"სელფის" გადაღებისას მსოფლიოში ყველაზე მეტი ადამიანი ინდოეთში იღუპება

"შეწყვიტეთ ე.წ "სელფების" გადაღება, ეს საშიშია", - ასე მოუწოდებს მკვლევარი ზაკარი კროკეტი სელფის მოყვარულებს. მისი თქმით, 2015 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ხშირად ადამიანები "სელფებს" საშიშ ვითარებაში იღებენ, რაც ფატალურად სრულდება. მაგალითად, გასულ წელს სელფის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 49 შეადგინა. ყველაზე მეტი მათგანი ინდოეთში დაიღუპა (19). მეორე ადგილას კი ამ მხრივ, რუსეთი გავიდა 7 შემთხვევით, ხოლო მესამეზე - აშშ, სადაც "სელფის" გადაღების დროს დაღუპულთა რიცხვმა 5 შეადგინა.

მათგან ყველაზე მეტი - 16 ადამიანი სიმაღლიდან გადმოხტომის დროს "სელფის" გადაღებას ემსხვერპლა, 14 კი - ყვინთვის დროს. "სელფის" გადაღების დროს მატარებლის დაჯახების შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა.

კვლევის მიხედვით, "სელფის" გადაღების დროს დაღუპულთა უმრავლესობა (75 პროცენტი) მამაკაცები არიან. ამასთან, დაღუპულთა 27 პროცენტი 21 წლამდე ასაკისაა.