გაზზე მომუშავე მანქანების შემოწმება 80-100 ლარი ეღირება
გაზზე მომუშავე მანქანების შემოწმება 80-100 ლარი ეღირება
26 თებერვალი / 2016
გაზზე მომუშავე მანქანების შემოწმების ვალდებულება 2017 წლამდე გადაიდო. როგორც სპეციალისტები ამბობენ, აირბალონიანი მანქანების შემოწმებისთვის ქვეყანა ვერც მომავალი წლიდან იქნება მზად, რადგან ამ პროცესისთვის აბსოლუტურად მოუმზადებელია. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ელემენტარულად არ არსებობს სპეციალური დაწესებულება, სადაც ავტომობილების ტექნიკური შემოწმება უნდა მოხდეს. მძღოლებისთვის უცნობია ისიც, სად უნდა გაიარონ შემოწმება და სად უნდა მიიღონ შესაბამისი სერტიფიკატი, რაც სულ მცირე 80-100 ლარი დაუჯდებათ.

ზუსტი სტატისტიკა, აირბალონით აღჭურვილი რამდენი ავტომობილი მოძრაობს საქართველოში, უცნობია. არაოფიციალური მონაცემებით, ბუნებრივ აირზე მომუშავე მანქანების რიცხვი 250-300 ათასია.

ჯერჯერობით უცნობია, რა სანქციები განისაზღვრება კანონდამრღვევებისთვის. თავიდანვე ითქვა, რომ რეგულაციები იქნება მკაცრი და ათასობით მოქალაქისთვის შეიძლება მძიმე ტვირთადაც იქცეს.

ტრანსპორტის და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი ამბობს, რომ სანქციები უნდა გამოირიცხოს, რადგან მას შეიძლება მოსახლეობის მხრიდან დიდი უკმაყოფილება მოჰყვეს. გარდა ამისა, გაზზე მომუშავე მანქანების შემოწმება არ უნდა განიხილებოდეს ცალკე საკითხად და საყოველთაო ტექდათვალიერების შემადგენელი ნაწილი უნდა გახდეს.

"კატეგორიულად ვითხოვდი მანქანების შემოწმების ვალდებულების გადადებას, რადგან უამრავი დეტალი ჯერ კიდევ გასარკვევია. უცნობია სად შეამოწმებენ მანქანას, ვინ არის დარგის ექსპერტი, სად მივიდნენ, არიან თუ არა სპეციალისტები, რომლებმაც ავტომობილები უნდა შეამოწმონ, რა ტიპის სერტიფიკატი უნდა გაიცეს, ვინ უნდა გასცეს და სხვა. ერთადერთი რამ, რაც ცალსახად გაირკვა, ის არის, რომ გაზზე მომუშავე მანქანებს ვერ შეამოწმებენ იმ კომპანიაში, სადაც ტექნიკა დამონტაჟდა.

ველოდი კიდეც, რომ ამ პროცესს არჩევნებს არ დაამთხვევდნენ. ცხადია, მთავრობის მხრიდან ეს იქნებოდა არაპოპულარული ნაბიჯი, რომელიც მას დარტყმას მიაყენებს და ამიტომაც გადაავადეს", - განმარტავს მესხიშვილი.

ექსპერტი მომხრეა, მანქანების შემოწმებამდე სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული სამზადისი ჩატარდეს. ამ მხრივ, როგორც მესხიშვილი განმარტავს, დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივას, რომელიც ჰაერის დაბინძურების კვლევას შეეხება. ამასთან, იგი დასძენს, რომ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნება, თუკი გაზზე მომუშავე მანქანებისთვის ვალდებულება არ იქნება ცალკე და იგი ტექდათვალიერების შემადგენელი ნაწილი გახდება.

"კონტროლი სწორია, მაგრამ ამ პროცესის განხორციელებას ზედამხედველობა სჭირდება. ჯერჯერობით პირობები ბუნდოვანია. სპეციალისტების აზრი არავის მოუსმენია, არც საქმის კურსში ჩაგვაყენეს. შეიძლება ითქვას, ინფორმაციულ ვაკუუმში ვართ. ელემენტარულად, ინსპექტირების ორგანოც უცნობია ჩემთვის წესით ეს არ უნდა იყოს ლიცენზიის მქონე დაწესებულება, რომელიც აირბალონის მონტაჟს ახორციელებს", - აცხადებს მესხიშვილი და დასძენს, რომ აირბალონებით აღჭურვილი ავტომობილების მხრიდან საფრთხე რეალურად არსებობს.

"ელემენტარულად, მძღოლმა არ იცის, რა ტიპის აირბალონი აქვს - ნახშირბადიანი ფოლადისგან თუ ლითონ-პლასტიკისგან დამზადებული. ზოგისთვის, ვინც ასეთი მანქანა იყიდა, გაუგებარია, აირბალონის ფუნქციობის ხანგრძლივობაც. როგორც კი კონტროლი დაიწყება, იმავე დღესვე უნდა აკრძალონ ყვითელი მიკროავტობუსების ქალაქში გადაადგილება, რადგან მათი აირბალონები კუსტარულადაა გაკეთებული და დიდ საფრთხეს შეიცავს. კონტროლის შემთხვევაში, მძღოლები მეტ სიფრთხილეს გამოიჩენენ და უსაფრთხოებას განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა. შემოწმება და შესაბამისი სერტიფიკატი დახალოებით 80-100 ლარი ეღირება", - აცხადებს დავით მესხიშვილი.

გაზზე მომუშავე ავტომანქანების ტექნიკური შემოწმება, წესით, პირველ აპრილამდე უნდა მომხდარიყო, მაგრამ უკვე გაირკვა, რომ ვადა 2017 წლის იანვრამდე გადაიწევს.

როგორც ეკონომიკის სამინისტროს აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი პაატა გოგოლიძე "კომერსანტთან" აცხადებს, თარიღის გადაწევის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ამ დრომდე არ არსებობს აკრედიტებული კომპანია, რომელსაც აქვს უფლება გაზზე მომუშავე ავტომობილები ტექნიკურად შეამოწმოს. კომპანიებმა აკრედიტაციის მისაღებად ცენტრს ძალიან გვიან მიმართეს.

გოგოლიძის ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანისთვის აკრედიტაციის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და უახლოეს დღეებში ეს ინფორმაცია გასაჯაროვდება. კომპანია შემოწმებას სამ ქალაქში - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში განახორციელებს. აკრედიტაციის ცენტრი ამ ეტაპზე კიდევ ერთი ორგანიზაციის განაცხადს განიხილავს, რომელიც შემოწმებას ჯერჯერობით მხოლოდ თბილისში განახორციელებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოებრივი ინიციატივას" ინფორმაციით, აირბალონების და აირბალონიანი სისტემის ტექნიკური შემოწმება უნდა განხორციელდეს შემდეგი პერიოდულობით: ნახშირბადიანი ფოლადისგან ან ლითონპლასტიკისგან დამზადებული აირბალონების პერიოდული შემოწმება - 3 წელიწადში ერთხელ; ლეგირებული ფოლადისგან დამზადებული აირბალონების პერიოდული შემოწმება - 5 წელიწადში ერთხელ. იმ შემთხვევაში, თუ მწარმოებლის დოკუმენტაციით არ ირკვევა აირბალონის მასალის შემადგენლობა, მისი შემოწმება სავალდებულოა 3 წელიწადში ერთხელ. სიახლეა ისიც, რომ სავალდებულო ხდება აირბალონიანი მოწყობილობის სისტემების შემოწმებაც, რაც ასევე ყოველ 3 წელიწადში ერთხელ უნდა განხორციელდეს.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებზე დასკვნას, თუ რამდენად ხარისხიანად და სწორადაა დაყენებული სისტემა, ცენტრის მიერ აკრედიტირებული კომპანია გასცემს. აღნიშნულ დოკუმენტს კი საჭიროების შემთხვევაში საპატრულო პოლიცია ამოწმებს. შედეგად, დაჯარიმების უფლებაც შსს-ს აქვს.

გაზზე მომუშავე ავტომობილების შემოწმებისას აღმოჩენილ დარღვევებზე სანქციები გათვალისწინებული არ არის. დაისჯებიან მხოლოდ ის მძღოლები, რომლებიც შეუმოწმებელი ავტომობილით იმოძრავებენ. ასეთ შემთხვევაში კი მძღოლებს 100 ლარამდე ჯარიმის გადახდა მოუწევთ.

