რა შეიცვლება პროექტ "ახალი ტფილისის" ფარგლებში? (+ ფოტო)
რა შეიცვლება პროექტ "ახალი ტფილისის" ფარგლებში? (+ ფოტო)
15 თებერვალი / 2016
თბილისის მერია, თბილისის განვითარების ფონდთან ერთად, მასშტაბური პროექტის - "ახალი ტფილისი" განხორციელებას იწყებს.

პროექტის პირველ ეტაპზე განხორციელდება შემდეგი უბნების რეაბილიტაცია:
• მშრალი ხიდის მიმდებარე არეალი
• ორბელიანის მოედანი (კოლმეურნეობის მოედანი)
• დავით აღმაშენებლის გამზირი (მარჯანიშვილის მოედნიდან ზაარ ბრიუკენის მოედნამდე)
• ღვინის აღმართი
• გუდიაშვილის მოედნის მიმდებარე არეალი

დავით აღმაშენებლის გამზირი:

• განხორციელდება 45 მისამართზე მდებარე შენობა-ნაგებობების სრულფასოვანი გამაგრება, რესტავრაცია და რეაბილიტაცია
• მთლიანად განახლდება ყველა ტიპის საკომუნიკაციო და საინჟინრო ქსელები;
• განახლდება გამზირის იერსახე - საფეხმავლო და სამანქანო სავალი ნაწილის საფარი, მოეწყობა გადასასვლელები;
•ტერიტორია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სრულად ადაპტირებული გახდება;
• მოპირკეთდება ქუჩა, დამონტაჟდება ახალი განათება, მანიშნებლები, გამწვანდება ტერიტორია.
მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორია:
• კეთილმოეწყობა 9 მარტისა და დედაენის სახელობის ბაღები და მიმდებარე ტერიტორია;
• 9 მარტის და დედაენის სახელობის ბაღებს შორის მოეწყობა მიწისქვეშა საფეხმავლო გადასასვლელი - გალერეა, რომელშიც განთავსდება ტურისტული და ჰიგიენური დანიშნულების ფართები;
• მოეწყობა სავაჭრო დახლები, ტერასა და მოწესრიგდება სავაჭრო საფეხმავლო ზონა.

პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულდება 2016 წლის ბოლომდე. პროექტის ღირებულება 21 მილიონი ლარი (ამ თანხაში შედის მშრალი ხიდი და მიმდებარე ტერიტორია, აღმაშენებელი და ორბელიანის მოედანი. გუდიაშვილის მოედნის სამუშაოებისთვის წელს დაიხარჯება 7 მილიონი, ხოლო ღვინის აღმართის რეაბილიტაცია გარდამავალი პროექტია და წელს ბიუჯეტიდან დაიხარჯება 900 000 ლარამდე)
პროექტზე იმუშავა 200-მდე სპეციალისტმა: არქიტექტორებმა, ისტორიკოსებმა, ურბანისტებმა, ინჟინრებმა, ხელოვნებათმცოდნეებმა, რესტავრატორებმა, დეველოპერებმა.
იხილეთ ფოტოგალერეა
კომენტარები (6)
16.02.2016
ottos
გზები ნაღდად გამოსწორდა. საბოლოოდ პრობლემოს მოგვარებას დიდი დრო უნდა, მაგრამ გამოსწორებით-გამოსწორდა.
15.02.2016
ოტტო
პირველ რიგში გზებს მიხედეთ..გზებს..!!!
მსგავსი სიახლეები
კარგა ხანია, რაც საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის ლარიზაციას ასახელებენ.
სტუდენტური ტარიფის დაწესების მოთხოვნით რუსთავის მერიასთან აქცია გაიმართა.
ინდონეზიაში საქართველოს საელჩომ ქალთა საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით გამართულ, 49-ე ყოველწლიურ საქველმოქმედო გამოფენა-ბაზრობაში მიიღო მონაწილეობა.
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5744 ლარი გახდა.
თბილისის მერიის კულტურის სამსახურის უფროსის ია მაქაცარიას განცხადებით, საახალწლო ღონისძიებებისთვის ჯამური ბიუჯეტი 1 487 000 ლარია.
ეროვნული ბანკი 2010 წლიდან უკვე პრაქტიკულად ცდილობდა, რომ დედოლარიზაციაზე ემუშავა
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5598 ლარი გახდა.
რუსთავის მერიაში აცხადებენ, რომ კომპანია ,,ინტერტრანსმა“ რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მგზავრობის საფასური ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად გაზარდა.
2016 წლის იანვარ-ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 45 628 091 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 40%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს.
ლართან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები უფრო ერთმანეთისთვის გადაბრალებას ჰგავს, სადაც ზოგი ხელს მთავრობისკენ იშვერს, ზოგი ბანკებისკენ, ზოგიც ყველაფერს პანიკასა და აჟიოტაჟს აბრალებს.
რუბრიკის სხვა სიახლეები
07.12.2016
საპროცენტო განაკვეთის გაყალბების გამო ევროპის სამი ბანკი ევროკომისიამ 485 მილიონი ევროთი დააჯარიმა.
სრულად
07.12.2016
მლეთა-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
სრულად
07.12.2016
პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის ჯგუფის ვაჭრობისა და კონკურენტუნარიანობის საკითხებზე მომუშავე გლობალური პრაქტიკის ჯგუფის დირექტორ სესილ ფრუმანს შეხვდა.
სრულად
07.12.2016
დიდი ბრიტანეთი ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ი ეპილეფსიის საწინააღმდეგო წამლებზე ფასების აწევისთვის რეკორდული თანხით - 106,5 მილიონი აშშ დოლარით დააჯარიმა.
სრულად
07.12.2016
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავა განცხადებით, ოპტიმიზაცია უწყებაში ყოველწლიურად განხორციელდება.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
06.12.2016
07.12.2016
USD
1
USD
2.5598
2.5744
EUR
1
EUR
2.7234
2.7734
GBP
1
GBP
3.2558
3.2836
RUB
100
RUB
4.0149
4.0370