მოსკოვის აეროპორტებში მგზავრების ხელჩანთებიდან 2,82 ტონა საკვები ამოიღეს

მოსკოვის აეროპორტებში მისული მგზავრების ხელჩანთებიდან მხოლოდ იანვრის თვეში 2,82 ტონა საკვები პროდუქტი ამოიღეს. ამის შესახებ რუსულ მედიას „როსსელხოზნადზორმა“ განუცხადა. გავრცელებული ცნობით, პირველი იანვრიდან თვის ბოლომდე „დომოდედოვოს“, „შერემეტიევოსა“ და „ვნუკოვოს“ აეროპორტებიდან სხვადასხვა სახის ხილი, ბოსტნეული, თხილი, ბოსტნეულის თესლები და სხვა სახის პროდუქცია ამოიღეს. ხელბარგში საკვები პროდუქცია ძირითადად აზერბაიჯანელ, უზბეკ და ტაჯიკ მგზავრებს ჰქონდათ.

აღსანიშნავია, რომ თვითმფრინავის ბორტზე ხელბარგით საკვები პროდუქტების შეტანა აკრძალულია.