ჯიხურებსა და სუპერმარკეტებში სიგარეტი გაძვირდა

თბილისში ზოგიერთი დასახელების სიგარეტი დღეს დილიდან გაძვირებული ფასით იყიდება.

სიგარეტი ”ვინსტონის” ფასი  3 ლარამდე გაიზარდა. გაძვირება სხვა  რამდენიმე დასახელების სიგარეტსაც შეეხო. ფასის ზრდას ადასტურებენ სუპერმარკეტებშიც.

როგორც "ბიზნესპრესნიუსს" ერთ-ერთ ჯიხურში განუცხადეს, "ვინსტონი" 20 თეთრით გაძვირდა. ამდენივეთი  გაიზარდა  ”სობრანის” ფასი, რომელიც 3.70 ლარი გახდა მაშინ, როდესაც მისი ფასი გუშინ 3.50 ლარი იყო. ე.წ. ”სობრანი ლაითი” კი 3.50 ლარი გახდა. 10 თეთრით გაძვირდა ”ქემელი” (კომპაქტი).

”გაძვირება, რა თქმა უნდა, გაყიდვების მაჩვენებელზე იმოქმედებს. თუ სიგარეტი ვერ გავყიდე, ხელფასსაც ვერ ავიღებ”, - განაცხადა ”ბიზნესპრესნიუსთან” ერთ-ერთმა მოვაჭრემ.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე