საქართველო საცხოვრებლად ყველაზე იაფ ქვეყნებს შორის მოხვდა
23 თებერვალი / 2016
PLAYER_GET_VIDEOFLASH
საერთაშორისო სააგენტო GoBankingRates-მა საცხოვრებლად ყველაზე იაფი ქვეყნების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველო 29-ე პოზიციაზე აღმოჩნდა მსოფლიოს 112 ქვეყანას შორის.
რეიტინგის შედგენისას ავტორები ოთხ კომპონენტს დაეყრდნენ: ადგილობრივი მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობას, იჯარის ფასს, სასურსათო ინდექსსა და სამომხმარებლო ფასების ინდექსს. ოთხივე კომპონენტი ნიუ იორკში არსებულ ცხოვრების დონესთან არის შედარებული.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, ნიუ იორკთან შედარებით, საქართველოში მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობა 69,3%-ით იაფია, იჯარის ფასი - 88,6%-ით, საკვები - 74,4%-ით, ადგილობრივი პროდუქტი და მომსახურება კი 70,4%-ით იაფი ღირს.

„საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი სამომხმარებლო და სასურსათო ფასებია. თბილისში ერთი ადამიანის ყოველთვიური დანახარჯი დაახლოებით 360 დოლარია. თუმცა ასეთი დაბალი ფასი დაბალი შემოსავლით არის განპირობებული. ფოლადისა და ელექტრო მოწყობილობების წარმოების მიუხედავად, საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მშპ დაბალია და 3,670 დოლარს შეადგენს“, - ნათქვამია სააგენტოს აგარიშში.

რეიტინგის თანახმად, ყველაზე იაფი ქვეყანა საცხოვრებლად სამხრეთ აფრიკაა. პირველ ხუთეულში ასევე მოხვდნენ ინდოეთი, კოსოვო, საუდის არაბეთი, ყაზახეთი. ბოლო პოზიციებს კი განა, შვეიცარია, ჰონგ კონგი, ბაჰამები და ბერმუდა იკავებს.
რაც შეეხება ჩვენს მეზობელ ქვეყნებს, აზერბაიჯანი რეიტინგში 23-ე პოზიციაზე, სომხეთი, - 42-ე, რუსეთი - 39-ე, თურქეთი - 31-ზე, უკრაინა - 24-ზე.
იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე
კომენტარები (2)
25.02.2016
sxva lia :)
საქართველოში , კერძოდ, თბილისში, თურმე, ერთი ადამიანის საშუალო თვიური დანახარჯი 360 დოლარია, ანუ 900 ლარზე მეტი :) ანუ. ამ ანგარიშის მიხედვით, 5 სულიანი ოჯახის დაბახარჯი თვეში 3600 ლარს აღემატება :). მაჩვენეთ, რა, ასეთი ოჯახები რამდენია საქართველოში :) . ესენი არიან დებილები თუ ხალხს ადებილებენ?????
23.02.2016
ლია
რა გვიხარია ნეტა?
მსგავსი სიახლეები
რცხვენოდეს „თი-ბი-სი“ ბანკს და რცხვენოდეს „საქართველოს ბანკს“ გუშინდელი საქციელის გამო, - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა მიხეილ დუნდუამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სასტუმრო ”ჰუალინგში” დღეს, საქართველოსა და ჩინეთში სოფლის მეურნეობის მიმართულებით გადამზადებულ ქართველ ფერმერთა მიღება გაიმართება.
ეს არის ევროკავშირის მხარის შიდა პრობლემა, რომ ჩვენ, შეძლებისდაგვარად, სწრაფად მივაღწიოთ შეთანხმებას უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ჩინეთში მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს გამოფენა-ბაზრობაში მიიღო მონაწილეობა.
„საქართველოს ბანკის“ დამფუძნებლის ოჯახი, მურთაზ კიკორიას კანდიდატურის განხილვის შეჩერებას ითხოვს
ხვალ, სასტუმრო ”ჰუალინგში” საქართველოსა და ჩინეთში სოფლის მეურნეობის მიმართულებით გადამზადებულ ქართველ ფერმერთა მიღება გაიმართება.
დოლარიზაციის შემცირება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა ეროვნული ბანკისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის რეიტინგში საქართველოს პოზიცია 5 ადგილით გაუმჯობესდა. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან იუწყებიან.
„საქართველოს ბანკების ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ცუცქირიძე დოლარის სესხების ლარში გადაყვანის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, დღეს თბილისში საქართველო-უკრაინის ბიზნეს-ფორუმი გაიმართა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
02.12.2016
ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) სასწავლო კურსის „მაკროეკონომიკური დიაგნოსტიკა“ დახურვის ცერემონია გაიმართა.
სრულად
02.12.2016
მთავრობის მიერ დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, 2017 წლიდან ავტომობილებზე ქონების გადასახადის გადახდა სავალდებულო ხდება.
სრულად
02.12.2016
პარლამენტს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვის გაგრძელება “საბიუჯეტო კოდექსით“ და რეგლამენტით დადგენილი წესებისთვის გვერდის ავლით მოუწევს.
სრულად
02.12.2016
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში ”ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მდებარე კლუბის სტატუსით რიცხულ შენობასთან დაკავშირებით არსებული გარემოებების შემსწავლელი კომისიის“ (მოხეს კომისია) მორიგი სხდომა გაიმართა.
სრულად
02.12.2016
ეს არის უპრეცედენტო, პირველი გადაწყვეტილება, როდესაც DCFTA-ს ძალაში შესვლის შემდეგ, ცხოველური წარმოშობის პროდუქტი პირველად შევა ევროკავშირის ბაზარზე
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
02.12.2016
03.12.2016
USD
1
USD
2.5871
2.5599
EUR
1
EUR
2.7491
2.7250
GBP
1
GBP
3.2561
3.2283
RUB
100
RUB
4.0403
3.9854