ბანკებმა მთელი ბიზნესი გირაოში მოაქციეს
ბანკებმა მთელი ბიზნესი გირაოში მოაქციეს
10 თებერვალი / 2016
ბანკები არაპროფილური ბიზნესის მართვას ისევ თამამად აგრძელებენ, უფრო მეტიც, სპეციალისტების განცხადებით, მათ მთელი ქართული ბიზნესი გირაოში აქვთ ჩადებული, ხოლო ეროვნული ბანკი მათი "ოფიციალური აგენტია". როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ამგვარ მდგომარეობაში, რომელსაც არაჯანსაღი კონკურენციაც ემატება, ეკონომიკის განვითარების პერსპექტივა საკმაოდ ბუნდოვანია.

მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი ადასტურებს, რომ ბანკები არაპროფილურ ბიზნესს ძველებურად აკონტროლებენ და ამ მიმართულებით, ფაქტორივად, არაფერი შეცვლილა. აქედან გამომდინარე, საქართველოში კონკურენცია მკვდარია და ეკონომიკა ამიტომაც ვერ ვითარდება.

"რაღაც ფორმა შეცვალეს, მაგრამ იგივე სქემით მოქმედებენ. მე ვიცი, რომ სამშენებლო კომპანია "მ2" "საქართველოს ბანკის" კუთვნილი კომპანიაა. ბანკის ფუნქციაა, რომ მან ფული სხვა ბიზნესის ხელის შეწყობით იშოვოს. წარმოიდგინეთ, რომ ყველაზე მსხვილი ბანკი საქართველოში, რომელიც სამშენებლო კომპანიას ფლობს, ის სხვა კომპანიებს კონკურენტად აღიქვამს. კონკურენტს როგორც მინიმუმ ხელს თუ არ შეუშლის, არც დაეხმარება," - ამბობს ირაკლი როსტომაშვილი და დასძენს, რომ ეს მარტო სამშენებლო სექტორს არ ეხება. ბანკები ფლობენ სამედიცინო, ტურისტულ, საგანმანათლებლო, ღვინის წარმოებისა თუ საკალმახე მეურნეობებს.

"ყველგან აქვთ ბიზნესები. თქვენ წარმოიდგინეთ, პატარა ორგანიზაცია, რომელსაც აქვს საკალმახე. მისთვის როგორია ბანკის ქოლგის ქვეშ მყოფ კომპანიასთან კონკურენცია. ამიტომ არ ვითარდება საქართველოში ბიზნესი. ბანკი არის ორგანიზაციისთვის სისხლის მიმოქცევის სისტემა, რომელიც არ მუშაობს და ეს ორგანიზმი კვდება", - ამბობს ირაკლი როსტომაშვილი.

მისი აზრით, თუკი ხელისუფლება მოინდომებს, საბანკო სექტორს სხვა ბიზნესისგან რეალურად გამიჯნავს და ეს პროცესი არც ისე რთული იქნება. სხვა შემთხვევაში კომპანიები გაკოტრდებიან და ბანკები გამდიდრდებიან და მათ ქონებასაც დაისაკუთრებენ.

პროფესორი დავით ასლანიშვილი ასევე აცხადებს, რომ ბანკებისა და მათი არაპროფილური ბიზნესის გამიჯვნა მხოლოდ ფორმალურად მოხდა. ბანკები სხვადასხვა მეთოდით, მათ შორის ინსაიდერული პირების მეშვეობით, ისევ მართავენ არასაბანკო კომპანიებს.

"ისინი ყველგან არიან შესული - სამშენებლო, სადაზღვევო სექტორები და სხვა. აგერ ბოლომდე ჩაყლაპეს საფონდო ბირჟა. იურიდიულად არ ჩანს, თორემ კონკრეტული კომპანიები კვლავ ბანკის საკუთრებაშია, თუმცა მათ მიერ შექმნილ ფირმებს ინსაიდერების მეშვეობით აკონტროლებენ. ეროვნულმა ბანკმა გასცა ფორმალური ბრძანება და შესაბამისად იგი ფორმალურად შესრულდა.

ეს პროცესი ანადგურებს ეკონომიკას, ვინაიდან ბაზარი კონკურენტული არ არის. კლასიკური გაგებით, კომერციულმა ბანკმა უნდა გასცეს სესხი და მორჩა. განვითარებულ ქვეყნებში ბანკებს სხვა კომპანიებში წილობრივი მონაწილეობის უფლება შეზღუდული აქვთ", - ამბობს დავით ასლანიშვილი და დასძენს, რომ საქართველოში ეს შეზღუდვა კახა ბენდუქიძის ხელმძღვანელობით 2007-08 წლებში მიღებული კანონებით გაუქმდა. შესაბამისად, ბანკებს მიეცათ უფლება, რომ არასაბანკო სფეროში შესულიყვნენ.

