბანკო სფეროს მომხმარებელი დაუცველია. ისინი აბსოლუტურად მინდობილნი არიან ბიზნესზე. სახელმწიფო სწორედ იმისთვის არსებობს, რომ დაიცვას მოსახლეობის ინტერესები, მათ შორის, საფინანსო მომსახურების სფეროში. მართალია, მომხმარებელთა უფლებების შესახებ კანონი არსებობს, მაგრამ მას აუცილებლად გაფართოება სჭირდება. შინაარსობრივად იგი იმდენად მწირია, რომ მომსახურების ყველა სფეროს ვერ მოიცავს. თუ არ შეიცვალა მიდგომა და ბანკის კლიენტს არ დაიცავს კანონმდებლობა, შედეგად უსახლკაროთა არმიას მივიღებთ და საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა გაღატაკდება", - აცხადებს ლია ელიავა.

ევროკავშირის ქვეყნებს ევროსაბჭოსგან მიღებული აქვთ სპეციალური დირექტივა, სადაც აღნიშნულია, რომ გირაოდ არ შეიძლება კომერციულმა ბანკმა აიღოს ფიზიკური პირის ერთადერთი საცხოვრისი თუ მას სხვა თავშესაფარი არ გააჩნია. ეს არის საყოველთაოდ მიღებული ნორმა, რომელსაც ცივილური ქვეყნები იზიარებენ. იმ შემთხვევაში, თუ ეს ნორმა საქართველოშიც დამკვიდრდება, მაშინ ქვეყანაში ღია ცის ქვეშ დარჩენის საფრთხე არავის დაემუქრება. სხვა შემთხვევაში, პრობლემა ისევ გადაუჭრელი დარჩება.

ელზა წიკლაური
გაზეთი "რეზონანსი"

