რა თაღ­ლ­ი­თური­ სქემით ართმევენ იპოთ­ეკაში ჩადებულ ქონებას
რა თაღ­ლ­ი­თური­ სქემით ართმევენ იპოთ­ეკაში ჩადებულ ქონებას
29 თებერვალი / 2016
"მესამე­ მევახშემ ჩემი ბინა სულ რაღაც 2.800 ლარად შეიძინა"

"ჯერჯერობით ერთი ახალი წესი ამოქმედდა, პოლიციური­ გამოსახლება­ შეწყდა და აღსრულების უფლება სააღს­რულებო ბიუროს გადაეცა, მაგრამ რა მნიშვ­ნელობა აქვს, მგელი შეგვჭამს თუ მგლისფერი ძაღლი?!"

იპოთეკური სესხებით დაზა­რა­ლ­ებულთა რიცხვი დღითი დღე იზრდება და არა­ერთხელ გამხდარა ტრაგედიის საფუძველი.­ ერთ-ერთი დაზარალებული, რომელსაც ბინიდან გამოსახ­ლება ელის, თავის დაწვით იმუქრება. რა თაღ­ლ­ი­თური­ სქემით ართმევენ იპოთ­ეკაში ჩადებულ ქონებას, ამასთან დაკავშირებით "კვირის­ პალი­ტ­რას" დაზარალებულთა ადვ­­ოკატი ხათუნა დადიანი ესა­უბრა:

- სქემა ასეთია: საქმეში აუც­ილებლად ფიგურირ­ე­ბს შუამავალი, რომელიც ბინის­ მფლობელს მევახშესთან აკავშირ­ებს. ამისთვის­ ბინის­ მეპატრონე შუამავა­ლს­ - საშუამავლოს, პირველი თვის პრ­ო­ც­ენტს კი მევახშეს­ აძლ­ევს.­ ჯამში­ იპოთეკური სესხით მიღებული­ თანხის 10%-ს­ იქვე ტოვებს. ამასთან, მევახშე ბინის მეპატრონეს ხელშეკრულებას­ 1-3 თვით და გაგრძელების სიტყვიერი­ დაპირებით უფორმებს. საქმე ის არის, რომ მევახშემ კარგად იცის, როგორც წესი, კლიენტი­ ფულს ამ ვადებში ვერ დააბრუნებს და ამით ისედაც "გაწეწილ" კლიენტს ხაფანგში აბამს... ამის შემდეგ ბინის­ მესაკუთრე ყოველთვიურ პროცენტს უხდის არა მევახშეს, არამედ შუამავალს, რაც ხშირად ოფიციალურად არ დასტურდება. ესეც აფერის­ ნაწილია.­ კანო­ნით, მევახშე ვალდე­ბულია იპოთეკის­ ხელშეკრულება­ საგად­ასახადო სამსახურს წარ­უდგინოს და არ და­უმალოს ყო­ვ­ელთვი­უ­რი მოგება, საიდანაც 15%-ის გადახდა ეკუთვნის. ამას რომ თავი აარ­იდოს, შუამავლის მომს­ახურებით სარგებლობს და კლიენტს ხელშეკრულება­ს ისე უფორმებს,­ რომ ეს ვალდებულება უგულებელყოფილია. სამწუხაროდ, არც კლიენტი წარა­დგენს ხელშეკრულებას საგად­ასახადო სამსახურში. ბევრმა არც იცის, რომ ეს ერთგვარი დამც­ავი მექანიზმია. ზოგს კი ისე უჭირს და ეჩქარება სესხის აღება, რომ კაბალურ პირობებსაც თანხმდება.­ შედეგი კი სავალალოა, ხშირად მესაკუთრე ვერ ამტკიცებს, რომ პროცენტს იხდიდა, რადგან შუამავლისთვის გადახდილი პროცენტები ოფიციალურად არ აისახება. მევახშე და შუამავალი კი უტიფრად უარყოფენ, რომ ბინის მესაკუთრეს პროცენტები გადახდილი აქვს...