ასლანიშვილის ინფორმაციით, ამჟამად კომერციულ ბანკებს 300 მილიარდ ლარზე მეტი ქონება აქვთ გირაოში ჩადებული. როდესაც მსხვილი ბიზნესმენი ბანკში ფულის სასესხებლად მიდის, მას სესხის უზრუნველსაყოფად, ფაქტობრივად, მთელ ქონებას აგირავებინებენ. ეს პროცესი კი ბიზნესის განვითარების შესაძლებლობას ართულებს.

"საქართველოში, მაგალითად, 16 მილიარდი ლარის სანაცვლოდ დაგირავებულია 300 მილიარდი ლარის ქონება. საერთაშორისო პრაქტიკით, ამ რაოდენობის სესხი 40 მილიარდ ლარამდე ქონებით არის უზრუნველყოფილი. როდესაც ბიზნესმენი მიდის ბანკში და იძულებულია, რომ ნახევარმილიონიანი სესხის სანაცვლოდ გირაოში 40-ჯერ მეტი გირაოს საგანი ჩადოს, მას განვითარების შესაძლებლობა ესპობა. ჩვენთან, რომ არსებოდეს კლასიკური მოდელი, სესხის სანაცვლოდ გირაოს მოთხოვნა 1-2-თან ან 1/3-თან, ბიზნესი დანარჩენ აქტივს სხვა სახის ფულადი რესურსის მოსაზიდად გამოიყენებდა", - აცხადებს დავით ასლანიშვილი და დასძენს, რომ კომერციულმა ბანკებმა მთელი ბიზნესი გირაოში მოაქციეს, ხოლო ეროვნული ბანკი არის მათი დაქირავებული აგენტი.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის ოქტომბერში, მენაშენეთა ასოციაციის არაერთგზის მოთხოვნის შემდეგ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ საზოგადოებას ახალი გადაწყვეტილება გააცნო. კომერციულ ბანკებს არაპროფილური ბიზნესები 2015 წლის 31 დეკემბრამდე უნდა დაეტოვებინათ.

"აღნიშნული გადაწყვეტლება უზრუნველყოფს, რომ ინტერესთა კონფლიქტის ყველანაირი რისკი კომერციულ ბანკებსა და დეველოპერულ ინდუსტრიას შორის ამოიწუროს და, შესაბამისად, მიღებული იქნება საზედამხედველო დირექტივები ამა თუ იმ მოთამაშესთან დაკავშირებით", - ასე განმარტა მიღებული გადაწყვტეილება გიორგი ქადაგიძემ. მოგვიანებით კი, კომერციული ბანკების ხელმძღვანელებმა გააკეთეს განცხადებები, რომ მათ ეროვნული ბანკის მოთხოვნის შესრულება დაიწყეს.

ცოტა ხნის წინ გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, რომ არაპროფილური აქტივების გამიჯვნა ხორციელდება და დასძინა, რომ ასეთი ფაქტები დიდი ოდენობით ისედაც არ იყო.

"რაც შეეხება იმას, რომ ბანკის აქციონერებს უნდათ ინვესტიცია სხვა ნებისმიერ ბიზნესში განახორციელონ, ამაში მე ვერაფერს განსაკუთრებულს ვერ ვხედავ და ჩვენც მხოლოდ ხელს შევუწყობთ. ბანკის მეშვეობით არაპროფილური აქტივების ფლობა აკრძალულია და ეს ინვესტიციები ბანკის მეშვეობით არ ხორციელდება", - დაასკვნა გიორგი ქადაგიძემ.

როგორც სპეციალისტები აცხადებენ, რეალურად კომერციულ ბანკებს მათ მიერ შექმნილ კომპანიებზე მეურვეობა არც შეუწყვეტიათ. ამიტომ, ისინი ხელისუფლებას უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ და საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას სთხოვენ.

მაკა ხარაზიშვილი
გაზეთი "რეზონანსი"

