რეკლამის ნაცვლად ანონსები - ტელემაყურებელი ისევ უკმაყოფილოა
რეკლამის ნაცვლად ანონსები - ტელემაყურებელი ისევ უკმაყოფილოა
9 თებერვალი / 2016
კანონი, რომელიც მაყურებელს მომაბეზრებელი სარეკლამო-საანონსო "ჭრისგან" დაიცავდა, რეალურად მხოლოდ რეკლამის შემთხვევაში სრულდება.
ზოგიერთი გადაცემის მსვლელობისას ე. წ. "ჭრა" ხშირ შემთხვევაში 15 წუთს გრძელდება, რა დროსაც ძირითადად, თურქულ-ინდურ-რუსული სერიალების ანონსები გადის. მართალია, ამით ტელევიზიები კანონს არ არღვევენ, თუმცა რიგით მაყურებელს ეს დიდ დისკომფორტს უქმნის.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, სპეციალისტები ამბობენ, რომ ტელეკომპანიების ასეთი გადაწყვეტილებით ხშირ შემთხვევაში არა მარტო მომხმარებლების, არამედ რეკლამის დამკვეთების უფლებებიც ირღვევა, რადგან ეს ხელს უშლის სარეკლამო კამპანიის მიზნებით გათვალისწინებული შედეგების მიღწევას. "ამიტომ, საჭიროების შემთხვევაში, აუცილებელი გახდება, სახელმწიფომ სარეკლამო ჭრის ხანგრძლივობის თაობაზეც დამატებითი რეგულაცია დააწესოს", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტმა არჩილ გამზარდიამ.

"მაუწყებლობის შესახებ" კანონში შესული ცვლილებები 2015 წლის პირველ აპრილს ამოქმედდა. ახალი კანონით სარეკლამო და სასპონსორო მომსახურების წესები შეიცვალა. სასპონსორო მომსახურება საათში 4 წუთამდე შეიზღუდა (ახალი წესით, საინფორმაციო და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების სპონსორობა აკრძალულია).

მანამდე არსებული რეგულაციით, რეკლამას მთლიანი სამაუწყებლო ბადის 20% ეჭირა, რაც დღე-ღამეში 4 საათი და 48 წუთი იყო, ახალი რეგულაციით კი სარეკლამო დრო საეთერო საათის 20%-ს არ უნდა აღემატებოდეს, რაც საათში 12-წუთიან შეზღუდვას აწესებს. რეგულაცია ე. წ. "პრაიმ ტაიმსაც" ეხება, სადაც რეკლამის განთავსება შედარებით მეტი ღირს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ პერიოდის განმავლობაში რეკლამის შესახებ კანონი 2-მა ტელეკომპანიამ დაარღვია. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, კომისიამ სარეკლამო დროის ლიმიტის დარღვევის გამო ააიპ "სამოქალაქო განათლების ფონდი" (ბრენდული სახელწოდება "ტაბულა") წერილობით გააფრთხილა. მოგვიანებით კომისიამ ასეთივე გაფრთხილება "რუსთავი 2"-საც მისცა. კომისიაში აცხადებენ, რომ ორივე ტელეკომპანიამ გაფრთხილება რეკლამის განთავსების წესების დარღვევის გამო მიიღო.

ახალ კანონმდებლობას მაშინ სპეციალისტები დადებითად აფასებდნენ და მიაჩნდათ, რომ ამით, ერთი მხრივ, გაფართოვდებოდა რეკლამის განთავსების არეალი და მეორე მხრივ კი, სარეკლამო ჭრის პერიოდში გაშვებული რეკლამის აღქმა უფრო თვალსაჩინო და ეფექტური გახდებოდა. თუმცა ეს ასე არ მოხდა, რადგან ტელეკომპანიები ამა თუ იმ გადაცემის 13-15-წუთიანი სარეკლამო ჭრისას რეკლამას კანონით გათვალისწინებულ 3-4 წუთს უთმობენ, დანარჩენ დროს კი მათივე პროდუქციის ანონსი გადის. ამ დროს კი რეკლამის აღქმა, პრაქტიკულად, აღარ ხდება.

"სარეკლამო ჭრასთან სიახლეები დაკავშირებული იყო იმასთან, რომ მთელი ბაზარი არ ყოფილიყო მხოლოდ ორი ტელევიზიისათვის განკუთვნილი და მომხმარებლის უფლებებიც
You must have Flash Player installed in order to see this player.
ყოფილიყო დაცული. თუკი ტელეკომპანიები დაიწყებენ სხვადასხვა რანგით, ფორმატით თუ სახელდებით იმას, რომ სარეკლამო ჭრა "გაწელონ", ეს ცხადია, მომხმარებელზე უარყოფითად იმოქმედებს.

