როგორ გავისტუმროთ საბანკო ვალდებულებები სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში
როგორ გავისტუმროთ საბანკო ვალდებულებები სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში
16 თებერვალი / 2016
ეკონომიკურმა კრიზისმა ქვეყანაში მოქალაქეების მდგომარეობა საგრძნობლად გააუარესა.
ხშირია სამსახურის დაკარგვის შემთხვევებიც, რადგან კომპანიებს არსებული რეალობის გათვალიწინებით, კადრების შემცირება უწევთ. სამსახურიდან მოულოდნელად დათხოვილი მოქალაქე სხვა პრობლემებთან ერთად კიდევ ერთი, დამატებითი საფრთხის წინაშე დგება: როგორ შეასრულოს ბანკთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, რომლებზეც ხელი სესხის აღების დროს მოაწერა?

”საქართველოს ბანკის” სერვისების ერთ-ერთი მომხმარებელი, რომელსაც ბანკში 2000 ლარი სესხის სახით აქვს აღებული, ”ბიზნესპრესნიუსს” თავის პრობლემაზე ესაუბრა: ”საქართველოს ბანკში 2 000 ლარის ოდენობის სესხი ავიღე. ნახევარი გადავიხადე. მაგრამ ცოტა ხნის წინ სამსახური დავკარგე და მივხვდი, დარჩენილი ნაწილის გადახდას ძველი პირობებით ვეღარ შევძლებდი. თვეში დაახლოებით 200 ლარის გადახდა მიწევდა. ამიტომ მივმართე ბანკს და ვთხოვე, შეეჩერებინათ ან სესხის რესტრუქტურიზაცია მოეხდინათ. სამწუხაროდ, უარი მივიღე - ვიდრე ვადაგადაცილებები არ გექნებათ, ან ჯარიმა-საურავები არ დაგერიცხებათ, ალტერნატივას ვერ შემოგთავაზებთო”, - აცხადებს მოქალაქე.

ფინანსური მრჩეველი, ნათია ზედგენიძე ადამიანებს, რომლებმაც სამსახური დაკარგეს და ბანკთან დაკისრებული მოვალეობების შესრულებას ვეღარ ახერხებენ, რჩევებს აძლევს.
”პირველ რიგში, მინდა ვთხოვო მათ, არ დაემალონ ბანკს, რადგან ამით მათი საკრედიტო ისტორია გაფუჭდება. ნეგატიური საკრედიტო ისტორია ნიშნავს იმას, რომ მომავალში სხვადასხვა ტიპის კრედიტორისგან, იქნება ეს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია თუ ბანკი, რაიმე ტიპის ფინანსური რესურსის მოძიება თუ დასჭირდებათ, ამის შესაძლებლობა ვერ მიეცემათ. მეორე მხრივ, კარგი იქნებოდა ადამიანმა, რომელსაც ყოველთვიური შემოსავალი აქვს და სესხის აღებას ფიქრობს, თადარიგი დაიჭიროს და მინიმუმ 3-4 თვის რეზერვი მაინც შექმნას, რომ უმუშევრად დარჩენის შემთხვევაში, 3-4 თვის განმავლობაში მშვიდად გადაიხადოს თანხა და პარალელურად, ახალი სამსახური ეძებოს. მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც ფაქტი სახეზეა, არ გვაქვს რეზერვი, სესხიც გადასახდელია, მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობს: ადამიანი მივიდეს კრედიტორთან, ბანკში, განაცხადოს იმის შესახებ, რომ მან დაკარგა სამუშაო, არ აქვს ყოველთვიური შემოსავალი და სესხის გადახდა უკვე რისკის ქვეშ დგება. ამ დროს ბანკს შეუძლია, რომ განიხილოს ამგვარი შემთხვევა, თუმცა ეს ბანკის კეთილი ნებაა”, - აღნიშნავს ნათია ზედგენიძე და ერთ-ერთ შესაძლებლობად სესხის რესტრუქტურიზაციას ასახელებს.

სესხის რესტრუქტურიზაცია არსებული სესხის მომსახურების პირობების ნებისმიერ სახეცვლილებას შეიძლება დაერქვას. თუმცა 2014 წელს ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოში
You must have Flash Player installed in order to see this player.
სესხის რესტრუქტურიზაციის ყველაზე გავრცელებული ფორმა კლიენტის ყველა ვალდებულების გაერთიანება და მისი მეტ ვადაში გადანაწილება აღმოჩნდა.
მეტ ვადაში გადანაწილება კი, სესხს აძვირებს - კლიენტს კონკრეტული პერიოდის დასრულებისას, ჯამში მეტი თანხის გადახდა უწევს. თუმცა, მომხმარებლისთვის შეღავათია ყოველთვიურად ბანკში შესატანი თანხა, რომელიც საგრძნობლად მცირდება სესხის რესტრუქტურიზაციისას.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”საზოგადოება და ბანკების” პრეზიდენტი გიორგი კეპულაძე ამბობს, რომ რთულია რჩევის მიცემა ადამიანისთვის, რომელმაც სამსახური დაკარგა. თუმცა გიორგი კეპულაძე უმუშევრობის დაზღვევაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ რამდენიმე ბანკს ეს პროდუქტი უკვე აქვს. თუ მომხმარებელი უმუშევრობის დაზღვევით სარგებლობს, გარკვეული პერიოდის განვალობაში სადაზღვევო კომპანია მას საჭირო გადასახადს აუნაზღაურებს.

