მერია „ფეისბუქზე“ რეკლამის სანაცვლოდ ფულს დახარჯავს
19 თებერვალი / 2016
PLAYER_GET_VIDEOFLASH
თბილისის მერიამ Facebook-ზე საკუთარი საქმიანობის რეკლამირებისთვის 5 500 დოლარი გადაიხადა.
ინფორმაციას ამის შესახებ მონიტორინგის ცენტრ მედიატორის დამფუძნებელი გივი კუბლაშვილი ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, თბილისის მერიამ გამარტივებული შესყიდვის საფუძველზე მომწოდებელ facebook.ink-თან ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულების ღირებულება 5 ათასი დოლარია.

“ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება N149-ის მიხედვით: ”ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ ქსელ ”ფეისბუქის” გვერდზე განთავსებული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელებისა და მისი ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საჭიროა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის საქმიანობასთან დაკავშირებული აქტივობების რეკლამირების მომსახურებით სარგებლობა 2016 წლის 31 დეკემბრამდე. აღნიშნული მომსახურების ექსკლუზიური მომწოდებელია სოციალური ქსელი ”ფეისბუქი”, - აღნიშნავს გივი კუბლაშვილი.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, „ბიზნესპრესნიუსს“ მერიაში განუცხადეს, რომ ხსენებული თანხა მერიას "ფეისბუქზე" რეკლამის სანაცვლოდ  ჯერ არ გადაუხდია და თანხის გადახდა მხოლოდ გაწეული სამსახურის შემდეგ მოხდება. ამასთან ერთად, როგორც მერიაში განაცხადეს, 5 ათას დოლარი გაწეული სამუშაოსთვის მაქსიმალური თანხაა.

”შესასყიდი მომსახურება წარმოადგენს სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ ექსკლუზიურ უფლებამოსილებას. სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ ექსკლუზიურ უფლებამოსილებას კი განსაზღვრავს ის ფაქტი, რომ აღნიშნულ ქსელს საქართველოში, განსაკუთრებით კი თბილისში, სხვა სოციალურ ქსელებთან შედარებით, ყველაზე მეტი მომხმარებელი ჰყავს და განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩევა. არსებული ინფორმაცია დასტურდება ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების შედეგების საფუძველზე, როგორიცაა NDI და სხვა. ასევე, აღნიშნულს მოწმობს ადგილობრივი კვლევითი ორგანიზაციები. შესაბამისად, მიზანშეწონილია, „ფეისბუქით“ გავრცელებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ სხვადასხვა სახის ინფორმაციის მეტი მომხმარებლისთვის გაცნობა, რასაც „ფეისბუქის“ სარეკლამო მომსახურებით, ანუ ჩვენს მიერ მოთხოვნილი შესასყიდი მომსახურებით სარგებლობა უზრუნველყოფს. შესყიდვისთვის ყოველთვიურად საჭირო, სავარაუდო თანხა განისაზღვრა სოციალურ ქსელში აქტივობების რეკლამირებისთვის დადგენილი ტარიფების გათვალისწინებით”, - აცხადებენ თბილისის მერიაში.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე

კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გუშინდელი პანიკის შემდეგ „ბლუმბერგის“ ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში დღეს ლარი გამყარების ტენდენციით ხასიათდება.
გავლენიანი გამოცემა The Economist მსოფლიო ბაზარზე დოლარის გამყარებასთან დაკავშირებით აქვეყნებს სტატიას, სახელწოდებით „რატომ არის ძლიერი დოლარი ცუდი მსოფლიო ეკონომიკისთვის“.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი რომან გოცირიძე მთავრობას მოუწოდებს, შეაჩეროს „დოლარის გალარების უაზრო პროგრამა, რომელმაც ხალხი დააფეთა“.
დღის განმავლობაში კომერციულ ბანკებში ლარის კურსი რამდენჯერმე შეიცვალა.
ზოგიერთ კომერციულ ბანკში ერთი დოლარის ღირებულებამ 2.73 ლარს მიაღწია.
საპარლამენტო უმცირესობის წევრის ოთარ კახიძის განმარტებით, ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას არავითარი გეგმა არა აქვს.
„ხელისუფლება ხალხს მოუწოდებს, რომ ეროვნულ ვალუტას ენდონ, თუმცა უმეტესობა მათგანი ლარს ლამის არც აღიარებს“.
ზოგიერთ კომერციულ ბანკში ერთი დოლარის ღირებულებამ 2.68 ლარს მიაღწია.
1971 წელს აშშ-ში მომხდარმა უნიკალურმა სისხლის სამართლის დანაშაულმა, მსოფლიო კრიმინალისტურ ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა.
ზოგიერთ კომერციულ ბანკში ერთი დოლარის ღირებულებამ 2.63 ლარს მიაღწია.
რუბრიკის სხვა სიახლეები
02.12.2016
ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) სასწავლო კურსის „მაკროეკონომიკური დიაგნოსტიკა“ დახურვის ცერემონია გაიმართა.
სრულად
02.12.2016
მთავრობის მიერ დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, 2017 წლიდან ავტომობილებზე ქონების გადასახადის გადახდა სავალდებულო ხდება.
სრულად
02.12.2016
პარლამენტს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვის გაგრძელება “საბიუჯეტო კოდექსით“ და რეგლამენტით დადგენილი წესებისთვის გვერდის ავლით მოუწევს.
სრულად
02.12.2016
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში ”ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მდებარე კლუბის სტატუსით რიცხულ შენობასთან დაკავშირებით არსებული გარემოებების შემსწავლელი კომისიის“ (მოხეს კომისია) მორიგი სხდომა გაიმართა.
სრულად
02.12.2016
ეს არის უპრეცედენტო, პირველი გადაწყვეტილება, როდესაც DCFTA-ს ძალაში შესვლის შემდეგ, ცხოველური წარმოშობის პროდუქტი პირველად შევა ევროკავშირის ბაზარზე
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
02.12.2016
03.12.2016
USD
1
USD
2.5871
2.5599
EUR
1
EUR
2.7491
2.7250
GBP
1
GBP
3.2561
3.2283
RUB
100
RUB
4.0403
3.9854