არის თუ არა ბიუჯეტში საკმარისი ფული?
არის თუ არა ბიუჯეტში საკმარისი ფული?
1 მარტი / 2016
უკვე მეორე თვეა ბიუჯეტის შემოსულობები მკვეთრად ჩამორჩება გადასახდელებს. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, აშკარაა, რომ ამ ეტაპზე ბიუჯეტში პრობლემებია, თუმცა ფინანსთა სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ქვეყანაში ბიუჯეტის შესრულებას საფრთხე არ შეექმნება.

26 თებერვლის მონაცემებით, ბიუჯეტის შემოსულობები კვარტლის გეგმის მხოლოდ 51%-ია, ხოლო გადასახდელები 58%. ამ ფაქტის ასახსნელად, ფინანსთა სამინისტროში საკუთარი არგუმენტები აქვთ - პირველ კვარტალში შიდა ვალი აღარ გაიზრდება და დეფიციტის დაფინანსება ხაზინის ნაშთიდან მოხდება, რომელიც 2016 წლიდან საკმაოდ სოლიდური მოცულობით გადმოჰყვა ხაზინას.

არსებული რთული ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, საზოგადოებაში ხშირად ჩნდება მოსაზრება, რომ შეიძლება ბიუჯეტში ფული აღარ შევიდეს და მიმდინარე ვალდებულებების (პენსიები, სოციალური დახმარებები, ხელფასები) დაფინანსება საფრთხის ქვეშ დადგეს.

ამ შიშს კიდევ უფრო ამძაფრებს ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე არსებული მონაცემები, სადაც თვალნათლივ ჩანს, რომ განსაკუთრებით თებერვალში შემოსულობები ბევრად ნაკლებია, ვირე გადასახდელები. 26 თებერვლის მდგომარეობით, ქვეყნის მთავარ ხაზინაში 1,116 მილიარდი ლარი შევიდა, ხოლო 1,380 მილიარდი ლარი დაიხარჯა, ანუ 264 მილიონი ლარით მეტი.

ჯერჯერობით ფინანსთა სამინისტროს თებერვლის ბიუჯეტის შესრულების საბოლოო მონაცემები არ გამოუქვეყნებია. იანვარში კი მდგომარეობა ასეთია: ხაზინაში 627,367 მილიონი ლარი შევიდა, კვარტლის გეგმის 29,2%, ხოლო 675,940 მილიონი ლარი დაიხარჯა (28#4%), აქედან, შემოსავლები 578,491 მილიონი ლარია (29,1%), გადასახადები - 558,063 მილიონი ლარი (29,,9%).

ბიუჯეტის მონაცემებში კიდევ ერთი უცნაურობა გამოჩნდა, ერთ თვეში საშემოსავლო გადასახადიდან ბიუჯეტში მხოლოდ 22 მილიონი ლარი შევიდა, ანუ გეგმის 5%. შედარებისთვის, შარშან იანვარში საშემოსავლო გადასახადიდან ბიუჯეტმა 127,441 მილიონი ლარი (27,2%) მიიღო, ხოლო 2014 წელს - 116,694 მილიონი ლარი (27,9).

საყურადღებოა კიდევ ერთი დეტალი, იანვარში დამატებული ღირებულების გადასახადიდან - 241,609 მილიონი ლარი შემოვიდა (27,15). ესეც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია წინა წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. კერძოდ, შარშან იანვარში დღგ-დან ბიუჯეტმა 322,639 მილიონი ლარი (40,3%) მიიღო, 2014 წელს - 314,181 მილიონი ლარი (41,1%).

ფინანსთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ იანვარში საშემოსავლო და დღგ-ს კუთხით უფრო მეტი თანხაა შემოსული, თუმცა ერთიანი სახაზინო კოდის რეფორმის განხორციელების შედეგად ამ გადასახადების დეკლარირება მოხდა 15 თებერვალს.