მარი ჩიტაია
გაზეთი "რეზონანსი"

კომენტარები (4)
26.02.2016
აფიორაა
ყველაფერი სისულელეა რისთვის წერთ ამეებს ხომ მაინც არაფერი იქნება
26.02.2016
სოსო
ტექნიკური დათვალიერების ობიექტებში რომ ერთი გაზის სპეციალისტი დაემატებინათ ხომ ბევრად მარტივია. გაჟონვას რომ არ ქონდეს ადგილი თორე ბალონს რაც შეეხება ქარხნის ვადის მეტი არ ამუშავებინონ. რა ეხლა საერთოდ არავინ არაფერს არ ზრუნავს და ისე დადიან. რომელი ჯობია
მსგავსი სიახლეები
„მერსედეს-AMG“ თავის ახალ სუპერავტომობილ GT-ს ოჯახის კიდევ უფრო გაფართოებას გეგმავს. კომპანიამ ახლახან დაადასტურა, რომ ამ ოჯახის მომდევნო წევრი იქნება „GT C კუპე“ და ის ბაზარზე მომავალ წელს გამოვა.
ცოტა ხნის წინ ფიდელ კასტრო გარდაიცვალა. კომანდანტე არა მარტო დიდი რევოლუციონერი იყო, არამედ ავტომობილების საკმაოდ კარგი კოლექციაც ჰქონდა.
ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იუწყება.
მთავრობის მიერ დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, 2017 წლიდან ავტომობილებზე ქონების გადასახადის გადახდა სავალდებულო ხდება.
მთავრობის მიერ შემოთავაზებული ცვლილებების თანახმად, 2017 წლის 1 იანვრიდან ავტომობილებზე აქციზის გადასახადი იზრდება.
“თეგეტა მოტორსის” ახალი შეთავაზება ავტომფლობელთათვის „მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის“.
21-ე საუკუნეშიც კი, ანტიკურ ქვეყნებში ადამიანები განძს ეძებენ, რომლებსაც სხვადასხვა წყაროს დახმარებით პოულობენ კიდეც, ზოგი კარიბის ზღვაში ჩაძირულ გემებს და იქ არსებულ ძვირფასეულობას ეძებს, რომელმაც ევროპამდე ვერ მიაღწია.
სააუქციონო სახლმა „RM სოთბისმა“ სავაჭროდ გამოიტანა 430 ავტომობილისგან შემდგარი კოლექცია, რომელიც ერთ ადამიანს ეკუთვნოდა. „მეილ ონლაინის“ ინფორმაციით, ისინი ერთი იტალიელი ბიზნესმენის მფლობელობაში იყო, რომელსაც პოლიციამ კონფისკაციით ჩამოართვა.
“ბლუმბერგის“ ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში ამ დროისთვის 1 აშშ დოლარი 2.6150 ლარად ივაჭრება.
მე, რომელსაც სესხი არ ამიღია, რატომ უნდა გადავიხადო იმის გადასახდელი, ვინც მანქანა იყიდა, სახლი აიშენა და ა.შ.
რუბრიკის სხვა სიახლეები
04.12.2016
მადრიდის „რეალის“ პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ დაახლოებთ 150 მილიონი ევროს ოდენობის გადასახადების გადახდას აარიდა თავი აარიდა.
სრულად
03.12.2016
თოვისა და ლიპყინულის გამო, საავტომობილო გზების რამდენიმე მიმართულებით მოძრაობის სპეციალური რეჟიმები მოქმედებს.
სრულად
03.12.2016
უკრაინის ეროვნულ ოლიმპიურ კომპლექსში, კიევის საერთაშორისო ქალთა კლუბის ეგიდით 24-ე ყოველწლიური საქველმოქმედო ბაზრობა გაიმართა.
სრულად
03.12.2016
მთავრობის მიერ გახმოვანებული, მაგრამ შეუთანხმებელი და დაუზუსტებელი ”დედოლარიზაციის გეგმა” უშუალო კავშირშია ლარის კურსის ვარდნასთან
სრულად
03.12.2016
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ აშშ-ის 2017 წლის სამხედრო ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა, რომელშიც რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო თანამშრომლობაა აკრძალული.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
04.12.2016
05.12.2016
USD
1
USD
2.5599
2.5599
EUR
1
EUR
2.7250
2.7250
GBP
1
GBP
3.2283
3.2283
RUB
100
RUB
3.9854
3.9854