კომენტარები (13)
12.02.2016
ალექს
usa-ს კომენტარს სუსხი კი აქვს,მაგრამ მოყვარეს უძრახავს პირში და მისაღებია! მაგრამ,მეორე მხარეცაა აქვს სულსწარაფობას -მას წართმევის შიში აქვს,ამის ისტორიული გამოცდილება აქვს,ძირითადი ექსპროპრიატორი სახელმწიფოს სახელს ამოფარებული მოხელეა ! თავად მოხელეც მისი რანგიდან გამომდინარეა დამოკიდებული ზემდგომზე და მმართველ ელიტასთან დაახლოების ხარისხით-ისიც დროებით მოსულია,მასაც ეშინია და ჩქარობს. ბანკი ბიზნესია,რატომ გგონიათ ,რომ მას ხელისუფალი არაფერს თხოვს ? წვილფეხობა ვერ გაუბედავს,მაგრამ მსხვილფეხობა ? პარლამენტარებს რომ დაბალ პროცენტიან კრედიტს და უზრუნველყოფის გარეშე აძლევენო გამიგია ,ბატონო ჩემო. მართალი გითხრათ არ გამიგია დეპოზიტს სხვაზე მეტ პროცენტში იღებენო მაღლებისგანო. სხვისი სახლის რემონტი გამიგია,არადანიშნულებითი ქველმოქმედებაც გამიგია,წინასაარჩევნო აქციებიც გამიგია. ანუ მაღალი საკრედიტო განაკვეთი ბანკიდან არ მოდის,ხოლო ინდუსტრიული და სტარტ აფის მაღალი რისკი სახელისუფლებო ოინია-საქართველოს კანონმდებლობა გამორიცხავს წარმატებულ ბიზნესს,ბანკმა ეს იცის. თქვენც იცით,რომ ეს ასეა ! ამიტომ თავი და თავი ხელისუფალია ,თევზი თავიდან ყარს !
11.02.2016
ალექს
ბანკს არ აინტერესებს კალმახები,ფული ურჩევნია. უბრალოდ ,საკალმახე ჩაყენებეულია ხელისუფლების მიერ ისეთ გარემოში,რომ კალმახი მეკალმახემ ფულად საკალმახეში ვერ აქცია! ბანკიც ბიზნესია,მას ურჩევნია თავისი წილი ფული პროცენტის სახით მეკალმახისაგან მიიღოს,თანაც იმრავლონ როგორც კალმახებმა ისე მეკალმახეებმა-მეტ ფულს იშოვნის მათი სიმრავლით ბანკი. ახლა რომ თავად დასდევს კალმახებს-ეს იძულებითი ნაბიჯია. ანუ ბანკი არაა დამნაშავე,ხელისუფლებაა დამნაშავე. არ იცოდით რომ თევზი თავიდან მყრალდება ?!
მსგავსი სიახლეები
ონლაინ სესხების გამცემ კომპანიებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებად გარდაქმნა სურთ.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 5 დეკემბერს საკუთარ ხედვას წარმოადგენს, რომელიც ეკონომიკაში სრულიად ახალი შესაძლებლობის გაჩენას მოიცავს
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, „ალფა ბანკს“ საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ლიცენზიის საკითხზე არ მიუმართავს
სამეწარმეო განათლების გავრცელებისა და ფინანსური განათლების სარგებლიანობის შესახებ მოზარდებში ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ეროვნული ბანკი და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტს იწყებენ.
შეიძლება ერთი პროდუქტის ფასი ნადვილად გაიზარდოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზოგადად, ყველაფრის ფასები იზრდება
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების გალარების ერთჯერადი სოციალური პროგრამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
ონლაინ სესხების ბევრი კომპანია შესაძლებელია მიკროსაფინანსო ორგანიზაციად გადაკეთდეს
ქართული 50-ლარიანი 2016 წლის საუკეთესო კუპიურების კონკურსზეა წარდგენილი.
საქართველოს ეროვნული ბანკი და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტს იწყებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით მემორანდუმი ხვალ გაფორმდება.

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ ლარის კურსის მკვეთრ მერყეობასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
რუბრიკის სხვა სიახლეები
02.12.2016
ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) სასწავლო კურსის „მაკროეკონომიკური დიაგნოსტიკა“ დახურვის ცერემონია გაიმართა.
სრულად
02.12.2016
მთავრობის მიერ დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, 2017 წლიდან ავტომობილებზე ქონების გადასახადის გადახდა სავალდებულო ხდება.
სრულად
02.12.2016
პარლამენტს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვის გაგრძელება “საბიუჯეტო კოდექსით“ და რეგლამენტით დადგენილი წესებისთვის გვერდის ავლით მოუწევს.
სრულად
02.12.2016
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში ”ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მდებარე კლუბის სტატუსით რიცხულ შენობასთან დაკავშირებით არსებული გარემოებების შემსწავლელი კომისიის“ (მოხეს კომისია) მორიგი სხდომა გაიმართა.
სრულად
02.12.2016
ეს არის უპრეცედენტო, პირველი გადაწყვეტილება, როდესაც DCFTA-ს ძალაში შესვლის შემდეგ, ცხოველური წარმოშობის პროდუქტი პირველად შევა ევროკავშირის ბაზარზე
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
02.12.2016
03.12.2016
USD
1
USD
2.5871
2.5599
EUR
1
EUR
2.7491
2.7250
GBP
1
GBP
3.2561
3.2283
RUB
100
RUB
4.0403
3.9854