გარდა ამისა, ასეთი მიდგომა შელახავს რეკლამის დამკვეთთა უფლებებსაც, რადგან ზედმეტად ხანგრძლივ სარეკლამო ჭრაში რეკლამები კიდევ უფრო ნაკლებად აღქმადი გახდება. მაყურებელი გადართავს სხვა არხზე და სარეკლამო ჭრისას გადაცემის რეიტინგი იქნება ბევრად მცირე, ვიდრე თავად ის გადაცემა, რომლის რეიტინგის გამოც ჩადებულია მასში რეკლამა. ეს კი ხელს შეუშლის სარეკლამო კამპანიის მიზნებით გათვალისწინებული შედეგის მიღწევას. ამიტომ, საჭიროების შემთხვევაში აუცილებელი იქნება სახელმწიფომ სარეკლამო ჭრის ხანგრძლივობის თაობაზეც დამატებითი რეგულაცია დააწესოს", - განაცხადა არჩილ გამზარდიამ.

საგულისხმოა ისიც, რომ სარეკლამო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს იმთავითვე აკრიტიკებდნენ სამაუწყებლო კომპანიის წარმომადგენლები და აცხადებდნენ, რომ ახალი შეზღუდვა მათ ფინანსურ დამოუკიდებლობას დააკარგვინებდა. გარდა ამისა, კანონი სარეკლამო ბაზრის ცვლილებასაც გამოიწვევდა.

ტელევიზიის მფლობელთა შიში, ფაქტობრივად, გამართლდა. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2015 წლის მეოთხე კვარტალში სარეკლამო და სასპონსორო შემოსავალი თითქმის ყველა წამყვან ტელევიზიას შეუმცირდა.

2015 წლის მეოთხე კვარტალში ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მიერ მიღებულმა სარეკლამო შემოსავალმა 8 723 051 ლარი შეადგინა, რაც თითქმის 5 მილიონით ნაკლებია 2014 წლის ანალოგიურ პერიოდზე. მაშინ ტელეკომპანიამ რეკლამის სახით 13 536 969 ლარი მიიღო. რაც შეეხება სასპონსორო შემოსავალს, "რუსთავი 2"-ს თითქმის 100%-ით შეუმცირდა. თუ 2014 წლის მეოთხე კვარტალში ტელეკომპანიამ სპონსორობიდან 4 094 180 ლარი მიიღო, 2015 წლის მეოთხე კვარტალში ამ შემოსავალმა 8 475 ლარი შეადგინა.

სარეკლამო კანონმდებლობამ სარეკლამო შემოსავალი გაუზარდა ტელეკომპანია "იმედს". მარეგულირებელი კომისიის ინფორმაციით, 2014 წლის მეოთხე კვარტალში "იმედმა" რეკლამიდან მიიღო 5 666 432 ლარი, სასპონსორო შემოსავალმა კი შეადგინა 2 474 125 ლარი. 2015 წლის მეოთხე კვარტალში "იმედს" სასპონსორო შემოსავალი არ ჰქონია, თუმცა რეკლამიდან მიღებულმა თანხამ წინა წლის შემოსავალს გადააჭარბა. შარშან მეოთხე კვარტალში "იმედმა" რეკლამიდან 9 267 680 ლარი მიიღო.

2014 წელთან შედარებით სარეკლამო თანხა დაკარგა "კავკასიამ". კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ანგარიშში ვნახულობთ, რომ 2015 წლის მეოთხე კვარტალში ტელეკომპანიის შემოსავალმა რეკლამიდან 102 869 ლარი შეადგინა, სასპონსორო შემოსავალმა კი 8 235 ლარი. რაც შეეხება 2014 წლის მეოთხე კვარტალს, მაშინ "კავკასიის" სარეკლამო შემოსავალი 203 224 ლარი იყო, სასპონსორო შემოსავალი კი არ ჰქონდა, ყოველ შემთხვევაში, ასეა აღნიშნული მარეგულირებელი კომისიის ვებ-გვერდზე.

მაუწყებლობის შესახებ კანონმდებლობამ "მაესტროც" დააზარალა. როგორც კომუნიკაციების ეროვნული სააგენტოს ანგარიშში აღნიშნულია, 2015 წლის მეოთხე კვარტალის მონაცემებით, "მაესტროს" სარეკლამო შემოსავალმა შეადგინა 1 225 177 ლარი, სასპონსორო შემოსავალმა კი 45 579 ლარი. 2014 წლის ანალოგიურ პერიოდში აღნიშნული მაუწყებლის სარეკლამო შემოსავალი იყო 3 287 448 ლარი, სასპონსორო კი 1 257 312 ლარი.