ამასთან, თუ მესაკუთრეს სას­ე­სხო ვადის გაგრძელება­ სურს, როგორც აღვნიშნე, ეს სიტყვიერი დაპირებით ხდება. მერე კი უცებ "აღმოჩნდება", რომ მევახშეს ფული სასწრაფოდ სჭირდება და მესაკუთრეს აიძულებს, იმავე­ ბინაზე­ ხელახალი იპოთეკა გააფორმოს უკვე სხვა მევახშესთან, რომელიც­ ასევე ამ თაღლითური ჯგუფის­ წევ­რია. ხელახალი სესხის გაფო­რმებისას მესაკუთრე კიდევ უფრო მეტ ვალს იღებს, რასაც იმ დღესვე­ ემატება გაწეული მომსახურების, საშუამავლოსა­ და ე.წ. პირველი თვის
You must have Flash Player installed in order to see this player.
პროცენტის ფულიც. ხელშეკრულების ვადის გასვლისთანავე,­ მევახშეები­ მოვალეს­ ისევ "აწვებიან"­ და ათას­­ობით დოლარის დაბრუნე­ბას ერთ­ბაშად სთხოვენ. უარის შემ­თხვევაში კი მათთან შეკრულ ნოტარიუსს ვალის დაფიქსირებას სთხოვენ. ნოტარიუსი გამოწერს სააღსრულებო ფურცელს, რაც სააღსრულებო საქმის წარმოების დაწყების წინა პირობაა. ნოტარიუსი­ არ ამოწმებს მესაკუთრესთან, რამდენი­ თვის განმავლობაში იხდიდა პროცენტს, მევახშისგან მითითებულ თანხაზე ადგენს აქტს და აღსრულების ფურცელს გასცემს­. ამის შემდგ ჩვენ სააღსრულებო საქმის შეჩერებას ვითხოვთ. შეგვაქვს სასამართლოში სარჩელი და თუკი ოფიციალურად ვადასტ­ურებთ, რომ მესაკუთრეს გადახდილი აქვს პროცენტ­ები, შედეგს ვაღწევთ, თუ ვერ ვადასტურებთ, ბინა აუქც­იონზე იყიდება.

ირინე მღვდელაძე, იპოთეკით­ დაზარალებულთა კავშირის ხელმძღვანელი: - მე ის ქალი ვარ, ბიძინა ივანიშ­ვი­ლის­ სახლთან ბენზინი რომ გადაისხა და თავის დაწვა სცადა. სიკვდილის არც ახლა მეშინია, მინდა ყველას მივაწვდინო ხმა, რომ ჩვენ, ათასობით ადამიანი, მევახშეების, საშუამავლო ფირმების, ნოტარიუსებისა და მათი მფარველი ჩინოვ­ნიკების დანაშაულებრივ სქემებს­ ვეწირებით. წინა ხელისუფლების დროს ვანო მერაბიშვილის მამიდა, მზია ნათ­ენაძე, მევახშეობდა. ახლა იმავეს ამჟამინდელი ჩინოვნიკების დედ­ები ან სიდედრები აგრძელებენ. ყოფილა შემთხვევა, როცა ერთ მევახშეს 300-400 ბინა ჰქონია გადაფორმებ­ული და არც მოგების გადასახადი­ გადაუხდია­ და არც ჩვენ მიერ გადახდილი პროცენტ­ებიდან შემატებია რამე ბიუჯეტს.

- თავად რა შეგემთხვათ?
- ჩემი სამოთახიანი ბინა მუ­ხიანში თაღლითებს შეეწირა. ჩემი ვაჟი შპს "სად­ი­სტ­რიბუციო ქსელ "თბილისში" მუშაობდა. მი­სმა­ ხელმძღვანელმა, დავით ღუ­დ­უ­შა­ურმა, ჩემს შვილს ბინა ჩაად­ე­­ბ­ინა, ეუბნებოდა, ერთ თვეში და­­­ვიხსნი, იმ ფულით კი ბიზნ­ესს­­ გავაფართოებო­. ამ კაცმა სხვა თანამშ­რომლებსაც ასე დააგირავებინა ბინები და თავის ბიზნესპარტნიორსაც დიდი ფული დაადო ვალად. საქმეც აღიძრა, ღუდუშაური დააკავეს, მაგრამ თაღლი­თის მამა გვთხოვდა,­ ჩემი შვილის საპროცესო შეთანხმებით გათა­ვისუფლებას ხელი არ შეუშალოთ და თქვენს კუთვნილ თანხას დაგიბრუნებთო. 4.000 დოლარი მოგვცა, დან­არჩენის მოც­ემას კი დაგვპირდა, თუმცა... ეს ფული თაღლით ღუდუშაურთან­ შეკ­რულმა მევახშემ (რომელსაც ჩვენი ბინა იპოთეკით ჰქონდა დატვირთული) წაიღო­, გვითხრა, ბინის­ გამოხსნას­ ფული სჭირდება და პროცენტ­ე­ბიც­ გადასახდელ­იაო. მოიყვანა­ სხვა მევახშე და იძულ­ებული გაგ­ვხადა, ხელახალი იპოთეკ­ური სესხის გაფორმებაზე­ მოგვეწერა ხელი.­ ფული კი თვითონ აიღო. ხელშეკრულება ერთთვიანი იყო, თვის ბოლოს გაგრძელების სიტყვიერი პირობით... ცხადია, თვის ბოლ­ოს ვერც ბინა გამოვისყიდეთ და ვერც შემდეგი თვის პროცენტი გადავიხადეთ... ღუდუშა­ური ციხიდან­ 6 თვეში გამოვიდა და სადღაც გადაიკარგა... ამის შემდეგ კიდევ ერთი მევახშის ჩანაცვლებამ მოგვიწია, რათა დაგროვილი პროცენტი დაგვეფარა და უკვე 29.000 დოლარად ჩავდეთ ბინა, ფული კი ამჯერად მეორე მევახშემ წაიღო... საბოლოოდ ჩემი ბინა 2015 წლის 14 იანვარს აუქციონზე გაიყიდა. მესამე­ მევახშემ სულ რაღაც 2.800 ლარად იყიდა.­ ვიცი, ყოფი­ლი­ პროკურორის, დათო საყვარელიძის ფულით შეიძინა.

- რა იცით?
- მევახშემ მითხრა, ეს ფული დათო საყვარელიძის არისო, მაგრამ ამას როგორ დავამტკიცებ?! ბინიდან მაინც არ გავსულვართ. ახლა 7 სული ვცხოვრობთ. ორი გაზის ბალონი გამზადებული მაქვს და თუ ვინმე ძალით დამიპირებს გაყვანას, თავს დავიწვავ...
აღსრულების ეროვნული­ ბიუროს ვებგვერდზე ირკვ­ევა, რომ 147 ათასი მოქალაქის იპოთეკაში ჩადებული­ ქონება­ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. აქედან 75 ათას ადამიანს უკვე დაკარგული აქვს საკუთრება.

ჩვენ შევქმენით იპოთეკით დაზარა­ლებ­უ­ლთა, უსახლკაროთა და სოციალურად დაუცველთა კავშირი, რომელიც ხალხს უფასო იურიდიულ კონსულტაციას, ხელისუფლებას კი გამოსავალს სთავაზობს. სახელმწიფოს შეუძლია შექმნას სააგენტო,­ რომელიც ჩვენს­ ბინებს ან თავად გამოისყიდის, ან ინვესტორს მოიზიდავს (ეს დაა­ხლოებით 150 მილიონი ჯდება),­ შემდეგ კი საშუალ­ებას მოგვცემს, თანხა 15-20 წელზე გადანაწილდეს­ და კომუნალურ გადასა­ხადებს მიებას. ვესაუბრეთ რამდენიმე დეპ­უტატს, ბანკის წარმომადგენლე­ბსა და სააღსრულებო ბიუროს­ ხელმძღვანელს, თუმცა ეს თემა ვერ დაიძრა.­ ჯერჯერობით პოლი­ციური­ გამოსახლება­ შეწყვეტილია და აღსრულების უფლება სააღს­რულებო ბიუროს გადაეცა, მაგრამ რა მნიშვ­ნელობა აქვს, მგელი შეგვჭამს თუ მგლისფერი ძაღლი?!
სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილი ჩემი კლასელია, ჭორვილაში­ ერთად ვსწავლობდით. ერთხელ შევხვდი კანცელარიასთან და წერილი გადავეცი. დახმარებას დაგ­ვპი­რდა და სწორედ ამის შემდეგ შევხვდით ხელისუფლებისა და ბანკების წარმომადგენლებს, რასაც დიდი შედეგი არ მოჰყოლია.

- მერე მის სახლთან რომ იწვავდით თავს, რეაქცია არ ჰქონდა?

- დაცვა მომიგზავნა და მიმიპატიჟა. მაშინ­ სულელურად მოვიქეცი და შეხვედრაზე უარი ვთქვი. ვიფიქრე, ამ შეხვედ­რით მხოლოდ ჩემი პრობლემა მოგვარდებოდა, ჩემ უკან კი ათასობით გაუბედურებული ადამიანი იდგა და მათი მომერიდა... ახლა ვნანობ, ისევ რომ მომეცეს ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შანსი, ხელიდან აღარ გავუშვებ.

განაჩენი - გამოსახლება!

ყველას ახსოვს, როგორ სცადა თავის დაწვა იპოთეკით დაზარალებულმა ციცინო ხარაბაძემ, რომელიც სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.­ ამ ტრაგედიის ამსახველი სურათები კი დღესაც თავზარს გვცემს. ფოტოების გამოქვეყნებას შეგნებულად ვარიდებთ თავს, რადგან მიგვაჩნია, რომ შემზარავი და არაეთიკურია. ბინიდან გამოსახლების გამო თავის მოკვლა სცადა მოქალაქე ვაჟა წითაშვილმაც - დანა გულში ჩაირტყა. ექიმებმა მისი გადარჩენა მოახერხეს...

რა თანხას კარგავს სახელმწიფო ბიუჯეტი?!

