"მაღალი თანამდებობის პირების ოჯახის წევრები თბილისის ბიუჯეტიდან სხვადასხვა სოციალური შეღავათით სარგებლობენ"
"მაღალი თანამდებობის პირების ოჯახის წევრები თბილისის ბიუჯეტიდან სხვადასხვა სოციალური შეღავათით სარგებლობენ"
22 თებერვალი / 2016
"გვაქვს ინფორმაცია სხვა ფაქტების შესახებაც, მათ შორის ერთი თბილისის ბიუჯეტის თანხებით პლასტიკური ოპერაციის, მეორე შემთხვევაში კი პროთეზირების თანხებს ეხება"

იმ ფონზე, როცა თბილისელების დიდი ნაწილი მერიის მუშაობით უკმაყოფილოა, ქალაქის მთავრობის ისეთი ქმედებების შესახებ ხდება ცნობილი, რაც ამ უკმაყოფილებას კიდევ უფრო ამძაფრებს. ძნელი სათქმელია, ეყოფოდა თუ არა 5.400 ლარი თბილისში ერთი ორმოს ამოვსებას, თუმცა "სოციალურად დაუცველი" პროკურორის ქალიშვილის საფრანგეთში სწავლა-განათლების დაფინანსებას კი ეყო. მართალია, მერმა თავი იმართლა, ბრძანებაზე ჩემი ხელმოწერაა, მაგრამ გეფიცებით, "ჩამიდესო", თუმცა ყველაზე ცუდი ის არის, რომ ის, რაც მერს "ჩაუდეს", თბილისელებს ამოაცალეს ჯიბიდან. კიდევ უფრო სამწუხარო კი ის არის, რომ ეს სულაც არ არის ერთადერთი შემთხვევა, როცა სოციალურად დაუცველის ტყავში გადაცმული "მგლები" ბიუჯეტს ძარცვავენ.

გასულ კვირას დავით ნარმანიას ხელმოწერით დადასტურებული ის ბრძანება გა­მომზეურდა, რომლის მიხედვითაც, თბილისის მერიამ ქალაქის ბიუჯეტიდან ისან-სამგორის რაიონული პროკურორის, ლეონიდ გერგედავას შვილს პარიზში სწავლისა და ცხოვრების ხარჯები დაუფინანსა. თანხა პროკურორის ქალიშვილისთვის, რომელიც თავად მერიის თანამშრომელია, სოციალური დახმარებისთვის განკუთვნილი მუხლიდან გამოიყო მათი ოჯახის "მძიმე სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის გათვალისწინებით".

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 22 თებერვლის ნომერში
ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად

ემა ტუხიაშვილი
კომენტარები (8)
24.02.2016
hiugo555
ამ ხალხის ლოგიკაა...შევარდნაძის დროს იპარავდნენ, მიშას დროს იპარავდნენ და რა მოხდა ეხლაც თუ გაასმაგებულად იპარავენ...მეტის ღირსებიც ხართ,ღმერთიც მიტომ გწირავთ,10წ შემდეგ როგორიცხოვრებენ თქვენი ფულიანი საზღვარგარეთ ნასწავლი შვილები ვნახავთ...მანამდე კი...რომ გამოიღვიძოს ამ მძინარე ხალხმა...და პასუხი მოგთხოვოთ...ან ის ფაშისტები რომ დააბრუნოს ამ შეურაწყოფილმა ,მოტყუებულმა,სულში ჩაფურტხებულმა ხალხმა...ჯინაზე...სად მიდიხართ მერე????????????????????დაგავიწყდათ როგორ გირტყავდნენ და გაფურთხებდნენ მომხრეები რა მათ გადაყარეს მანდატები თუ...?24000ფირი გვაქვს საყურებელი და აურაცხელ გადაცემები.....საყდრისი წყევლაა ყველასი ვინც ააფეთქა და ვინც ვერ დაიცვა....
23.02.2016
eduedu
და ბევრის ცოლმა რო უცხოეთში იმშობიარა, და ბევრი რო საზღვარგარეთის კლინიკებში იტარებდა ძვირადღირებულ გამოკვლევებს და მკურნალობას ბიუჯეტის ხარჯზე???
მსგავსი სიახლეები
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ აშშ-ის 2017 წლის სამხედრო ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა, რომელშიც რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო თანამშრომლობაა აკრძალული.
“ქალთა საერთაშორისო ასოციაცია - საქართველოს” და მისი პარტნიორების ორგანიზებით, დღეს 2016 წლის ტრადიციული საქველმოქმედო საახალწლო გამოფენა-გაყიდვა იმართება.
საქართველო აშშ-ის ღირებული მეგობარია და არაერთხელ დაუმტკიცებია თავისი ერთგულება ორივე ქვეყნის ორმხრივი ინტერესების წინ წაწევაში, მათ შორის საქართველოს შეიარაღებული ძალების განლაგებაში ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების ფარგლებში
პარლამენტს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვის გაგრძელება “საბიუჯეტო კოდექსით“ და რეგლამენტით დადგენილი წესებისთვის გვერდის ავლით მოუწევს.
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე რეკომენდაციით გამოდის, როგორ უნდა დავზოგოთ/მოვიძიოთ 1 - 1,5 მილიარდი ლარი ბიუჯეტის დეფიციტის გასანულებლად და ეკონომიკის სწრაფი განვითარებისთვის ამის შესახებ გიორგი ქადაგიძე ”ფეიბუქის” საკუთარ გვერდზე წერს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე, ჭიათურის რაიონში მანგანუმის შემცველი პროდუქციის უკანონოდ შეძენა-გადამუშავება-რეალიზაციის განმახორციელებელი კომპანიების მფლობელები დააკავა.
მონეტარული ხელისუფლება დღეს ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ლარი ჩვეულ ნიშნულს დაუბრუნდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ განუცხადა.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით, 4-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდაა გათვალისწინებული.
საპარლამენტო უმცირესობის წევრის ელენე ხოშტარიას განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება.
თამბაქოს აქციზი 60 თეთრით გაიზრდება, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
04.12.2016
მადრიდის „რეალის“ პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ დაახლოებთ 150 მილიონი ევროს ოდენობის გადასახადების გადახდას აარიდა თავი აარიდა.
სრულად
03.12.2016
თოვისა და ლიპყინულის გამო, საავტომობილო გზების რამდენიმე მიმართულებით მოძრაობის სპეციალური რეჟიმები მოქმედებს.
სრულად
03.12.2016
უკრაინის ეროვნულ ოლიმპიურ კომპლექსში, კიევის საერთაშორისო ქალთა კლუბის ეგიდით 24-ე ყოველწლიური საქველმოქმედო ბაზრობა გაიმართა.
სრულად
03.12.2016
მთავრობის მიერ გახმოვანებული, მაგრამ შეუთანხმებელი და დაუზუსტებელი ”დედოლარიზაციის გეგმა” უშუალო კავშირშია ლარის კურსის ვარდნასთან
სრულად
03.12.2016
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ აშშ-ის 2017 წლის სამხედრო ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა, რომელშიც რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო თანამშრომლობაა აკრძალული.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
04.12.2016
05.12.2016
USD
1
USD
2.5599
2.5599
EUR
1
EUR
2.7250
2.7250
GBP
1
GBP
3.2283
3.2283
RUB
100
RUB
3.9854
3.9854