რა უნდა ვიცოდეთ დეპოზიტის გახსნისას
რა უნდა ვიცოდეთ დეპოზიტის  გახსნისას
23 თებერვალი / 2016
რატომ უნდა გავხსნა დეპოზიტი? რას ნიშნავს საპროცენტო განაკვეთი და სარგებელი?
როგორ ითვლის ბანკი, თუ რა სარგებელი უნდა დამერიცხოს დეპოზიტზე გარკვეული პერიოდის შემდეგ? რა დრო დასჭირდება ბანკს ჩემს დეპოზიტზე არსებული თანხის გასაორმაგებლად?

ეს კითხვები ალბათ ყველა ჩვენგანს უჩნდება, როდესაც ფულის დაზოგვის მიზნით ბანკში დეპოზიტის გახსნაზე ფიქრობს. დღევანდელ სამყაროში, ყველასათვის ცნობილია, რომ ფულის სახლში უმოქმედოდ შენახვას, სჯობს მისი ბანკში დეპოზიტზე განთავსება, რადგან ამ შემთხვევაში მასზე დაგვერიცხება გარკვეული სარგებელი. ეს სარგებელი კი ბანკების მიერ ინდივიდუალურად დაწესებული საპროცენტო განაკვეთებით განისაზღვრება. საპროცენტო განაკვეთები განსხვავდება, მათ შორის, დეპოზიტის ვადის, ანუ პერიოდის, დეპოზიტის ტიპის/მიზნობრიობის, და ვალუტის მიხედვით, რომელშიც ხსნით დეპოზიტს. დეპოზიტი შეიძლება იყოს როგორც უვადო (მათ შორის, მოთხოვნამდე), ისე ვადიანი; ამასთან, ბანკები თავად წყვეტენ თუ რა მინიმალური თანხა უნდა ჰქონდეს მომხმარებელს, რათა მან შეძლოს ამა თუ იმ ტიპის დეპოზიტის გახსნა. თითოეულ დეპოზიტს განსხვავებული პირობები აქვს, და გადაწყვეტილების მიღებამდე მომხმარებელი მათ კარგად უნდა გაეცნოს - მაგალითად, მოთხოვნამდე დეპოზიტზე საპროცენტო განაკვეთები, როგორც წესი, უფრო დაბალია, ვიდრე ვადიან დეპოზიტზე; ვადიანი
You must have Flash Player installed in order to see this player.
დეპოზიტის ხელშეკრულების ვადაზე ადრე გაწყვეტის შემთხვევაში კი შესაძლოა საპროცენტო სარგებელი, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში აგროვებდით, დაკარგოთ, და ა.შ. ამასთან, ისიც გასათვალისწინებელია, რომ დეპოზიტის საპროცენტო განაკვეთი (ისევე, როგორც სესხის საპროცენტო განაკვეთი) შეიძლება იყოს როგორც ფიქსირებული, ისე ცვლადი, ანუ გარკვეულ ინდექსზე მიბმული, როგორიცაა, მაგალითად, ლარისთვის - ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული რეფინანსირების განაკვეთი, ხოლო დოლარისთვის - LIBOR. დაბოლოს, კარგად დაფიქრდით, სანამ სესხის ვალუტას აირჩევდეთ: გაიაზრეთ, თუ რა ვალუტაში გაქვთ შემოსავალი, და დაიმახსოვრეთ, რომ გაცვლითი კურსის ცვლილებას შეუძლია მნიშვნელოვნად შეცვალოს თქვენი უცხოური ვალუტის სესხის შენატანების ღირებულება ლარში.

მომხმარებლებს დეპოზიტებზე არსებული საპროცენტო განაკვეთები და სხვა პირობები შეუძლიათ შეამოწმონ ბანკების ვებგვერდებსა და ფილიალებში. ზოგადად კი, გირჩევთ კარგად განსაზღვროთ დაზოგვის მიზანი და შესაბამისად, დეპოზიტის ტიპი, ვადა და ვალუტა, გაეცნოთ რამდენიმე ბანკის შემოთავაზებას, და მხოლოდ ამის შემდეგ შეარჩიოთ თქვენთვის ყველაზე შესაფერისი და სარგებლიანი ვარიანტი.
ჩვენთვის შესაფერისი დეპოზიტის არჩევის შემდეგ, ცხადია, გვაინტერესებს თუ როგორ არიცხავს ბანკი საპროცენტო სარგებელს ჩვენს დეპოზიტს. ამის გარკვევაში, ჩვენს მიერ მომზადებული ვიდეოები დაგეხმარებათ.

იხილეთ გაგრძელება
კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით ყოფნისას, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო საინვესტიციო ბანკის, „ჯეიპი მორგანის“ მმართველ დირექტორს, შტეფან ვაილერს შეხვდა.
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა.
ევროპის საინვესტიციო ბანკთან 2017 წლის ივლისში, ახალ 250-მილიონიან ხელშეკრულებას მოეწერება ხელი, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პირველი ვიცე-პრემიერი
მსოფლიო ბანკი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სამთავრობო ვალისა და ფისკალური რისკების მართვის საკითხებში ტექნიკურ დახმარებას აღმოუჩენს.
აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის უფროს ვიცე-პრეზიდენტსა და წამყვან ეკონომისტს, პოლ რომერს შეხვდა.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3963 ლარი გახდა.
საქართველოში მალე ბიტკოინებზე მომუშავე ორი ATM აპარატი ამოქმედდება. როგორც ამერიკულ კომპანია „ბიტფიურის“ წარმომადგენელი ეფრემ ურუმაშვილი ამბობს, ჯერჯერობით თბილისში მხოლოდ ორი ასეთი აპარატის დადგმა იგეგმება.
ეკონომიკის ექსპერტი დავით ასლანიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ეროვნული ვალუტის გამყარების შესახებ წერს.
ასეთი შეზღუდვები რომ არა, საპარტნიორო ფონდს უფრო დიდი, მასშტაბური და ამბიციური პროექტების განხორციელების პოტენციალი აქვს.
რუბრიკის სხვა სიახლეები
24.04.2017
„ყაზტრანსგაზმა“ საქართველოს ხელისუფლებას სასამართლოში უჩივლა. ამ სათაურით ყაზახური ვებგვერდი abctv.kz სტატიას აქვეყნებს.
სრულად
24.04.2017
საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი მაია მელიქიძე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინე მილორავას და სემეკის წევრ გოჩა შონიას შეხვდა
სრულად
24.04.2017
გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ხვალ, პარლამენტის შესაბამის კომიტეტს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ანგარიშს წარუდგენს.
სრულად
24.04.2017
”ინოვაციური მართვის სისტემა”, ”ორგანიზაციული კულტურა, რომელიც ქმნის მოტივაციას,” ”თეთრი სპილო თუ მკვდარი ცხენი?! ანუ როგორ შევარჩიოთ ყველაზე სარგებლიანი პროექტი - ეს თემები ბიზნეს ვორქშოფზე ”ლურჯი ოკეანე” განიხილეს.
სრულად
24.04.2017
ამერიკული კომპანია „ჯენერალ მოტორსის“ აღმასრულებელი დირექტორი მერი ბარა საავტომობილო კომპანიების ყველაზე მაღალანაზღაურებადი მმართველია.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
24.04.2017
25.04.2017
USD
1
USD
2.4038
2.4100
EUR
1
EUR
2.5718
2.6161
GBP
1
GBP
3.0757
3.0903
RUB
100
RUB
4.2720
4.3181