იპოთეკით დაზარალებულთა ინფორმაციით, კერძო მევახშეთა­ მოგებამ ამ უკონტროლო ბიზნესში უკანასკნელი 9 წლის მანძილზე 100 მილიონ ლარს მიაღწია. თუ გავითვალისწინებთ, რომ აქედან მევახშეებს სახელმწიფოსთვის 15% მოგების გადასახადი უნდა გადაეხადათ, გამოდის, ბიუჯეტს ამ 9 წლის განმავლობაში მინიმუმ 15 მილიონი ლარი დააკლდა. დაზარალებულთა ადვოკატ ხათუნა დადიანის მტკიცებით, ფინანსურ პოლიციაში უკვე მოქმედებს სპეციალური განყოფილება, რომელიც ამ საკითხებს სწავლობს.

ეკა ასათიანი
წყარო: გაზეთი "კვირის პალიტრა"
კომენტარები (5)
03.03.2016
bacho
იპოტეკიტ კი არა ტქვენი სიხარბით და სიდებილით ხართ დაზარალებულები.
02.03.2016
ვერა-ციცინო ხარაბაძე
ამ ქალბატონს მინდა ვთხოვო რომ ეს საშინელება არ ჩაიდინოს :((( ამას თუ გააკეთებს და გადარჩა ჯოჯოხეთი ზუსტად გადარჩენის მერე იწყება !!!! უბრალოდ იბრძოლეთ თქვენს ადვოკათან ერთად და ტელევიზიებით :((( მე მალე ვაპირებ ისევ ტელევიზიებით გავაგრძელო ბტძოლა ვინაიდან სამართალს ბოლო არ უჩანს!!!!
მსგავსი სიახლეები
აჭარაში, რვა დასახლებაში მცხოვრებ 122 ოჯახს, მათ შორის, 89 დევნილ ოჯახს მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცა, - ამის შესახებ  აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან იუწყებიან.
"სოკარ პეტროლეუმ ჯორჯია" თიბისი ბანკის პროგრამა „სტარტაპერს“ უერთდება და სპეციალურად პროგრამის მონაწილეებისთვის „სტარტაპ-ენერჯი“ ბარათს ქმნის.
მარტში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა 11.7%-ით გაიზარდა და 67 414 ერთეული შეადგინა.
საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეზღუდოს და მონიტორინგი გაუწიოს საპარტნიორო ფონდის ბალანსს. ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშშია ნათქვამი.
საქართველოში ბიზნესმენები მაღალპროცენტიან კრედიტებზე ჩივიან.
სწრაფი ონლაინ სესხები ძირითადად მოულოდნელი ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლადაა განკუთვნილი
ტერაბანკის სესხებისა და ანაბრების გათამაშების პირველ შუალედურ გათამაშებაში გამარჯვებული გამოვლენილია. სახლის სასაჩუქრე ნაკრების მფლობელი თამარ ტყავაშვილი გახდა.
”თიბისი ბანკის” გენერალური დირექტორის მოადგილის, ნინო მასურაშვილის ინფორმაციით, ”თიბისი ბანკსა” და ბანკ “რესპუბლიკაში” ჯამში ერთობლივად 40 მილიონი დოლარის სესხი გალარდა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ზუგდიდში, 144 დევნილ ოჯახს საცხოვრებელ ფართებს გადასცემს.
დევნილთა და განსახლების სამინისტრო ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე ორ თორმეტსართულიან კორპუსში 144 დევნილ ოჯახს საცხოვრებელ ფართებს გადასცემს. ამის შესახებ დევნილთა და განსახლების სამინისტროდან იუწყებიან.
რუბრიკის სხვა სიახლეები
28.04.2017
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს ერთხმად დაუჭირა მხარი.
სრულად
28.04.2017
პირველად საჯარო სექტორში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საპილოტე რეჟიმში თანამშრომლებისთვის ახალი პროექტი „სახლიდან მუშაობის დღე“ დანერგა.
სრულად
28.04.2017
ჩვენ არ გვითქვამს, რომ უნდა დაიხუროს „ელიავას ბაზრობა“, თუმცა შევთავაზეთ იდეა, როგორ შეიძლება ეს ბაზრობა ფუნქციონირებდეს სხვა ადგილებში
სრულად
28.04.2017
ახალი რეგულაციით „თბილისის მიკროავტობუსს“ ტარიფის გაზრდის უფლება ჩამოერთვა და ტარიფის რეგულირება თბილისის მერიის კომპეტენციაში გადმოვიდა
სრულად
28.04.2017
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე რევაზ ასათიანი პროექტის PAFAI (Promoting Access to Finance and Agri Insurane) შედეგების შეჯამების ღონისძიებას დაესწრო.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
28.04.2017
29.04.2017
USD
1
USD
2.4751
2.4416
EUR
1
EUR
2.6996
2.6701
GBP
1
GBP
3.1939
3.1604
RUB
100
RUB
4.3579
4.2768