2015 წლის ყველაზე ძვირად ღირებული სუნამო

სუნამოების „ოსკარად“ წოდებულ, 2015 წლის Fragrance Foundation Awards-ზე გასული წლის საუკეთესო სუნამოები დააჯილდოეს.

ნიუ იორკში გამართული ცერემონია Dior-ის ტრიუმფით დასრულდა, რომელმაც ოთხ კატეგორიაში გაიმარჯვა. თუმცა სხვადასხვა ნომინაციებში პრესტიჟული ჯილდოები მოიპოვეს Tom Ford-მა, Hermes -მა და Marc Jacobs -მა.

წლის ყველაზე ძვირადღირებულ ქალის სუნამოდ ტომ ფორდის Velvet Orchid დასახელდა, რომელიც 165 დოლარი ღირს. მამაკაცის პრემიუმ კლასის სუნამოების კატეგორიაშიც გამარჯვება ტომ ფორდის Mandarino Di Amalfi-ს ერგო.

საუკეთესო მედია კამპანიის კატეგორიაში Dior-ის სახლმა პირველობა არავის დაუთმო. მომხმარებლების მიერ ხმის მიცემით გამოვლენილ სუნამოს შორის დასახელდა Marc Jacobs -ის DAISY DREAM.

დაჯილდოების ცერემონიაზე ასევე გაიცა სპეციალური ჯილდოები სხვადასხვა ნომინაციებში, რომლის მფლობელებიც გახდნენ სუნამო J'ADORE, CHRISTIAN DIOR-ისგან და კომპანია ESTEE LAUDER-ის პრეზიდენტი ჯონ დემსი.

გამარჯვებულების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

წლის ქალის ძვირად ღირებული სუნამო: Tom Ford – Velvet Orchid

წლის ქალის პრესტიჟული სუნამო: Giorgio Armani - Si Eau de Parfum

წლის ქალის პოპულარული სუნამო: Taylor Swift - Incredible Things

წლის კაცის ძვირად ღირებული სუნამო: : Tom Ford - Mandarino Di Amalfi

წლის კაცის პრესტიჟული სუნამო: Dior - Homme Eau for Men

წლის კაცის პოპულარული სუნამო: Modern Banana Republic Man

წლის შეფუთვა (ქალის სუნამო): Marc Jacobs - Daisy Dream

წლის შეფუთვა (კაცის სუნამო): Intoxicated by Kilian

წლის მედიაკამპანია (ქალის): J'Adore, Christian Dior

წლის მედიაკამპანია (კაცის): Dior Homme Eau for Men

წლის ინტერიერის სურნელი: Hermes Le Parfum de la Maison

წლის სააბაზანო და საშხაპე ნაკრები: Hermes Le Bain

წლის „დამოუკიდებელი“ სუნამო: Intoxicated by Kilian

წლის ექსტრაორდინალური სუნამო: International Flavors & Fragrances Perfume Calligraphy Saffron

მომხმარებელთა არჩევანი (პრესტიჟული): Marc Jacobs Daisy Dream

მომხმარებელთა არჩევანი ( პოპულარული): Bath & Body Works A Thousand Wishes

დიდების დარბაზი (სუნამო): J'Adore, Christian Dior

დიდების დარბაზი: ჯონ დემსი, Estee Lauder Group-ის პრეზიდენტი

ცხოვრებისეული მიღწევისთვის: ენი ბუზანტიანი (პარფიუმერი)

კოკა კვირკველია