უმდიდრესი ქართველი ბავშვები - ვინ არიან მილიონერების მემკვიდრეები
უმდიდრესი ქართველი ბავშვები - ვინ არიან მილიონერების მემკვიდრეები
10 თებერვალი / 2016
უცნაურია, მაგრამ საქართველოს ბევრი მილიონერი ჰყავს. AMBEBI.GE იმ ბავშვებს გაგაცნობთ, რომლებიც ქართველი მილიონერების ყველაზე პატარა მემკვიდრეები არიან.

ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი ყველაზე მდიდარი ქართველი ოლიგარქია, შესაბამისად, მისი შვილები ყველაზე მდიდარი მემკვიდრეები არიან. ბიძინა ივანიშვილის უმცროსი ვაჟი, ცოტნე ყველაზე მდიდარი პატარა მემკვიდრეა. ჯერჯერობით ადრეა იმაზე საუბარი, ქონების რა ნაწილს მისცემს უმცროს ვაჟს 8 მილიარდის მფლობელი მამა. ცოტნე ივანიშვილი 10 წლის არის. მისი ფავორიტი საკუთარი ძმა, რეპერი ბერა ივანიშვილია. ცოტნეს უყვარს ხატვა, ასევე ხშირად ვარჯიშობს და ფილმებს უყურებს ბერასთან ერთად.

კობა ნაყოფია
ნიკოლოზ ნაყოფია კობა ნაყოფიას შვილიშვილი და მისი ქონების ერთადერთი მემკვიდრეა. პატარა ნიკოლოზის დედა "მის საქართველო" ხათუნა სხირტლაძეა. არაოფიციალური მონაცემებით, ნაყოფიას ქონება დაახლოებით 800 მილიონ დოლარად არის შეფასებული. ქართველი პარლამენტარი სხვადასხვა ბიზნესის პარალელურად, "მადნეულის" მფლობელიც არის.

კოტე გოგელია
კოტე გოგელიას და მაკა ასათიანის ქონება გავრცელებული ინფორმაციით, 50 000 000 დოლარს შეადგენს. კოტე გოგელია რუსეთში ნავთობის და გაზის ბიზნესში არის ჩართული. მისი ქონების მთავარი მემკვიდრე პატარა კონსტანტინე გოგელიაა, რომელიც 7 წლის არის.

კახი კალაძე
კახი კალაძე სამი ბიჭის მამაა, მისი მემკვიდრეებიც პატარა ლევანიკო, კახი და ვაჩე კალაძეები არიან. ენერგეტიკის მინისტრმა და ქვეყნის ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ 2007 წელს ჰოლდინგი "კალა კაპიტალი" დააფუძნა და ინვესტირება სამი მიმართულებით - საბანკო, ენერგეტიკისა და უძრავი ქონების სექტორში განახორციელა. ჰოლდინგს ასევე ეკუთვნოდა 45 პროცენტიანი წილი სს "საქჰიდრომშენში", რომელიც 2012 წლის ოქტომბერში ჰოლდინგ "GMC ჯგუფზე" გასხვისდა. დღეისათვის კახა კალაძე საქველმოქმედო ფონდ "კალა ფონდისა" და "კალა კაპიტალის" დამფუძნებელია.

პაატა კურტანიძე

"ავერსის" დამფუძნებელს პაატა კურტანიძეს 6 შვილი ჰყავს. სხვა ბიზნესმენებისგან განსხვავებით, ის ოჯახის წერვების გამოჩენას არ ერიდება. კურტანიძე 50 უმდიდრეს ქართველ შორის 26-ე ადგილზეა, მისი მთავარი მემკვიდრეები კი ბიჭები - გაგა და გიორგი არიან. პაატა კურტანიძის ქონება 100 000 000 დოლარს შეადგენს.

თამარ ბოჭორიშვილი
AMBEBI.GE
კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
სიღარიბე შემცირდა, თუმცა გაიზარდა სუბიექტური სიღარიბე ანუ ადამიანები თვლიან, რომ უფრო ღარიბები არიან.
ვიწყებთ საგზაო პროექტს ”ბავშვთა საგზაო უსაფრთხოება”, - ამის შესახებ ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელმა დავით მესხიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
აღ­მოჩ­ნ­და, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ძი­ძის პრო­ფე­სი­ით და­საქ­მე­ბა არ­ც­თუ ისე იოლია, რად­გან ქარ­თ­ველ დამ­კ­ვე­თებს ძი­რი­თა­დად, ძი­ძა-დამ­ხ­მა­რე­ე­ბი სურთ.
ხშირად გვესმის, რა არის სასარგებლო ბავშვებისთვის... მავნებელი რა არის? აი, მორიგი სია, რომელიც პედიატრებმა და საკვების სპეციალისტებმა შეადგინეს.
მოსკოვში რამდენიმე დღის წინ მორიგი ძვირადღირებული ქორწილი გაიმართა.
ხულოს მუნიციპალიტეტის რაიონულ საავადმყოფოში ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ექიმები, 22 ოქტომბერს, ქალებსა და ბავშვებს უფასო სამედიცინო კონსულტაციას გაუწევენ.
საქართველოში 24 ათასზე მეტი ბავშვი მუშაობს. მათ უმეტესობას სახიფათო სამუშაოს შესრულება უწევს.
2015 წელს საქართველოში მცხოვრებმა 5-17 წლის ასაკის 11 200-მა ბავშვმა სწავლა მიატოვა, რაც ამ ასაკის ბავშვების მთლიანი რაოდენობსი 1,9%-ია.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, 2015 წლის ბოლოს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შსო) ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით ბავშვთა შრომის ეროვნული კვლევა ჩაატარა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, 2015 წლის ბოლოს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შსო) ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით ბავშვთა შრომის ეროვნული კვლევა ჩაატარა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
04.12.2016
მადრიდის „რეალის“ პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ დაახლოებთ 150 მილიონი ევროს ოდენობის გადასახადების გადახდას აარიდა თავი აარიდა.
სრულად
03.12.2016
თოვისა და ლიპყინულის გამო, საავტომობილო გზების რამდენიმე მიმართულებით მოძრაობის სპეციალური რეჟიმები მოქმედებს.
სრულად
03.12.2016
უკრაინის ეროვნულ ოლიმპიურ კომპლექსში, კიევის საერთაშორისო ქალთა კლუბის ეგიდით 24-ე ყოველწლიური საქველმოქმედო ბაზრობა გაიმართა.
სრულად
03.12.2016
მთავრობის მიერ გახმოვანებული, მაგრამ შეუთანხმებელი და დაუზუსტებელი ”დედოლარიზაციის გეგმა” უშუალო კავშირშია ლარის კურსის ვარდნასთან
სრულად
03.12.2016
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ აშშ-ის 2017 წლის სამხედრო ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა, რომელშიც რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო თანამშრომლობაა აკრძალული.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
04.12.2016
05.12.2016
USD
1
USD
2.5599
2.5599
EUR
1
EUR
2.7250
2.7250
GBP
1
GBP
3.2283
3.2283
RUB
100
RUB
3.9854
3.9854