Acura-ს ახალი სპორტქარი აუქციონზე გაიყიდა

კომპანია Acura-მ 2017 სამოდელო წლის სპორტული ავტომობილის წარმოება უკვე დაიწყო და პირველი ეგზემპლარი "ჩაქუჩის ქვეშ" გაყიდა.

Acura NSX-ის პირველი სერიული მოდელი ”ბარეტ-ჯექსონის” აუქციონზე 1,2 მილიონად გაიყიდა.

რაც შეეხება სხვა მოდელებს, მათი შეძენა მსურველებს მიმდინარე თვის ბოლოდან შეეძლებათ.

Acura NSX-ის სასტარტო ღირებულება 156 000 დოლარია და სრული მოდიფიკაციის შემთხვევაში 205 000 დოლარამდე აღწევს.

აუქციონზე გაყიდული მოდელი Nascar-ის გუნდის მფლობელმა, რიკ ჰენდრიკმა ავტომობილის ორიგინალ ფასზე ექვსჯერ ძვირად შეიძინა.

აღსანიშნავია, რომ Acura NSX-ის გაყიდვიდან მიღებული თანხა მთლიანად ქველმოქმედებას მოხმარდება.

კოკა კვირკველია