"ერთიანი სახაზინო კოდის რეფორმა გულისხმობს არა მხოლოდ ყველა გადასახადის სახაზინო კოდის ტექნიკურად ერთ კოდში გაერთიანებას, არამედ მთავარი გახლავთ მისი შინაარსობრივი დატვირთვა, კერძოდ: ყველა თანხა, რომელიც ჩარიცხულია ბიუჯეტში
You must have Flash Player installed in order to see this player.
გადასახადის ერთიან კოდზე (გადასახადის სახით) ნაწილდება გადასახადის სახეების (საშემოსავლო, მოგება, დღგ და სხვა) მიხედვით გადასახადის გადამხდელების მიერ წარდგენილი დეკლარაციის შესაბამისად. ვინაიდან ამ კონკრეტულ შემთხვევაში საშემოსავლო გადასახადის გადახდის დეკლარირების ვალდებულება პირს გააჩნია შემდეგი თვის (იანვრის საშემოსავლო დეკლარირდება თებერვალში) 15 რიცხვის ჩათვლით, მის მიერ იანვარში გადახდილი საშემოსავლო გადასახადი გადანაწილდება კონკრეტული სახეების მიხედვით დეკლარირების შემდეგ (15 რიცხვის შემდეგ). სანამდე ეს თანხები აღრიცხულია სხვა საგადასახადო შემოსავლების კატეგორიაში", - განაცხადეს ფინანსთა სამინისტროში და დასძინეს, რომ მომავალი წლის იანვარში უკვე ეს ყველაფერი დალაგდება.

რაც შეეხება აქციზიდან შემოსავლებს. სიგარეტზე აქციზის გაძვირებამ ბიუჯეტისთვის ამჯერადაც გაამართლა, იანვარში ყველაზე წარმატებულად ამ გადასახადის გეგმა სრულდება. აქციზიდან ხაზინამ 100,902 მილიონი ლარის (47%) მობილიზება მოახერხა.

ტრადიციულად გარღვევაა საგარეო ვალდებულებებში. იანვარში დონორებმა 25 მილიონი ლარი გადმორიცხეს (18,9%), თუმცა ამ კუთხით მთავრობაში ობიექტური გასამართლებელი არგუმენტი აქვთ, იანვარი პროექტის განსახორციელებლად პასიური პერიოდია და ამ კუთხით აქტიურობა თებერვალსა და მარტში იწყება. რამდენად გამართლდება მთავრობის არგუმენტები, ამას ბრიუჯეტის პირველი კვარტალის შესრულება აჩვენებს. თუმცა, წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ამ დროისთვის 62 მილიონი ლარის საგარეო ვალდებულებებია ათვისებული, რაც 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 83,7%-ით აღემატება და კვარტლის გეგმის 63,8%-ს შეადგენს.

ჯერჯერობით, ასევე სერიოზული ჩამორჩენაა გრანტებში - 3,134 მილიონი ლარი (5,6%).

ფინანსთა სამინისტროში კი აღნიშნავენ, რომ 2016 წლის 2 თვის წინასწარი მონაცემებით, ბიუჯეტის სამივე კატეგორია (შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება) შესაბამისობაშია. პირველი კვარტალის გეგმით განსაზღვრულ მონაცემებთან და ბიუჯეტის შესრულების პრობლემები არ იკვეთება.

"რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლის შესრულებას, 2 თვის წინასწარი მონაცემებით, საგადასახადო შემოსავლები 7,1%-ით აღემატება 2015 წლის 2 თვის შესაბამის მონაცემებს. 2015 წლის 2 თვეში კი, 2014 წლის 2 თვესთან შედარებით, მატება 6,5% იყო, შესაბამისად, წელს საგადასახადო შემოსავლებში უფრო შესამჩნევი ზრდა გვაქვს. იანვარ-თებერვალში ამ მხრივ შემოსულია პირველი კვარტალის გეგმის 58,2% (2015 წელს ეს მაჩვენებელი 57,1%-ს შეადგენდა)", - განმარტავენ ფინანსთა სამინისტროში.

