ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობას საბჭოთა პერიოდის საბანკო ანაბრებს აუნაზღაურებენ

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის შემნახველი ბანკი მოსახლეობას საბჭოთა პერიოდის ანაბრებს აუნაზღაურებს.

რუსული მედიის ცნობით, თანხები აუნაზღაურდებათ 1970 წლამდე დაბადებულ მოქალაქეებს, ვინც 1992 წლის 14 აგვისტომდე შეიტანეს თანხა ე.წ. შემნახველ ბანკში, ასევე აფხაზეთის ომის დროს დაღუპულთა ოჯახებს, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებსა და ინვალიდებს, ასევე მათ მემკვიდრეებს.

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ბიუჯეტში ანაბრების კომპენსაციისთვის 30 მილიონი რუბლია გამოყოფილი.