რატომ არ უნდა ავიღოთ ონლაინსესხი
რატომ არ უნდა ავიღოთ ონლაინსესხი
16 თებერვალი / 2016
ბოლო პერიოდში მომრავლებულ ონლაინსესხებს მომხმარებელიც გაეზარდა. ინსტრუქცია მარტივია, უმოკლეს დროში ინტერნეტით მცირე თანხას ყოველგვარი ხელშეკრულების გარეშე სესხულობ. ხშირ შემთხვევაში პირველი თვე თანხის აღება უპროცენტოა და მომხმარებელიც მარტივად თანხმდება შეთავაზებაზე, თუმცა ფულის შოვნის ასეთი გზა სერიოზულ დამოკიდებულებას იწვევს, ვადაზე გადაცდენა კი ჯარიმებს, რომელთა რიცხვიც ხშირად რატომღაც იმაზე მეტია, ვიდრე ვიცით.

ნინო ერთ-ერთია, იმ მომხმარებელთა შორის, ვინც ონლაინსესხით სარგებლობს. ფინანსური პრობლემების გამო, მას უკვე რამდენიმეჯერ მოუწია თანხის გამოტანა:

"სესხის აღების პროცედურა მარტივია, შესაბამის საიტზე შედიხარ, იმ ბანკის ანგარიშიდან, სადაც გინდა რომ თანხა დაგირიცხონ, სიმბოლურად 1 თეთრს რიცხავ (ყველაფერს საიტი გიჩვენებს, მარტივი პროცედურაა) და ძალიან მოკლე დროში გერიცხება მოთხოვნილი თანხა. მას შემდეგ რაც ლარი გაუფასურდა, ჩემი ხელფასი კი უცვლელია, სერიოზული ფინანსური პრობლემები შემექმნა: პროდუქტზე ფასებმა მოიმატა, დანახარჯი გაიზარდა, შემოსავალი კი უცვლელი მაქვს, იძულებული გავხდი ამეღო სესხი. დროულად დაფარვა ვერ შევძელი და გადავავადე. ეს სერვისიც აქვთ. გარდა იმისა, რომ სესხის საპროცენტო განაკვეთი მაღალია, თუ გადავადება დაგჭირდა კიდევ დამატებით იხდი თანხას. მე 2 კვირით გადავავდე და 22
You must have Flash Player installed in order to see this player.
ლარი გადავიხადე".

ამასთან მისივე თქმით, ონლაინსესხი, მიუხედავად მაღალი საპროცენტო განაკვეთისა, უფრო მოსახერხებელია, ვიდრე ბანკიდან სესხის აღება:

"ბანკების მიმართ ნდობა საერთოდ დაკარგული მაქვს, თან ბანკში ასე სწრაფად ფულს ვერ მიიღებ. გარკვეულ მიჩვევასაც იწვევს, როცა სასწრაფოდ გჭირდება ფული და სხვა გამოსავალი არ გაქვს, ერთადერთი, რაც სწრაფად "გეხმარება" ონლაინსესხია. ამჟამად უკვე 6-დღიანი ვადაგადაცილება მაქვს. სავარაუდოდ, ჯარიმა დამერიცხება".

ონლაინკრედიტზე "დამოკიდებულია" მიშკა სულაშვილიც. ის უკვე ორი წელია ონლაინსესხით სარგებლობს:

"სეიოზულად ვარ ონლაინსესხებზე "დამოკიდებული". ერთი მხრივ მარტივია, თანხას 15 წუთში გაძლევენ. ამ ხნის განმავლობაში, რა თქმა უნდა, მქონია შემთხვევა, როცა დროულად ვერ შევიტანე თანხა და ჯარიმაც გადამიხდია. თუმცა როცა სხვა გამოსავალი არ მაქვს იძულებული ვარ ონლაინსესხი ავიღო".

როგორ შეიძლება თავი შევიკავოთ ონლაინსესხის აღებისგან და ზოგადად რა პრობლემებს იწვევს ფულის შოვნის ეს მარტივი გზა, ამის შესახებ ALLNEWS.GE ბიზნესფსიქოლოგს, გიორგი მანასიანს ესაუბრა.
იხილეთ გაგრძელება

თეა ბეჟიტაშვილი
კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
"სოკარ პეტროლეუმ ჯორჯია" თიბისი ბანკის პროგრამა „სტარტაპერს“ უერთდება და სპეციალურად პროგრამის მონაწილეებისთვის „სტარტაპ-ენერჯი“ ბარათს ქმნის.
მიმდინარე წელს ფუფუნების საგნების რეკლამირებაში ბიუჯეტი გაიზრდება.
საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეზღუდოს და მონიტორინგი გაუწიოს საპარტნიორო ფონდის ბალანსს. ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშშია ნათქვამი.
YouGov-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხული მომხმარებლების 61% ინტერნეტ რეკლამას ენდობა.
საქართველოში ბიზნესმენები მაღალპროცენტიან კრედიტებზე ჩივიან.
სწრაფი ონლაინ სესხები ძირითადად მოულოდნელი ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლადაა განკუთვნილი
ჩვენ შევქმენით სისტემა და ახლა, სადაზღვევო ინდუსტრიას აქვს ყველა ბერკეტი, რომ აქტიური მარკეტინგით მომხმარებლების მიზიდვა შეძლონ
ტერაბანკის სესხებისა და ანაბრების გათამაშების პირველ შუალედურ გათამაშებაში გამარჯვებული გამოვლენილია. სახლის სასაჩუქრე ნაკრების მფლობელი თამარ ტყავაშვილი გახდა.
”თიბისი ბანკის” გენერალური დირექტორის მოადგილის, ნინო მასურაშვილის ინფორმაციით, ”თიბისი ბანკსა” და ბანკ “რესპუბლიკაში” ჯამში ერთობლივად 40 მილიონი დოლარის სესხი გალარდა.
სილამაზის სალონებისა და კოსმეტოლოგიური კაბინეტების მფლობელები კლიენტების სიმცირეს უჩივიან. მათი თქმით, წლის დასაწყისიდან ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა და ყოველდღიურად მძიმდება.
რუბრიკის სხვა სიახლეები
27.04.2017
თბილისში ხვალ საქართველო-მოლდოვას ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართება.
სრულად
27.04.2017
იორდანიისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ხვალიდან დაიწყება. ამანი-თბილისი-ამანის პირველი რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 16:40 საათზე დაეშვება.
სრულად
27.04.2017
მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე “აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ მთავრობის კანონპროექტზე “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებას “სრულ სისულელეს“ უწოდებს.
სრულად
27.04.2017
კონსტიტუციაში ახალი ჩანაწერის თანახმად, მიწაზე, როგორც განსაკუთრებულად მნიშვნელოვან რესურსზე, საკუთრების უფლებას აწესრიგებს ორგანული კანონი
სრულად
27.04.2017
საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი (GIAC) ხვალ, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ მშენებლებს კერძო დავების გადაწყვეტის მექანიზმის შესახებ ინფორმაციას წარუდგენს, - ამის შესახებ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან იუწყებიან.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
27.04.2017
28.04.2017
USD
1
USD
2.4773
2.4751
EUR
1
EUR
2.6968
2.6996
GBP
1
GBP
3.1774
3.1939
RUB
100
RUB
4.3797
4.3579