აღსანიშნავია კიდევ ერთი დეტალი, 1-ლი იანვრიდან 26 თებერვლამდე ხაზინის ნაშთი 6,22 მილიონი ლარიდან 357 მილიონ ლარამდე შემცირდა, ანუ 265 მილიონი ლარით. ეს ნიშნავს, რომ სწორედ ნაშთიდან მოხდა დეფიციტის დაფინანსება. სამინისტროში დაადასტურეს, რომ მათ შიდა ვალის გაზრდაზე უარი თქვეს და დეფიციტი ნაშთით გადაფარეს.

"2016 წლის 2 თვეში აღებული გვაქვს 232 მილიონი ლარით ნაკლები საშინაო ვალი, ვიდრე 2015 წელს, თუმცა ეს პარამეტრიც შესაბამისობაშია კვარტალური გეგმებით განსაზღვრულ მონაცემებთან", - განაცხადეს სამინისტროში.

ჯერჯერობით ბიუჯეტი პირველ კვარტალს 2016 წლიდან გადმოყოლილი ნაშთით გავიდოდა, შემდეგ კვარტლებში კი საკმარისი იქნება თუ არა დაგეგმილი ვალი და ეკონომიკური ზრდის ტემპი ბიუჯეტის შესასრულებლად, ძალიან მალე ვნახავთ.

მაკა ხარაზიშვილი
გაზეთი "რეზონანსი"

კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, საქართველოს გამოკითხული მოსახლეობის 22%-ის ფულადმა შემოსავალმა გასულ თვეს 301-500 ლარი შეადგინა, ხოლო გამოკითხულთა 24%-ის თვიურმა დანახარჯმა  301-500 ლარი.
თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, შპს ”გამწვანება 2016”-მა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთი ჰექტარი მიწა ისე მიისაკუთრა, რომ ”არც საიჯარო ხელშეკრულება აქვს და ერთი თეთრიც არ გადაუხდია ბიუჯეტში”.
უკვე მეორე წელია, სამეგრელოში თხილი შემოსავლის წყაროდ აღარ მიიჩნევა.
ბიუჯეტის 4 მილიონი ლარით გაზრდა თვითმმართველობის მომავალ არჩევნებს არ უკავშირდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
სოფლის მეურნეობის წილი საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 9,3%-ს შეადგენს, მაშინ როცა ამ სფეროში ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარია ჩართული.
ეკონომისტი მიხეილ დონდუა „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე შემოსავლების შესახებ წერს.
თბილისის მერიამ პეკინის ქუჩის რეაბილიტაცია ივნისის შუა რიცხვებში დაიწყო.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერის მიერ გადაცემული მასალების შესწავლას იწყებს, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტში შემავალი გამგეობების ფინანსურ საქმიანობას შეეხება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსის ვახტანგ გომელაურის შემოსავალმა გასულ წელს 85 813,50 ლარი შეადგინა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
27.07.2017
საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგში“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, რუსეთის მოქალაქე გ.მ-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერებისას
სრულად
27.07.2017
საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სადახლო-საავტომობილო“ და „ვალე“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას, არადეკლარირებული სიგარეტი (ჯამში 25,800 ღერი) აღმოაჩინეს.
სრულად
27.07.2017
იყო და არა იყო რა, იყო ერთი ამერიკული ოჯახი. მამას მცირე კერძო ბიზნესი ჰქონდა "ბურღვისა და ტუმბვის" სფეროში
სრულად
27.07.2017
შრომის ახალი კანონის ამოცანაა, რომ დაზიანების პრევენცია მოხდეს და არა პოსტფაქტუმ მკურნალობა
სრულად
27.07.2017
ბევრი უცხოელი ღვინის სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ქართული ყურძნის ჯიშებიდან ყველაზე დიდი პოტენციალის მქონე ყურძნის ჯიში და, შესაბამისად, ღვინოც საფერავია.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
27.07.2017
28.07.2017
USD
1
USD
2.3993
2.4022
EUR
1
EUR
2.7933
2.8125
GBP
1
GBP
3.1323
3.1579
RUB
100
RUB
4.0016
4.0430