"საგაზაფხულოდ ევროპულ და ამერიკულ ავტომობილებზე ფასები გაიზრდება"

საქართველოში იმპორტირებულ ავტომობილებზე მოთხოვნა შემცირდა.ავტოდილერებს ჯერჯერობით უჭირთ სტატისტიკაზე საუბარი, თუმცა, მყიდველთა რაოდნეობის კლება მათი თქმით, თვალშისაცემია. რაც შეეხება ფასებს, როგორც "ჯორჯიან იმპორტის" წარმომადგენელმა ALLNEWS-თან საუბარში აღნიშნა, ცვლილება ამ მხრივ ბოლო პერიოდში საგრძნობი არაა.

"იმპორტირებულ ავტომობილებზე ჯერჯერობით ფასები იგივე რჩება. წესით უნდა გაძვირებულიყო, მაგრამ რადგან მყიდველთა რაოდენობა ძალიან მცირეა, ფასების გაზრდაც არ მომხდარა. ვფიქრობთ, საგაზაფხულოდ ევროპულ და ამერიკულ ავტომობილებზე მოთხოვნა და ფასებიც გაიზრდება. რუსთავის ავტომობილების ბაზრობაზე მეზობელი ქვეყნებიდან მომხმარებლის 80% ადგილობრივი რეგულაციების გამო, ისედაც აღარ ჩამოდიოდა. დღევანდელი მდგომარეობით კი მანათის გაუფასურების შედეგად, აზერბაიჯანელ მყიდველთა წილი დაახლოებით 2-3% ია", -განაცხადა "ჯორჯიან იმპორტის" წარმომადგენელმა.

"რობანი მოტორსის" დირექტორის, ელგუჯა ჯამაგიძის თქმით, ავტომობილების რეალიზაცია გართულებულია. იგი აღნიშნავს, რომ იანვარ-თებერვალში მანქანების გაყიდვის ტემპი ზოგადად დაბალია და იმედოვნებს, რომ ვითარება გაზაფხულიდან შედარებით გამოსწორდება.

"ეს თვეები ავტომობილების ბიზნესისთვის საკმაოდ პასიურია. სადღესასწაულო დღეების, შეცვლილი კლიმატური პირობების თუ სხვა მიზეზთა გამო. მაგრამ მოთხოვნის შემცირება რომ თვალშისაცემია - ეს ფაქტია", -აცხადებს "რობანი მოტორსის" დირექტორი.

საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტის შალვა ოგბაიძის განცხადებით, მოთხოვნის შემცირება რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობამ, მათ შორის ლარის გაუფასურებამ და მეზობელ ქვეყნებში საექსპორტო ბაზრების ჩაკეტვამ გამოიწვია.

იხილეთ გაგრძელება