მისივე თქმით, მეორე გამოსავალი, ბანკისთვის სესხის რესტრუქტურიზაციის ან სესხის გაყინვის თხოვნით მიმართვაა. გიორგი კეპულაძე დასძენს, რომ ეს უკანასკნელი მთლიანად ბანკის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.
”არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავემალოთ ბანკს, არ გამოვრთოთ ტელეფონი. პირიქით, უნდა წავიდეთ ბანკთან მოლაპარაკებაზე. ამ ადამიანურ და მორალურ მომენტს ყველა დააფასებს. ამ შემთხვევაში უფრო მოსალოდნელია, რომ ბანკი კეთილ ნებას გამოიჩენს და რაღაც დათმობაზე წავა”, - ამბობს გიორგი კეპულაძე და დასძენს, რომ ბანკსა და კლიენტს შორის ურთიერთობა ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე რეგულირდება და არანაირი სხვა კანონი, რომლითაც შეიძლება კლიენტმა ისარგებლოს, არ არსებობს.

თამარ კორკოტაშვილი



კომენტარები (13)
22.05.2016
მირიანი
ყველაზე კარგი ვარიანტი სესხის დაზღვევაა , თუმცა ერთი მინუსი აქვს , თუ ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა და აღარ გიგრძელებენ (ანუ არ შეწყდა) არ გიფარავს კრედიტს სადაზღვევო
17.02.2016
ლიკა
სისულელეა ბანკში ვალი მქონდა ვიხდიდი და დავორსულდი და ბოლო თ ვეებში წოლითი რეჟიმი მქონდა და ძლივს მივედი ამხელა მუცლით ვთხოვე დრო მოეცათ რომ მშვიდად გამეჩინა არ გაითვალისწინეს და თანაც მუქარებით დღეში 10ჯერ რეკავდნენ და 9თვემდე ვერ მივაღწიე 7თვიანი გამიჩნდა მერვიულობისგან არავინ მყავდა დამხმარე და სამშობიაროშიც რომ დამირეკეს ისე გავმწარდი ვფიქრობდი აივნიდან გადავხტებითქო მშობიარობის ფულიცკი მთავრობამ გადამიხადა ისე გამიჭირდა და მერე 2თვის პატარა დავტოვე 11წლის უფროს შვილთან გავედი სამუშაოდ ვაი იმ მუშაობას ყოველწამს რომ ლოცულობ ცოცხლები დამხვდნენო და დავუფარე ამ არაადამიანებს კარგითრა ვინ რას დაგაცდის ღორები არიან.
მსგავსი სიახლეები
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4022 ლარი გახდა.
საფინანსო ბაზრის ექსპერტი ნიკა შენგელია ლარის მორიგ გაუფასურების შესახებ „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3993 ლარი გახდა.
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 25 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 7 %-ზე დატოვა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგი სხდომა დღეს, ბათუმში გაიმართება.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგი სხდომა ხვალ, ბათუმში გაიმართება. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დასრულებისთანავე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე პრესკონფერენციას გამართავს.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.3987 ლარი შეადგინა.
”თიბისი დაზღვევამ” 10 ივნისს სეტყვისგან დაზიანებული ავტომანქანების ზარალი 274 000 ლარის ოდენობით აანაზღაურა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
27.07.2017
იყო და არა იყო რა, იყო ერთი ამერიკული ოჯახი. მამას მცირე კერძო ბიზნესი ჰქონდა "ბურღვისა და ტუმბვის" სფეროში
სრულად
27.07.2017
შრომის ახალი კანონის ამოცანაა, რომ დაზიანების პრევენცია მოხდეს და არა პოსტფაქტუმ მკურნალობა
სრულად
27.07.2017
ბევრი უცხოელი ღვინის სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ქართული ყურძნის ჯიშებიდან ყველაზე დიდი პოტენციალის მქონე ყურძნის ჯიში და, შესაბამისად, ღვინოც საფერავია.
სრულად
27.07.2017
2017 წელს ყურძნის შესყიდვისთვის იაფი აგროკრედიტი შენარჩუნდება.
სრულად
27.07.2017
31 ივლისს საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის ცენტრში - Cité des Civilisations Du Vin გამოფენა გაიხსნება
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
27.07.2017
28.07.2017
USD
1
USD
2.3993
2.4022
EUR
1
EUR
2.7933
2.8125
GBP
1
GBP
3.1323
3.1579
RUB
100
RUB
4.0016
4.0430