თხილის ფასი ვარდნას განაგრძობს
თხილის ფასი ვარდნას განაგრძობს
9 თებერვალი / 2016
დასავლეთ საქართველოში თხილის ფასი კვლავ იკლებს.
ბოლო 3 წელზე მეტია, საქართველოში თხილის ფასი ასეთი დაბალი არ ყოფილა. შარშან ამ დროს 1 კგ თხილი 10 ლარზე მეტი ღირდა (მისი ფასი ხარისხის მიხედვით რეგულირდებოდა), თუმცა წელს 1 კგ გულშიშველა 3 ლარი, ანაკლიური კი 4,20 ლარი ღირს. დასავლეთის რეგიონების მცხოვრებლებისთვის თხილი შემოსავლის ერთ-ერთ მთავარ წყაროდ ითვლება, განსაკუთრებით გაზაფხულზე, როცა მოსახლეობა შენახული მარაგების გაყიდვით საარსებო სახსრებს მოიპოვებს.
შესაბამისად, ადგილობრივების უმეტესობა თხილის ფასის ვარდნამ უკიდურესად მძიმე პრობლემის წინაშე დააყენა.
ილიკო, ზუგდიდის მკვიდრი: "სულ რაღაც თვენახევრის წინ სოფელ დარჩელში 3 ტონამდე თხილი 7 ლარად ვიყიდე. ფასის მომატებას ველოდებოდი. ბანკიდან გამოვიტანე სესხი ნარჩევი თხილის საყიდლად. ახლა კი სწორედ ასეთი თხილი, საუკეთესო ხარისხის 1 კგ 5 ლარამდე ღირს. ჩემ გარშემო ხალხმა ბინები ჩადო ბანკში, სესხი რომ აეღოთ და ამ ფულით თხილი ეყიდათ. ზოგი მეუბნება, მომავალ წელს დაელოდე, შეუძლებელია ძველი ფასი არ დაბრუნდესო, მაგრამ ასეც რომ მოხდეს, ერთი წელი ბანკის პროცენტების გადახდას როგორ შევძლებ? რასაც იმ წელს მოგებას ავიღებ,
You must have Flash Player installed in order to see this player.
ბანკის ვალში უნდა წავიდეს".

იგივე პრობლემის წინაშეა სოფელ ჯიხაშკარის მკვიდრი ზურაბ გაბოსინია, რომელმაც ბანკიდან 10 ათასი ლარი გამოიტანა იმის იმედით, რომ "კარგ ფასში" ნაყიდი თხილი მოგებას დაუტოვებდა.
"სახლი ჩავდე ბანკში და 1 კგ თხილი 6 ლარად შევისყიდე. კარგი ხარისხია, მაგრამ მომავალ წლამდე არავინ იცის, რა იქნება. ჯერ ერთი წონაში იკლებს, შემდეგ გული უშავდება და 3 ლარშიც შეიძლება აღარ გაიყიდოს. ადრე დოლარის კურსის მატებასთან ერთად, თხილის ფასიც იზრდებოდა. ახლა კი პირიქით ხდება", - ამბობს დაზარალებული.
ბოლო პერიოდში თხილზე ფასი დაეცა თურქეთშიც, სადაც თხილის საბითუმო ფასი დაახლოებით 30%-ით შემცირდა. თუკი რამდენიმე დღის წინ კილოგრამი თხილის ფასი 13 ლირამდე იყო, დღეისათვის დაახლოებით 8 ლირიდან 9 ლირამდე მერყეობს (ერთი თურქული ლირა დაახლოებით 0,80 თეთრია).

თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე ალექსანდრე მოწერელიას თქმით, თხილის ფასის მატება უახლოეს დღეებში მოსალოდნელი არ არის.
"როგორც მოგეხსენებათ, თხილის ფასს მსოფლიო ბაზარზე თურქეთი განსაზღვრავს. აქედან გამომდინარე, როდესაც მოსავალი დიდია, თხილის დეფიციტი არ არის ბაზარზე და როდესაც თურქეთში თხილი იაფდება, იაფდება ჩვენთანაც, საქართველოში. ამ საკითხზე საუბრისას, ისევ მივდივართ იმ პრობლემასთან, რაზეც მუდმივად ვსაუბრობთ, რომ ქართული თხილის პრობლემა არის შრობა. ცუდი შრობიდან გამომდინარე "გულშიშველას" გამოსავლიანობის პროცენტი არის ძალიან დაბალი და ამიტომ მისი ფასიც დაბალია", - აცხადებს ალექსანდრე მოწერელია.

ლალი პაპასკირი

კომენტარები (26)
15.02.2016
ფბ ზე GeorgianNuts/
ხალხო ალიბაბაზე წერს ხალხი ტხილის ქიდვა ვისაც სურს, აგერ იხილეტ http://sourcing.alibaba.com/rfq_search_list.htm?fsb=y&IndexArea=sourcing_en&CatId&SearchText=hazelnut&tracelog=sourcing_home_searchbar
14.02.2016
ფბ ზე GeorgianNuts/
დიახ ტავად უნდა მოვიპოვოტ ბაზრები შემოდიტ ამ გვდრზე და დავდოტ ჩვენი თხილი მეტხილებო და ტავად გავყიდოტ facebook.com/GeorgianNuts/
მსგავსი სიახლეები
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4022 ლარი გახდა.
საფინანსო ბაზრის ექსპერტი ნიკა შენგელია ლარის მორიგ გაუფასურების შესახებ „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3993 ლარი გახდა.
ანაკლიაში ზღვის სეზონი აქტიურ ფაზაშია. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეებში წვიმდა, ადგილობრივები დამსვენებლების სიმცირეს არ უჩივიან.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.3987 ლარი შეადგინა.
”თიბისი დაზღვევამ” 10 ივნისს სეტყვისგან დაზიანებული ავტომანქანების ზარალი 274 000 ლარის ოდენობით აანაზღაურა.
უკვე მეორე წელია, სამეგრელოში თხილი შემოსავლის წყაროდ აღარ მიიჩნევა.
ბიუჯეტის 4 მილიონი ლარით გაზრდა თვითმმართველობის მომავალ არჩევნებს არ უკავშირდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
ნავთობის ფასი ბოლო ერთი კვირის მინიმუმზე ჩამოვიდა მას შემდეგ, რაც OPEC-ის და მისი არაწევრი ქვეყნების შეხვედრაზე გაირკვა, რომ გლობალური მიწოდების შემდგომი შეზღუდვა უახლოეს მომავალში არ იგეგმება.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3983 ლარი გახდა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
27.07.2017
იყო და არა იყო რა, იყო ერთი ამერიკული ოჯახი. მამას მცირე კერძო ბიზნესი ჰქონდა "ბურღვისა და ტუმბვის" სფეროში
სრულად
27.07.2017
შრომის ახალი კანონის ამოცანაა, რომ დაზიანების პრევენცია მოხდეს და არა პოსტფაქტუმ მკურნალობა
სრულად
27.07.2017
ბევრი უცხოელი ღვინის სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ქართული ყურძნის ჯიშებიდან ყველაზე დიდი პოტენციალის მქონე ყურძნის ჯიში და, შესაბამისად, ღვინოც საფერავია.
სრულად
27.07.2017
2017 წელს ყურძნის შესყიდვისთვის იაფი აგროკრედიტი შენარჩუნდება.
სრულად
27.07.2017
31 ივლისს საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის ცენტრში - Cité des Civilisations Du Vin გამოფენა გაიხსნება
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
27.07.2017
28.07.2017
USD
1
USD
2.3993
2.4022
EUR
1
EUR
2.7933
2.8125
GBP
1
GBP
3.1323
3.1579
RUB
100
RUB
4.0016
4.0430