ელზა წიკლაური
გაზეთი "რეზონანსი"

კომენტარები (2)
09.02.2016
ეკონომისტი
აარჩილ გამზარდიას რომ კითხო, ყველაფერი სახელმწიფომ უნდა დაარეგულირეოს. ეგ კაცი ყოველთვის მაკვირვებდა თავისი უნიჭობით, და "საზოგადოებრივი კომუნიკაციების სპეციალისტი' (ეს საკმაოდ გაურკვეველი პროფესიის მქონე კაცი) რა არგუმენტებით ადასტურებს რომ სახელმწიფო შეზრუდვები გაზრდის მომხმარებლის სარგებლიანობას???? ნამუსიც კარგი საქონელია არჩილ. გეუბნებოდნენ რომ რეკლამასთან დაკავშირებით სისულელეს აკეთებთო, არ დაიჯერეთ და ხომ აგიხდათ?? ახლა გეუბრნებით დამატებით შეზღუდვებით უფრო დიდი სისულელეს და სირეგვენეს აკეთებთ, ახლა მაინც დაიჯერეთ!!!
09.02.2016
ნინო
მე ვფიქრობ, რომ ხელისფულებამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაანებოს ბიზნესს თავი ამ გაუმართლებელი რეგულაციებით, მითუმეტეს ტელევიზიებს რომელთა შემოსავალი ხელფასებსაც არ ჰყოფნის.. ვისაც აქვს პოლიტიკური ამბიციები ჰქონდეთ და თუ უნდათ ყველამ გააკეთოს თავთავიანთი ტელევიზიები რა პრობლემაა ხალხო..ჩვენ არჩევნებზე გადავწყვიტოთ ვის ვანდობთ ქვეყნის მართვის სადავეებს..
მსგავსი სიახლეები
სახელწოდება და სლოგანი წარმატებული სარეკლამო კამპანიის აუცილებელი წინაპირობა გახლავთ და ეს იციან არამხოლოდ სპეციალისტებმა, არამედ რიგითმა მოქალაქეებმაც.
სამთავრობო ცვლილებებით, 2017 წლის 1 ივლისიდან ქონების რეალიზაციის, მომსახურების ან რეკლამირებისას ფასის ლარში გამოხატვა სავალდებულო გახდება.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მაუწყებელთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.
მომავალი წლის 1 ივლისიდან ქონების გაყიდვისა და რეკლამირების ფასის გამოქვეყნება მხოლოდ ლარით იქნება შესაძლებელი.
უძრავი ქონების რეკლამა აუცილებლად უნდა იყოს მხოლოდ ლარში, რათა ჩვენს თანამოქალაქეებს შეეძლოთ ფასების შედარება როგორც კონკურენტის ფასებთან, ისე საკუთარ შემოსავალთან
გამოცემა AdAge-მა მსოფლიოს ყველაზე მსხვილი რეკლამისდამკვეთების ასეული წარადგინა.
კიბერუსაფრთხოების კვლევითი კომპანია White Ops-ის ინფორმაციით, გახსნილია მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც რუსი ჰაკერები აშშ-ის ინტერნეტ სარეკლამო ბაზარზე შეტევას ახორციელებდნენ.
როგორი მცირეც უნდა იყოს ბიზნესი, ყველა ფიქრობს ზრდა­სა და განვითარებაზე.
მომავალ წელს ინტერნეტ რეკლამა მსოფლიო სარეკლამო ბაზრის წამყვან სეგმენტად დარჩება.
2016 წლის იანვრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით ამერიკულმა კომპანია Apple-მა აშშ-ში ინტერნეტრეკლამაზე 97 მილიონი დოლარი დახარჯა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
20.01.2017
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა ძალიან კარგად ვითარდება”
სრულად
20.01.2017
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურმა საქართველოს პარლამენტს წარუდგინა და საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები.
სრულად
20.01.2017
20 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.6763 ლარი შეადგინა.
სრულად
20.01.2017
კომპანია “საქნახშირმა“ 2016 წელს განხორციელებული აქტივობები შეაჯამა, - ამის შესახებ  ”საქნახშირიდან” იუწყებიან.
სრულად
20.01.2017
საქართველოში ოქროს ფასმა ბოლო 1 თვის განმავლობაში 1.5-5 ლარის ფარგლებში მოიმატა.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
20.01.2017
21.01.2017
USD
1
USD
2.6624
2.6763
EUR
1
EUR
2.8440
2.8457
GBP
1
GBP
3.2758
3.2894
RUB
100
RUB
4.4972
4.4722