რა შეიცვლება პროექტ "ახალი ტფილისის" ფარგლებში? (+ ფოტო)

თბილისის მერია, თბილისის განვითარების ფონდთან ერთად, მასშტაბური პროექტის - "ახალი ტფილისი" განხორციელებას იწყებს.

პროექტის პირველ ეტაპზე განხორციელდება შემდეგი უბნების რეაბილიტაცია:

• მშრალი ხიდის მიმდებარე არეალი

• ორბელიანის მოედანი (კოლმეურნეობის მოედანი)

• დავით აღმაშენებლის გამზირი (მარჯანიშვილის მოედნიდან ზაარ ბრიუკენის მოედნამდე)

• ღვინის აღმართი

• გუდიაშვილის მოედნის მიმდებარე არეალი

დავით აღმაშენებლის გამზირი:

• განხორციელდება 45 მისამართზე მდებარე შენობა-ნაგებობების სრულფასოვანი გამაგრება, რესტავრაცია და რეაბილიტაცია

• მთლიანად განახლდება ყველა ტიპის საკომუნიკაციო და საინჟინრო ქსელები;

• განახლდება გამზირის იერსახე - საფეხმავლო და სამანქანო სავალი ნაწილის საფარი, მოეწყობა გადასასვლელები;

•ტერიტორია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სრულად ადაპტირებული გახდება;

• მოპირკეთდება ქუჩა, დამონტაჟდება ახალი განათება, მანიშნებლები, გამწვანდება ტერიტორია.

მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორია:

• კეთილმოეწყობა 9 მარტისა და დედაენის სახელობის ბაღები და მიმდებარე ტერიტორია;

• 9 მარტის და დედაენის სახელობის ბაღებს შორის მოეწყობა მიწისქვეშა საფეხმავლო გადასასვლელი - გალერეა, რომელშიც განთავსდება ტურისტული და ჰიგიენური დანიშნულების ფართები;

• მოეწყობა სავაჭრო დახლები, ტერასა და მოწესრიგდება სავაჭრო საფეხმავლო ზონა.

პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულდება 2016 წლის ბოლომდე. პროექტის ღირებულება 21 მილიონი ლარი (ამ თანხაში შედის მშრალი ხიდი და მიმდებარე ტერიტორია, აღმაშენებელი და ორბელიანის მოედანი. გუდიაშვილის მოედნის სამუშაოებისთვის წელს დაიხარჯება 7 მილიონი, ხოლო ღვინის აღმართის რეაბილიტაცია გარდამავალი პროექტია და წელს ბიუჯეტიდან დაიხარჯება 900 000 ლარამდე)

პროექტზე იმუშავა 200-მდე სპეციალისტმა: არქიტექტორებმა, ისტორიკოსებმა, ურბანისტებმა, ინჟინრებმა, ხელოვნებათმცოდნეებმა, რესტავრატორებმა, დეველოპერებმა.

იხილეთ ფოტოგალერეა