კომენტარები (21)
05.02.2016
miSka
და კიდევ ბატონო გოგიტა. ეს სიტყვები ითქვა და ამას ილია იტყოდა თუ აკაკი არსებითი მნინელობა არ აქვს. ორივე ბუბერაზი და საქართველოს მამულიშვილები იყვნენ.
05.02.2016
miSka
ბტონ გოგიტას საყურადღებოდ. მართალს ბრძანებთ უზუსტობა გამეპარა. აკაკიმ ბრძანა დიდი ილიას დასაფლავებაზე. და ილიას სიკვდილს ეს ლექსი მიუძღვნა: ილიას მოკვლის გამო აკაკი წერეთელი I ნუ მიწამლავთ მოხუცს გრძნობას და ნუ ამბობთ, რაც არ მჯერა!.. ნუთუ მართლა დღეს გადაწყდა საქართველოს ბედისწერა? არა, არა!.. მითქმა-მოთქმა - ეს მშიშარა ტყუილია... ის მშობელი არ მოჰკვდება, წარმოშობა ვინც ილია! გრძნობა კვდება, გონება კი ეკუთვნის წინ, მომავალსა... გაჰყავს ხიდი ცხოვრებისთვის და უკაფავს გზა და კვალსა. და მიტომაც, ვინც მოჰკვდება, განა ყველა ითქმება მკვდრად? ზოგი ჩადის ბნელ საფლავში, ზოგი აქვე რჩება ლამპრად. და ილიაც არ მომკვდარა... მამულისთვის რჩება ლამპრად, მაშინ როცა მისი გვამი გადიქცევა მიწად და მტვრად. რაც კი ჰქონდა მაღლით ნიჭი ბუნებისგან მოცემული, მთლად მიუძღვნა მისს სამშობლოს, ფიანდაზად დასდვა გული!.. თავი დასდვა ქვეყნისათვის, მიჰბაძა ძმებს თავდადებულთ: მეფესა და ყიფიანსა... იმ ორ ქართველს, განდიდებულთ! მაგრამ ამათ სიკვდილშიაც განსხვავება არის დიდი: უფრო მწარე და მწვავია, როცა შინ გკლავს შენივ ფლიდი!.. მეფე მოჰკლეს მონღოლებმა, დიმიტრიც მტრის მოკლულია!.. მაგრამ ნუთუ შინ ჩვენმავე გამოგვტაცა ჩვენ ილია?! ნუ მიწამლავთ მოხუცს გრძნობას!.. ის ქართველად არა მჯერა, ვინც გაბედა და ილიას დაუმოკლა ბედისწერა!.. თვით იესო მაცხოვარმა, ვის ხელთ ეპყრა ქვეყნის გული, თანაშემწედ აირჩია ათორმეტი მოციქული. და მათშიაც გაერია გამცემელი ის იუდა, შურმა, მტრობამ, ბოროტებამ ვისაც გულში დაიბუდა!.. მაგრამ რჯული რჯულად დარჩა და იუდა მხოლოდ კრულად. ამას საღმრთო ისტორია საუკუნოდ ამბობს სრულად!.. და მთელ ქართლში რომ გამოჩნდეს მოღალატე ერთი-ორი, მსგავსი ისკარიოტელის და იუდას თანასწორი, ამით ჩირქი მთელ ქვეყანას გაურჩევლად არ ედება! მხოლოდ ხალხს კი, ჭირისუფალს, გულში ცეცხლი ეკიდება!.. II ახლა შენთან მაქვს საქმე, იუდავ, წინ წამოდექი! ნუ იმალები! და ვერაგობით ძლევამოსილი გამოაჩინე შენი თვალები! ღრმა მოხუცებულს და ნაამაგარს რომ ჰკლავდი, მაშინ არ გითხრა გულმა, გარეშე მტრების სასიხარულოდ ისევ მათგანვე მოტყუებულმა, - რომ მაგ სიკვდილით იმასთან ერთად შენ გულს უკლავდი თვით ქართველობას და, შემბღალავი წმინდა-წმინდათა, იორკეცებდი თვით საძაგლობას? მაგრამ შენ ვინ ხარ? ვინ მოგცა გრძნობა? ვით ჰეროსტრატემ, დასწვი ტაძარი და გეგონა, რომ ორივე მხარეს საშვილიშვილო დაეც თავზარი? რა შემცდარი ხარ!.. თვით ილიასთვის მაგგვარ სიკვდილში არის სიცოცხლე და საქართველოს კი ძველი აღთქმა ისტორიული მით გაუახლე. დროებით დაღლილს და მიძინებულს, - ის გამოახელს მაგითი თვალებს და შეაჩვენებს საშვილიშვილოდ შენებრ მეთაურს და ნაძირალებს. 1907 წ.
მსგავსი სიახლეები
პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის ჯგუფის ვაჭრობისა და კონკურენტუნარიანობის საკითხებზე მომუშავე გლობალური პრაქტიკის ჯგუფის დირექტორ სესილ ფრუმანს შეხვდა.
კარგა ხანია, რაც საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის ლარიზაციას ასახელებენ.
მსოფლიო ბანკის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტმა, სირილ მიულერმა საქართველოში ვიზიტის დროს ქვეყნის მთავრობის მიერ მდგრადი ეკონომიკური ზრდის და სიღარიბის დაძლევის მიმართულებით მიღწეული წარმატებები მოიწონა.
ეროვნული ბანკი 2010 წლიდან უკვე პრაქტიკულად ცდილობდა, რომ დედოლარიზაციაზე ემუშავა
გარკვეულწილად ლარიზაციის და გალარების აღრევა მოხდა, გალარება ერთჯერადი, სოციალური პროექტია, რომლის განხორციელებასაც მთავრობა აპირებს
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო "მუდისის" შეფასებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება 2015 წლის იანვრამდე აშშ დოლარში გაცემული იპოთეკური სესხების ლარში ნებაყოფლობითი კონვერტაციის სუბსიდირების შესახებ
პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტს სირილ მიულერს შეხვდა.
უდარდელი 100 დღე - ანუ, როგორ დავისვენო სესხის საპროცენტო განაკვეთისგან მაშინ, როდესაც ფული ყველაზე მეტად მჭირდება?!
6 დეკემბერს სასტუმრო რედისონში პაშა ბანკი პროექტის MEETING ROOM-ის ფარგლებში გამართავს რიგით მეორე ბიზნეს-კონფერენციას, რომელიც ამჯერად დაეთმობა საქართველოში განახლებადი ენერგიის განვითარებას ჰიდროელექტროსადგურების მაგალითზე.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის ინფორმაციით, ბანკები მზად არიან 2015 წლის შემდეგ გაცემული სესხების ლარში გადაყვანა განახორციელონ.
რუბრიკის სხვა სიახლეები
07.12.2016
მლეთა-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
სრულად
07.12.2016
პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის ჯგუფის ვაჭრობისა და კონკურენტუნარიანობის საკითხებზე მომუშავე გლობალური პრაქტიკის ჯგუფის დირექტორ სესილ ფრუმანს შეხვდა.
სრულად
07.12.2016
დიდი ბრიტანეთი ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ი ეპილეფსიის საწინააღმდეგო წამლებზე ფასების აწევისთვის რეკორდული თანხით - 106,5 მილიონი აშშ დოლარით დააჯარიმა.
სრულად
07.12.2016
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავა განცხადებით, ოპტიმიზაცია უწყებაში ყოველწლიურად განხორციელდება.
სრულად
07.12.2016
საარსებო შემწეობა, რომელიც 2016 წლის 1 დეკემბრამდე ზედმეტად გაიცა, ლეგალიზებულად ჩაითვლება და დაბრუნებას არ ექვემდებარება.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
06.12.2016
07.12.2016
USD
1
USD
2.5598
2.5744
EUR
1
EUR
2.7234
2.7734
GBP
1
GBP
3.2558
3.2836
RUB
100
RUB
4.0149
4.0370